სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 

გრავიოლა იგივე გუანაბანა

გრავიოლა იგივე გუანაბანა მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეების რიგს. მისი სასარგებლო თვისებების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ საიტზე.

გრავიოლას აღწერა

გრავიოლა – ეგზოტიკური სამკურნალო მცენარეა. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება მისი ყველა ნაწილი. მდიდარი საკვები ღირებულება გააჩნია მის ნაყოფს. ნაყოფი წვნიანი და ხორციანია სპეციფიური სუნით. მცენარის თესლი შხამიანია.

ნაყოფი მაცივარში ინახება მაქსიმუმ 1 კვირა. უფრო მოსახერხებელია გუანაბანას ფხვნილის გამოყენება.

ქიმიური შემადგენლობა

ეგზოტიკური მცენარე მდიდარია მრავალი ღირებული ნივთიერებით, რომლებსაც აქვთ სამკურნალო ეფექტი. გრავიოლა ვიტამინებისა და სხვადასხვა მინერალური ნაერთების „საწყობია“.  ის შეიცავს შემდეგ სასარგებლო ნივთიერებებს:

ვიტამინები და მინერალები. მცენარე შეიცავს ბევრ ვიტამინს, კერძოდ A, C, B, ასევე რკინას, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, ცილებს და ნახშირწყლებს. ასეთი მდიდარი შემადგენლობა საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ახდენს ნაწლავების და ღვიძლის მუშაობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ცხიმების წვას, გამოაქვს შარდის მჟავა სხეულიდან და აღადგენს კუჭის მჟავიანობას. ვიტამინი B სასარგებლო გავლენას ახდენს ნევროლოგიურ დარღვევებზე და ხერხემლის გარკვეულ დაავადებებზე.

აცეტოგინები. პრეპარატს გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები. ეს ნივთიერებები ორგანიზმში შერჩევით ანადგურებენ უცხო უჯრედებს ჯანმრთელ უჯრედებზე ზემოქმედების გარეშე.

გუანაბანა ასევე შეიცავს ფრუქტოზას და ფიტოელემენტებს. პრეპარატის ყოველდღიური მიღება საშუალებას იძლევა გავუმკლავდეთ იმუნური სისტემის დაქვეითებასთან დაკავშირებულ დაავადებებს. მცენარეს აქვს ორგანიზმზე კომპლექსური ზემოქმედების უნარი და დამხმარეა ნერვული აშლილობის, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემების პათოლოგიების, ონკოლოგიისა და სხვა პრობლემების დროს.

ფარმაკოლოგიური თავისებურებები

ამაზონის ჯუნგლებში მცხოვრები აბორიგენები ათწლეულებია რაც ამ მცენარეს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებენ. ამერიკის კონტინენტზე საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული მცენარე გუანაბანა, იგივე გრავიოლა. თბილი კლიმატის მქონე ქვეყნებში ის მოჰყავთ როგორც კულტურული მცენარე. სამშობლოში გრავიოლასგან აკეთებენ სასმელს, წვენებს, ფაფებსა და ნაყინს.

გრავიოლას გამოყენება რეკომენდირებულია ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:

  1. დიაბეტი.
  2. სპაზმები.
  3. სისხლდენა.
  4. დეპრესია.
  5. ნერვული აშლილობა.
  6. გულის დაავადებები.
  7. ასთმა.
  8. ხერხემლის დაავადებები.
  9. ართრიტი.
  10. მსხვილნაწლავის დაავადებები.
  11. ღვიძლის დაავადებები.
  12. სიმსუქნე.
  13. გასტრიტი.
  14. თირკმელების დაავადებები.
  15. როგორც ანტიმიკრობული პრეპარატი და სხვა.

გრავიოლას სასარგებლო თვისებები

მცენარეს აქვს ბევრი სასარგებლო თვისება:

  1. აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვის უნარს.
  2. ებრძვის ბაქტერიებს, სოკოებს, პარაზიტებს, ანადგურებს ინფექციას.
  3. ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს.
  4. ხსნის შეშუპებას, გამოაქვს სხეულიდან შარდმჟავა, რაც აუმჯობესებს პოდაგრის მქონე პაციენტების მდგომარეობას.
  5. აფართოებს სისხლძარღვებს, ამცირებს არტერიულ წნევას, ახდენს გულისცემის ნორმალიზებას, აქვს სასარგებლო გავლენა სისხლის მიმოქცევაზე.
  6. ახდენს ლიმფური სისტემის აქტივობის ნორმალიზებას.
  7. ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, ამსუბუქებს კუჭ-ნაწლავის დაავადებების მიმდინარეობას, გამოაქვს ტოქსინები, აღადგენს ღვიძლის მუშაობას.
  8. მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობენ სისხლში შაქრის ნორმალიზებას.
  9. აუმჯობესებს განწყობას, ხსნის დეპრესიას, ნერვულ ფონს და შფოთვას.

გარდა ამისა, მცენარე ხასიათდება შესანიშნავი ანტივირუსული აქტივობით, აუმჯობესებს იმუნური სისტემის აქტივობას, ხელს უშლის ზედმეტი წონის დაგროვებას და დადებითად მოქმედებს ბრონქო-ფილტვის სისტემაზე.

რეცეპტები

ფარმაკოლოგიური კომპანიები გვთავაზობენ გრავიოლას ექსტრაქტს ფხვნილის და ნაყენის სახით. რეკომენდირებულია მისი რეგულარული გამოყენება, წინასწარ წყალში გახსნის შემდეგ.

ფხვნილი – გამოსაყენებლად მოსახერხებელი ფორმაა. სამკურნალო საშუალების დასამზადებლად ავიღოთ 1-2 ჩ.კ. ფხვნილი და შევურიოთ წვენს ან წყალს. მიღება რეკომენდირებულია ჭამის წინ.

სპირტიანი ნაყენი – გამოიყენება დღეში 1 ხელ ჭამამდე 30 წუთით ადრე. 5 - 10 წვეთი უნდა გაიხსნას 30 მლ თბილ ანადუღარ წყალში. სიმსივნის შემთხვევაში უნდა მიიღოთ 15 - 25 წვეთი დღეში ესეც ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში 1 ხელ.

კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე. შემდეგ აუცილებელია ერთ კვირიანი შესვენება. თუ პრეპარატს მოვიხმართ 3 თვეზე მეტხანს, რეკომენდებულია საჭმლის მომნელებელი ფერმენტების და პრობიოტიკების კვების რაციონში დამატება, რადგან გუანაბანს ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის მიკროფლორას დარღვევები.

გაფრთხილება

გუნაბანას (გრავიოლა) ბევრი სასარგებლო თვისებები აქვს, თუმცა, როგორც ყველა მცენარეს მასაც აქვს გარკვეული უკუჩვენებები.

პრეპარატი არ უნდა მიიღოთ ინდივიდუალური აუტანლობის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში და აგრეთვე, კოფერმენტ Q10–თან ერთად. გარდა ამისა, არ ჩაანაცვლოთ კიბოს ტრადიციული თერაპია გუანაბანას პრეპარატით. მცენარე გამოიყენება ძირითად თერაპიასთან ერთად. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან გრავიოლას მიღების მიზანშეწონილობის შესახებ. ანტიდეპრესანტებისა და გრავიოლას ერთდროულად მიღების შემთხვევაშიც საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.