სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ჟივიცას მალამო
ჟივიცას მალამო
ფლაკონში არის - 50 მილილიტრი.
1 – 19.00 ლარი
2+1 - 38 ლ
საქართველო / მწვანე აფთიაქი

მოგეწოდებათ 50 მილილიტრიანი პლასტმასის ფლაკონით, როგორც არის ასახული ფოტოზე.

ჟივიცას მალამო

ჟივიცას მალამო დამზადებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე. მის შემადგენლობაში შედის: 1) ჟივიცა (ფიჭვის ფისი), 2) დინდგელი (პროპოლისი), 3) ცვილი (თაფლის სანთელი) და 4) სელის ნატურალური ზეთი (ცივად გამოწურული). მალამო დამზადებულია შერევის საუკეთესო მეთოდით, მას არ გაუვლია თერმული დამუშავება, რის შედეგადაც მას შენარჩუნებული აქვს ყველა სასარგებლო ნივთიერება. მალამო არის ღია ყავისფერი და აქვს ფიჭვის, დინდგელის და თაფლის სანთლის სასიამოვნო სურნელი. პროდუქტი არ შეიცავს არანაირ დანამატებს!

ჟივიცას მალამოს სასარგებლო თვისებები

ჟივიცა იგივე ფიჭვის ფისი საუკუნეებია რაც გამოიყენება სამკურნალოდ. აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებები. ასევე აქვს ჭრილობების შეხორცების ძლიერად გამოხტული მოქმედება. ამავე დროს აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. მალამო წარმატებით ებრძვის ბაქტერიებს. მისი უნიკალური შემადგენლობა კანს იცავს გარემოს ურუოფითი ზეგავლენისგან და ამარაგებს საჭირო ნივთიერებებით.

პროპოლისი "დინდგელი" წარმოადგენს ფუტკრების მიერ წარმოებულ უნიკალურ პროდუქტს. ის ძალიან მდიდარია ნივთიერებებით. როგორც კვლევებმა აჩვენა ის შედგება 400 მეტი ნივთიერებისგან რომლებიც სინთეზრდება მხოლოდ მცენარეებში. სწორედ ამ უნიკალური შემადგენლობის წყალობით ის დადებითად მოქმედებს კანის ჯანმრთელობაზე. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული და ტკივიგამაყუჩებელი მოქმედება. ის ხსნის შეშუპებას, აღადგენს დაზიანებული კანს და უბრუნებს მას ელასტიურობას. ასევე ის ხელს უწყობს და აჩქარებს ქსოვილებში მეტაბოლურ პროცესებს. რის შედეგადაც დაზიანებულ კანში ხსნის ტკივილს, შეშუპებას და არასასიამოვნო ავადმყოფობის შეგრძნებას.

ფუტკრის სანთელი აღიარებულია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ბევრ ბიოლოგიურ ნივთიერებას, ვიტამინებს და მინერალებს. ცვილის ზემოქმედების წყალობით ქრება არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები კანში. ცვილი ამარაგებს კანს საშენი და სამკურნალო ნივთიერებებით რისი წყალობითაც ჩქარდება აღდგენის და მკურნალობის პროცესი.

ჟივიცას მოქმედებას აძლიერებს მალამოს შემადგენლობაში შემავალი ფუტკრის პროდუქტები. ისინი ავსებენ ერთმანეთს და კიდევ უფრო ფართო სპექტრით (სინერგიულად) მოქმედებენ ორგანიზმზზე. ბუნებრივი ნივთიერებების ასეთი ფორმულა პრაქტიკულად უნიკალურია. ეს ფორმულა საუკუნეების წინ გამოიგონეს ტიბეტში, ამიტომ მას ჰქვია ტიბეტური ფორმულა. მისი მეშვეობით შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ და უმკურნალოთ კანის მრავალ დაავადბას.


მალამო გამოიყენება დაავადებების დროს:


  1. ეგზემა.
  2. სოკოვანი დაავადებები როგორც ფრჩხილის ასევე კანის.
  3. კანის დაავადებები, ჭრილობები.
  4. ჩირქიანი და ძნელად შესახორცებელი ჭრილობები.
  5. კანის ანთებითი პროცესები.
  6. სისხლჩაქცევები.
  7. დაჟეჟილობები.
  8. პოლიართრიტი, ართრიტი.

ჟივიცას მალამოს გამოყენების ინსტრუქცია

მცირე რაოდენობის მალამო წაისვით სხეულის პრობლემურ ადგილზე, მალამო უნდა შეიზილოთ იმდენ ხანს სანამ ბოლომდე არ შეიწოვება. გამოიყენეთ დღეში 2 ჯერ. შესაძლებელია 3-ჯერაც. ასევე შეგიძლიათ დაიდოთ დოლბანდით.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე ან ფიჭვზე. მაგრამ დაზღვევის მიზნით სანამ გამოიყენებთ შეამოწმეთ ხართ თუ არა ალერგიული.

შემოწმება კანზე:
მცირე რაოდენობის მალამო წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანის იმ ადგილზე სადაც წაისვით მალამო არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, ეს იმის ნიშანია, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ მალამო დაბრკოლების გარეშე. მაგრამ თუ გაგიჩნდათ გაღიზიანების ნიშნები მალამო არ გამოიყენოთ.

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

შეიძლება აღინიშნოს ჟივიცას ინდივიდუალური აუტანლობა.

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოიყენეთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.