სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
მალამოები და ფიტო მაზები

გთავაზობთ მალამოების და მაზების ფართო არჩევანს. აქ შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვადასხვა მცენარის ან მცენრეების კომბინაციებით დამზადებული სამკურნალო მალამოები.

მალამოების შესახებ

მალამოები და ფიტო მაზები მრავალი საუკუნეა რაც გამოიყენება ადამიანის მიერ სხვადასხვა სახის დაავადების სამკურნალოდ. არსებობს მალამოების მრავალი სახეობა რადგან ბუნებაში არსებობს მრავალი სამკურნალო მცენარე და ასევე ბუნებრივი ნივთიერება. სწორედ ასეთი მდიდარი ბუნებრივი რესურსის და დაგროვილი ცოდნის წყალობით შეიქმნა მრავალი როგორც სამკურნალო ასევე საპროფილაქტიკო გარეგანი გამოყენების მალამო.

მალამოების დანიშნულება იმდენად ფართო სპექტრს მოიცავს, რომ შეიძლება ითქვას მათ გარეშე თითქმის შეუძლებელი იქნებოდა მრავალ დაავადებასთან და სისუსტესთან გამკლავება.

მალამოების სასარგებლო თვისებები ბევრი ადამიანისთვის ცნობილია. რადგან თითქმის არ არსებობს ადამიანი რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გამოეყენებინოს მაზი. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ყველა სამკურანალო მცენარეს აქვს თავისი უარყოფითი თვისებები ასევე ყველა მალამოს აქვს თავისი უკუ ჩვენებებიც, ამიტომ, სანამ გამოიყენებთ რომელიმე მათგანს უმჯობესია გაეცნოთ მის ანოტაციას.

ზოგიერთ შემთხვევაში, ალერგიული ადამიანები აღნიშნავენ, რომ მათ შემთხვევაში მალამოს ჰქონდა ალერგიული რეაქცია. ეს გასაკვირი არ არის რადგან დღეს ძალიან ბევრი ადამიანი გახდა ალერგიული მრავალი საკვები პროდუქტის მიმართაც კი. ამიტომ სანამ გამოიყენებთ რომელიმე მათგანს, დაზღვევის მიზნით ყოველთვის უნდა შეამოწმოთ კანზე, შემხვევით ხომ არ ხართ ალერგიული რომელიმე კომპონენტის მიმართ.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.