სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ჟივიცას ზეთი ფიჭვის
ფიჭვის ჟივიცას ზეთი
100 მილილიტრი
1 – 19.00 ლარი
2+1 - 38 ლ
საქართველო / მწვანე აფთიაქი

მოგეწოდებათ 100 მილილიტრიანი პლასტმასის ფლაკონით, როგორც არის ასახული ფოტოზე.

ჟივიცას ზეთი

ჟივისაც ზეთი დამზადებულია ფიჭვის ფისისგან და ცივად გამოწურული სელის ზეთისგან. ასეთი ნარევი ქმნის იდეალურ კომბინაციას. ზეთი მდიდარია ვიტამინებით ბუნებრივი წარმოშობის ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებით. პროდუქტი არ შეიცავს სხვა არანაირ დანამატებს.

ზეთს აქვს ღია მოყვითალო-მოყავისფრო ფერი და აქვს ფიჭვის ზომიერი სასიამოვნო არომატი და მომწარო გემო. მთლიანობაში მისი არომატულობა გაგახსენებთ წიწვოვან ტყეს და მის სასიამოვნო მსუბუქ სურნელს.

ზეთი გაფილტრული არ არის, ის 100% შეცავს ყველა სასარგებლო ნივთიერებას. ამიტომ ზეთმა ბოთლის ძირში შეიძლება გაიკეთოს ნალექი. რაც მის ნამდვილობაზე მეტყველებს.

ჟივიცას ზეთის სასარგებლო თვისებები

ამ პროდუქტის გამოყენებას აქვს ძალიან დიდი წარმატებული ისტორია. ამიტომაც ის არის ასეთი პოპულარული მთელ მსოფლიოში. წიწვოვანი ხეების ფისი არის ძალიან მდიდარი და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება. მის შემადგენლობაში შედის როგორც საკვები ნივთიერებები ასევე მასში კონცენტრირებულია გარე უარყოფითი ფაქტორებისაგან დამცავი ნივთიერების ერთობლიობა. ეს ფისი იცავს წიწვოვანი ხეების დაზიანებულ მერქანს როგორც ბაქტერიული ასევე სოკოვანი დაავადებებისგან. სისხლში მოხვედრის შემდეგ ის ასეთივე წარმატებით ასუფთავებს სისხლს ბაქტერიებისგან და სოკოს სპორებისგან. ხოლო მასზე დამზადებული მალამო იცავს დაზიანებულ კანს და ეხმარება მას სწრაფ რეგენერაციაში.

ჟივიცას ზეთი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ხელს უშლის ბაქტერიების და სოკოვანი დაავადებების გავრცელებას. ის სისხლში ქმნის ამ პარაზიტებისთვის არაკომფორტულ გარემოს და ხელს უშლის მათ გამრავლებას და აფერხებს მათ ფუნქციონირებას. რის შედეგადაც ძლიერდება იმუნური სისტემა რომელიც ადვილად ამარცხებს დასუსტებულ პარაზიტებს. ამასთან ერთად ჟივიცა არის ბუნებრივი უძლიერესი ანტისეპტიკური საშუალება.


  1. აძლიერებს იმუნიტეტს.
  2. გამოყავს ტოქსინები ორგანიზმიდან.
  3. ხსნის ნერვულ დაძაბულობას.
  4. აუმჯობესებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას.
  5. ეხმარება ორგანიზმს ცხიმების მეტაბოლიზმში.
  6. ასტიმულირებს ახალი უჯრედების წარმოქმნას.
  7. ასუფთავებს სისხლს.
  8. ძალიან ეფექტურია პირისღრუში მიმდინარე ანთებითი პროცესების ჩასაქრობად.
  9. ასევე კარგია სახსრების ანთების დროს.
  10. ეფქტურად ეხმარება ორგანიზმს სასუნთქი გზების დაავადებებთან გამკლავებაში.

მიღების წესი

მიიღეთ 1/2 ჩაის კოვზი დღეში 1 ხელ ჭამამდე 30 წუთით ადრე. ჩაიგუბეთ პირის ღრუში ენის ქვეშ და გააჩერეთ ასე 5-15 წუთი. შემდეგ გადაყლაპეთ. გამოიყენეთ დღის პირველ ნახევარში.

გაფრთხილება

ზეთი შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილზე, არაუმეტეს 5-25 გრადუსისა. არც-ერთ შემთხვევაში არ დადგათ გაზქურასთან ან მზის სხივების პირდაპირი მოხვედრის ადგილზე. არ გაყინოთ და არ გააცხელოთ რადგან ის დაკარგავს თავის დადებით თვისებებს. ჟივიცას ზეთი არის ძალიან მდიდარი ნივთიერებებით, ამიტომ გაუფრთხილდით მას.

ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა. ამიტომ თავიდან მიიღეთ მცირე დოზა, მაგალითად 1/5 ჩაის კოვზი და ისიც დღის პირველ ნახევარში. ან წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე და დააკვირდით 30-45 წუთი, თუ არ აღინიშნა არავითარი ალერგიული გამოვლინება, შეგიძლიათ გამოიყენოთ.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.