სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
E ვიტამინი

E ვიტამინი არის ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პროდუქტი. მისი როლი და მოქმედების მექანიზმი იხილეთ აღწერილობაში.

E ვიტამინის აღწერა

ტოკოფეროლები ბუნებაში ფართოდაა გავრცელებული. მათ შევხვდებით თითქმის ყველა ორგანიზმის ქსოვილებში, ძირითადად კი ლიპოპროტეინის მემბრანებში. ვიტამინ E-ს ჯგუფში შედის ტოკოლისა და ტოკოტრიენოლის მეთილური ნაერთები. ტოკოფეროლით ყველაზე მდიდარი, მცენარეული ზეთებია, განსაკუთრებით, სიმინდის, ბამბის და გაღივებული ხორბლის ზეთები.

ოთახის ტემპერატურაზე ტოკოფეროლები წარმოადგენენ ღია ყვითელ გამჭვირვალე ზეთს, ზოგიერთი მათგანი დაბალ ტემპერატურაზე კრისტალიზდება. ტოკოფეროლები მდგრადია მჟავების, ტუტეებისა და გაცხელებით ზემოქმედების მიმართ. თუმცა, მგრძნობიარეა ულტრაიისფერი სინათლის, ჟანგბადისა და სხვა მჟანგავების მიმართ. ვიტამინ E-ს როლის რეპროდუქციულ პროცესში პირველად 1920 წელს გამოავლინეს, თეთრ ვირთხებზე დაკვირვებისას. ეს ჯიში ჩვეულებრივ ძალიან ნაყოფიერია თუმცა, შეიმჩნა, რომ ხანგრძლივი რძის დიეტის დროს ვირთხებმა შეწყვიტეს გამრავლება და განუვითარდათ E ვიტამინის დეფიციტი.

1922 წელს ევანსმა და ბიშოპმა დაადგინეს, რომ მაშინ, როდესაც მდედრ ვირთხებში ოვულაცია და განაყოფიერება ნორმალურად ხდებოდა, კვების რაციონიდან, გაღივებულ მარცვლეულში არსებული ცხიმის დამშლელი საკვები ფაქტორის ამოღებისას, ხდებოდა ნაყოფის მოშორება. ვიტამინ E-ს დეფიციტი მამრ ვირთხებში იწვევდა ცვლილებას სათესლე ეპითელიუმში. 1936 წელს პირველად მოხდა გაღივებული მარცვლეულიდან E ვიტამინის ამოღება და პრეპარატების შექმნა. ტოკოფეროლები რეაქციაში შედიან თავისუფალ რადიკალებთან და ჟანგბადის აქტიურ ფორმებთან. ამით არის განპირობებული მათი ანტიოქსიდანტური მოქმედება, კერძოდ, თავისუფალი რადიკალური პროცესების ინჰიბირების უნარი. ტოკოფეროლების ანტიოქსიდანტური თვისებების გამო, მცენარეულ ზეთებში არსებული უჯერი ცხიმოვანი მჟავები არ იწვება.

ტოკოფეროლის ზომის ერთეულები

ვიტამინ E-ს რაოდენობა, როგორც წესი მილიგრამებით იზომება. გარდა ამისა, გამოიყენება ტერმინი „ტოკოფეროლის ეკვივალენტი“ იგივე “ტე“.

ტოკოფეროლის აცეტატის წყაროები

ტოკოფეროლის ტრადიციულ წყაროებად ითვლება ზეთები, ბურღულეული, მწვანე მარცვლეული, ბარდა, პური და თხილეული.

