სამუშაო საათები 9:00 - 22:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ადამის ფესვის მალამო
ადამის ფესვის მალამო
ფლაკონში არის - 50 მილილიტრი.
1 – 18.00 ლარი
2+1 - 36 ლ
საქართველო / მწვანე აფთიაქი

მოგეწოდებათ 50 მილილიტრიანი პლასტმასის ფლაკონით, როგორც არის ასახული ფოტოზე. ზედ აწერია გამოყენების წესი და ანოტაცია. ასევე ვადა და შენახვის პირობები.

ადამის მალამოს აღწერა

მალამო არის დამზადებული ბუნებრივ ინგრედიენტებზე. მის შემადგენლობაში შედის: 1) ადამის ფესვი, 2) დინდგელი (პროპოლისი), 3) ცვილი (თაფლის სანთელი) და 4) სელის ნატურალური ცივად გამოწურული ზეთი. მალამოს აქვს მოყავისფრო მოყვითალო ფერი. ასევე აქვს დინდგელის და სანთლის მსუბუქი სასიამოვნო არომატი. მალამო არის 100% ნატურალური და უნიკალური, რადგან დამზადებულია სპეციალური მეთოდით. რომლის მეშვეობითაც ინგრედიენტების შერევა და დოზირება ხდება ცივად, თერმული დამუშავების გარეშე. ასეთი მეთოდის მეშვეობით მალამო ინარჩუნებს ყველა სასარგებლო და სამკურნალო თვისებას. მისი გამოყენება მარტივია რადგან ადვილად ლღვება სხეულის ტემპერატურაზე და ადვილად შეიწოვება კანში. ასევე რაც მთავარია ის არ შეიცავს სხვა არანაირ დანამატებს გარდა ზევით ჩამოთვლილი კომპონენტებისა.

ადამის მალამოს სასარგებლო თვისებები

მიწის ქონის სახელით ცნობილი მცენარისგან დამზადებული მალამო სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მალამოში როგორც ავღნიშნეთ გარდა ადამის ფესვისა შედის ფუტკრის სანთელი და დინდგელი. რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის მოქმედებას. ხოლო მცენარეული ზეთი და სანთელი ხელს უწყობს სასარგებლო ნივთიერებების შეღწევას ქსოვილებში.

ადამის ფესვი შეიცავს პექტინს, ცხიმოვან ზეთებს, ეს ნივთიერებები კანზე მოქმედებენ როგორც ნერვული დაბოლოებების გამაღიზიანებლები. ამიტომ მისი გარეგანი გამოყენება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სისტემას და ქსოვილებზე მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ხოლო მასში შემავალი სტეროიდების წყალობით ის ასუფთავებს სისხლს და ტონუსში მოჰყავს სისხლძარღვების კედლები.

პროპოლისი "დინდგელი" წარმოადგენს ფუტკრების მიერ შექმნილ უნიკალურ პროდუქტს. ის ძალიან მდიდარია ნივთიერებებით, როგორც კვლევებმა აჩვენა ის შედგება 400 მეტი ნივთიერებისგან რომლებიც სინთეზრდება მხოლოდ მცენარეებში. სწორედ ამ უნიკალური შემადგენლობის წყალობით ის დადებითად მოქმედებს სახსრების ჯანმრთელობაზე. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული და ტკივიგამაყუჩებელი მოქმედება. ის ხსნის შეშუპებას, აღადგენს სისხლძარღვების სიმტკიცეს და უბრუნებს მათ ელასტიურობას. ასევე ის ხელს უწყობს და აჩქარებს ქსოვილებში მეტაბოლურ პროცესებს. რის შედეგადაც დაზიანებულ სახსრებში ხსნის ტკივილს, შეშუპებას და არასასიამოვნო ავადმყოფობის შეგრძნებას.

ფუტკრის სანთელი აღიარებულია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ბევრ ბიოლოგიურ ნივთიერებას, ვიტამინებს და მინერალებს. ცვილის ზემოქმედების წყალობით ქრება არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები სახსრებში. ცვილი ამარაგებს სახსრებს საშენი და სამკურნალო ნივთიერებებით რისი წყალობითაც ჩქარდება აღდგენის და მკურნალობის პროცესი.


მალამო გამოიყენება დაავადებების დროს:


  1. ვენების ვარიკოზული გაფართოვება.
  2. რევმატიზმი.
  3. ოსტეოქონდროზი.
  4. რადიკულიტი.
  5. ართროზი.
  6. პოლიართრიტი.
  7. პოდაგრა.
  8. იშიაზი.
  9. სისხლჩაქცევები.
  10. დაჟეჟილობები.
  11. მეჭეჭები და ეგზემა.

ადამის ფესვის მალამოს გამოყენება

მალამოს წასმის შემდეგ არ აღინიშნება გამოხატული კანის წვა, როგორც ეს გამოიხატება ნედლი ფესვის წასმის დროს.

მცირე რაოდენობის მალამო წაისვით სხეულის პრობლემურ ადგილზე, მალამო უნდა შეიზილოთ იმდენ ხანს სანამ კანი ბოლომდე არ შეიწოვს მას. გამოიყენეთ დღეში 2 ჯერ. შესაძლებელია 3-ჯერაც.

გაფრთხილება ადამის მალამოსთან დაკავშირებით

არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე, რომლებიც ზევით არის ჩამოთვლილი. მაგრამ სანამ გამოიყენებთ შეამოწმეთ ხართ თუ არა ალერგიული.

შემოწმება კანზე:
მცირე რაოდენობის მალამო წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანის იმ ადგილზე სადაც წაისვით მალამო არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, ეს იმის ნიშანია, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ მალამო დაბრკოლების გარეშე. მაგრამ თუ გაგიჩნდათ გაღიზიანების ნიშნები მალამო არ გამოიყენოთ.

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

შეიძლება აღინიშნოს მცენარის ინდივიდუალური გადაუტანლობა.

არ გამოიყენოთ 18 წლამდე ასაკის მოზარდებმა.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 9:00 - 22:00
საბანკო რეკვიზიტები
საქ • GE58BG0000000702204300GEL
თბს • GE10TB7321245061100066
საკონტაქტო ინფორმაცია
Mail: [email protected] TEL: +995597760989 TEL: +995597989878
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დეგეკისრებათ პასუხისმგებლობა.