
60 – 29.00 ლარი
90 – 39.00 ლარი
120 – 51.00 ლარი
სამეფო: მცენარეები.
განყოფილება: ფარულთესლოვნები.
კლასი: ორლებნიანნი.
ოჯახი: ტუჩოსანნი.
გვარი: პიტნა.
პიტნა არის მრავალწლოვანი ტუჩოსანთა ოჯახის ბალახოვანი მცენარე. იზრდება 10-120 სმ სიმაღლის. აქვს ხორციანი, ბოჭკოვანი ფესვები. მისი რბილი, მუქი მწვანე ფოთლები იზრდება 4-9 სმ სიგრძის და 1,5-4 სმ სიგანის. ყლორტების წვეროზე თავთავისებრ ყვავილედში თავმოყრილია მოვარდისფრო - იისფერი ყვავილები 6-8 მმ სიგრძისა და 5 მმ სიგანის. ყვავილობს შუა და გვიან ზაფხულში. მოჰყავთ აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
პიტნის ძირითადი კომპონენტი ეთერზეთი მენთოლია, რომელსაც სასიამოვნო სუნი და გამაგრილებელი ეფექტი აქვს. მცენარის ფოთლებში მენთოლი 2,2 - 2,75%-ია, ხოლო ყვავილებში – დაახლოებით 5%. პიტნის ფოთოლი აგრეთვე მდიდარია კაროტინით (40 მგ-მდე), ფლავონოიდებით, ბეტაინით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. სწორედ მენთოლის დამსახურებაა პიტნის ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმის მომხსნელი, ანტისეპტიკური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ნაღველმდენი ეფექტი. სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება პიტნის ნაყენი (ჩაი), ნახარში და ზეთი არომათერაპიისთვის. პიტნისგან მზადდება სხვადასხვა დაავადების სამკურნალო და საპროფილაქტიკო საშუალებები.
პიტნის ზეთი, ნატურალური ეთერზეთი. პიტნისათვის დამახასიათებელი სუნის მქონე უფერული სითხეა. ის კარგად იხსნება სპირტში. შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგელო დაახლოებით 100 კომპონენტს. იყენებენ პარფიუმერიასა და კოსმეტიკაში, საკონდიტრო წარმოებაში, კანფეტების, ნამცხვრების, კბილის ფხვნილების, ელექსირებისა და ა. შ. დასამზადებლად.
მოლეკულური ფორმულა: C 62 H 108O7
მოლური მასა: 965.51672 გრ/მოლი
სიმკვრივე: 900-910 კგ/მ³
პიტნის ზეთი შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებს, როგორიცაა: მენთოლი (7–48%), მენთონი (20–46%), მენთილაცეტატი(3–10%), ცინეოლი(3–6%), ლიმონენი, ბეტა-პინენი, ბეტა-კარიოფილენი, მენთოფურანი, ისომეთონი, პულეგოლი, ნეომენთოლი.
ზრდასრული ადამიანებისთვის: 1 კაფსულა 1 - ჯერ დღეში ჭამის დროს.
გამოყენებამდე – აუცილებლად გაიარეთ კოსულტაცია ექიმთან. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით თუ იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, ან გაქვთ ქრონიკული დაავადება.
ლაქტაციის ან ფეხმძიმობის შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
თუ გამოვლინა რომელიმე გვერდითი მოვლენა შეწყვიტეთ მისი მიღება და გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.