ფიზიოლოგიური მნიშვნელობა

ტოკოფეროლები ქსოვილებში ასრულებენ ბიოლოგიური ანტიოქსიდანეტების ფუნქციას, ანეიტრალებენ რა, თავისუფალ რადიკალებს ამით აშთობენ თავისუფალრადიკალურ პროცესებს. ამ ფუნქციას დიდი მნიშვნელობა აქვს უჯრედული მემბრანისა და ორგანოები სტრუქტურული მთლიანობისა და ფუნქციონალური აქტივობის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა ის ხელს უშლის ათეროსკლეროზული პროცესის განვითარებას. ვიტამინი E არ წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში. ტოკოფეროლები ორგანიზმში საკვებთან ერთად ხვდება და გროვდება ცხიმოვან ქსოვილებში. ნაწლავებში E ვიტამინის შეწოვა დამოკიდებულია საკვებში ცხიმების არსებობაზე და ირღვევა, თუ ნაღვლის წვენის სეკრეცია არასაკმარისად ხდება. ვიტამინი E მონაწილეობს ცილების ცვლაში, სისხლძარღვების ელასტიურობის შენარჩუნებაში და აჩერებს ანთებით პროცესებს. ვიტამინი E ანელებს კანის დაბერებას.

დღიური ნორმა

ზრდასრულებში ვიტამინ E-ს მაქსიმალური დასაშვები დღიური ნორმაა 150 მგ. („ტე“). ადამიანის სხეულის E ვიტამინზე მოთხოვნილების ზრდას ძირითადად განაპირობებს, საკვებთან ერთად პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების გაზრდილი მოხმარება.

ჰიპოვიტამინოზის სიმპტომები

E ვიტამინის უკმარისობა საკმაოდ იშვიათია და გამოწვეულია, როგორც წესი, ტოკოფეროლის შეწოვის უნარის დაქვეითებით (სტეატორეით, წვრილი ნაწლავის ნაწილის მოცილებით) ან ლიპოპროტეინების სინთეზისა და სეკრეციის გენეტიკური დეფექტით, რომელთაც ტოკოფეროლები გადააქვთ ქსოვილებში. E ვიტამინის დეფიციტი ხშირად ვლინდება ჩვილებში, რომლებიც ხელოვნურ კვებაზე იმყოფებიან. ვიტამინ E- ს გამოხატული დეფიციტი იწვევს სათესლეების ეპითელიუმის გადაგვარებას, სპერმის გადაადგილების უნარის დაქვეითებას, კუნთების დისტროფიას და დიათეზს. ცენტრალური ნერვული სისტემის შემთხვევაში ვიტამინის ნაკლებობის შედეგად შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები და დამბლა. ორსულებში კი, იზრდება ნაყოფის მოცილების რისკი.

ვიტამინ E-ს ნაკლებობის ადრეული გამოვლინებაა კუნთების დისტროფია. ორგანიზმში E ვიტამინის ნაკლებობისას იმატებს: ინფექციური დაავადებებით დაინფიცირების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ანთებითი პროცესების განვითარების რისკი. შეიმჩნევა კანის ნაადრევი დაბერება და ორგანიზმის რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა. ორგანიზმში E ვიტამინის რაოდენობის დადგენა ხდება შრატში და სისხლის პლაზმაში ტოკოფეროლების კონცენტრაციის განსაზღვრით.

ვიტამინ E-ს ნაკლებობის სიმპტომებია:

  • კუნთების ჰიპოტენზია, კუნთების სისუსტე.
  • ნაადრევი კუნთების დისტროფია.
  • მიდრეკილება ნაყოფის მოცილების მიმართ.
  • სკლეროდერმიის ადრეული ფორმები.

ტოქსიკურობა

ტოკოფეროლები პრაქტიკულად არ არის ტოქსიკური, თუმცა, დიდმა დოზებმა (300-800 მგ/დღეში) შეიძლება გამოიწვიოს თრომბოციტების წარმოქმნის შეფერხება და გამოიწვიოს სისხლის შედედების შენელება. ჩვილებში E ვიტამინის ზედოზირება იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას. ვიტამინის ხშირმა ზედოზირებამ შეიძლება დააქვეითოს იმუნური სისტემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუჭის ლორწოვან გარსზე წერტილოვანი სისხლჩაქცევები. შესაძლებელია, გამოვლინდეს ტკივილი ეპიგასტრიულ არეში.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.