სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
პროპოლისის მალამო - დინდგელის მაზი
პროპოლისის (დინდგელი) მალამო
50 მილილიტრი
1 – 22.00 ლარი
2+1 - 44 ლ
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

პროპოლისის მალამო

პროპოლისის მაზი დამზადებულია ცივი დაწურვის მეთოდით მიღებული სელის თესლის ზეთისგან, საუკეთესო ხარისხის ფუტკრის სანთლისგან და პროპოლისისგან. მალამო დამზადებულია შერევის საუკეთესო მეთოდით, მას არ გაუვლია თერმული დამუშავება, რის შედეგადაც მას შენარჩუნებული აქვს ყველა სასარგებლო ნივთიერება. დიდნგელის მალამოში არის სამკურნალო ნივთიერებების ბუკეტი. მალამოს აქვს მოყავისფრო მოყვითალო ფერი და სასიამოვნო, დინდგელის და სანთლის სურნელი.

დინდგელი (პროპოლისი) არის ანტი მიკრობული უძლიერესი ბუნებრივი ნივთიერება. დინდგელი არის ნივთიერება რომლის გარემოშიც ვერ ვითარდება ვერცერთი მიკრობი და პარაზიტი. ის ორგანიზმს ეხმარება: მოტეხილობების სწრაფ შეხორცებაში, კანის დაზიანებული ქსოვილების აღდგენაში და ჭრილობების შეხორცებაში. არბილებს დამწვარი კანის ნაწიბურებს, ასუფთავებს უჯრედის მემბრანას, მწყობრში მოჰყავს უჯრედის სუნთქვა და ებრძვის პათოლოგიურ უჯრედებს.

ფუტკრის სანთელი (ცვილი) აღიარებულია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ბევრ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, ვიტამინებს და მინერალებს. სანთლის ზემოქმედების წყალობით ქრება არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები. სანთელი ქსოვილებს ამარაგებს სამკურნალო და საშენი ნივთიერებებით, რისი წყალობითაც ჩქარდება აღდგენითი პროცესები.

სელის ზეთი მდიდარია უჯერი ცხიმებით როგორიც არის ომეგა 3. ომეგა 3 არის ცხიმმჟავა რომელიც ებრძვის ქსოვილებში მიმდინარე ანთებით პროცესებს. ეხმარება უჯრედებს მემბრანის განახლებაში, რადგან მემრანის ძირითადი შემადგენელი ნივთიერება არის ომეგა 3. გარდა ამისა სელის ზეთი ძალიან მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. სწორედ მათი წყალობით ის ამარაგებს დაზიანებულ კანს და ეხმარება ქსოვილებს სწრაფ რეგენერაციაში.

პროპოლისის მალამოს დადებითი თვისებები

როგორც ავღნიშნეთ ჩვენი მალამო არის უნიკალური, რადგან ყველა მასში შემავალი კომპონენტი, მაგალითად სელის ზეთი არის ჩვენი წარმოებული და არის ცივი გამოწურვის მეთოდით მიღებული, რასაც ვერ ვიტყვით სხვა მწარმოებლებზე. ხშირ შემთხვევაში მათი ზეთები არ არის ნატურალური, ან არის რაფინირებული, ასეთი სახის ზეთებს არ გააჩნიათ სამკურნალო თვისებები. დინდგელი და სანთელიც მაქსიმალურად ახალია და სავსეა ყველა სამკურნალო ნივთიერებით.

მისი გამოყენება შესაძლებელია ფურუნკულოზის, დამწვრობის, ჩირქოვანი ჭრილობების, ხანგრძლივად შეუხორცებადი იარების, ნეიროდერმიტების, ტროფიკული წყლულის, სოკოვანი დაავადებების, პროქტიტის, ვაგინიტისა და საშვილოსნოს ეროზიების სამკურნალოდ.


  1. კარგად ატენიანებს და კვებავს კანს.
  2. აჩქარებს კანის მეტაბოლურ და რეგენერაციულ პროცესებს.
  3. აქვს გამოხატული შეხორცების კარგი უნარი.
  4. აქვს ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო გამოხატული მოქმედება.
  5. ახასიათებს ქავილის საწინააღმდეგო ანტიმიკოზური და ბაქტერიოციდული მოქმედება.
  6. ასევე აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

გამოყენების წესი

შეიზილეთ კანის დაზიანებულ ნაწილზე, ასევე შესაძლებელია დაზიანებულ კანზე დოლბანდით დადება, პროცედურა გაიმეორეთ დღეში 2-ჯერ. მკურნალობის კურსი 14-21 დღე.

გაფრთხილება

მალამოში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგია მაშინ ეს პროდუქტი არ გამოიყენოთ. გამოყენებამდე კანზე შეამოწმეთ ალერგიულობა. მცირე დოზით შეიზილეთ მაჯის შიდა მხარეზე და დაელოდეთ 20-40 წუთი, თუ არ აღინიშნა რაიმე ალერგიული გამოვლინება შეგიძლიათ გამოიყენოთ.

თუ გამოყენებისას განვითარდა კანის ჰიპერემია, გამონაყარი, ქავილი. მაშინ ასეთ შემთხვევებში დინდგელის მალამოს გამოყენება უნდა შეწყდეს.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.