სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 

მოცვის ფოთოლი

მოცვის ფოთოლი არის ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო მცენარე რომელსაც აქვს გამოყენების ფართო სპექტრი. გთავაზობთ ამ მცენარეს და მასზე დამზადებულ პროდუქციას.

მოცვის ფოთლის შესახებ

ბუჩქოვანი მცენარე - მოცვი, არის ერთ-ერთი ისეთი მცენარე, რომელიც იზრდება თითქმის ყველგან. ყველამ იცის ველური კენკრის სასარგებლო თვისებების შესახებ, თუმცა, უნდა ავღნიშნოთ, რომ მისი ფოთოლიც არანაკლებ სასარგებლოა. სწორედ ის შედის ფიტონაკრებების უმრავლესობაში, რომლებსაც აქვთ სამკურნალო თვისებები და დადებითი გავლენა მთელ ორგანიზმზე.

შემადგენლობა

მცენარე შეიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა:

  1. ფიტონციდები;
  2. ფლავონოიდები;
  3. ლიკოპენი;
  4. ასკორბინის მჟავა;
  5. გლიკოზიდი;
  6. სხვადასხვა მინერალები;
  7. B ჯგუფის ვიტამინები;
  8. ტანიდები;
  9. ანტიოქსიდანტები;
  10. ვაშლის, ლიმონის, ბენზოინის მჟავები და ა.შ.

ასეთი მდიდარი შემადგენლობის გამო, მოცვის ფოთოლს შეიძლება ეწოდოს ისეთი საკვები ნივთიერებების საწყობი, რაც ორგანიზმს წელიწადის ნებისმიერ დროს სჭირდება.

სასარგებლო თვისებები და გამოყენების სპექტრი

მოცვის ფოთლებს აქვს სასარგებლო თვისებების უზარმაზარი სპექტრი. ამ მცენარეს აქვს ჭრილობის შეხორცების, ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი და სიცხის დამწევი მოქმედება. მოცვის ფოთოლი აჩერებს სისხლდენას, აქვს ანტისეპტიკური თვისებები, ებრძვის ვირუსებსა და მიკრობებს, ატონიზირებს სხეულს, ხსნის ხველების შეტევებს. ფოთლების ფასი აფთიაქებში დაბალია, მისი შეძენა შეუძლია ყველას.

მოცვის ფოთლის მიღება რეკომენდებულია ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:

  1. შარდის ბუშტსა და საშარდე გზებზე მოქმედი დაავადებები;
  2. სახსრების ქსოვილების ანთება, რევმატიზმი, ოსტეოქონდროზი, პოდაგრა;
  3. ღვიძლისა და თირკმელების მწვავე დაზიანება;
  4. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოშლა;
  5. ჰიპერტენზია;
  6. დიაბეტი;
  7. გაციება, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები;
  8. ლარინგიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი;
  9. დაქვეითებული იმუნიტეტი;
  10. სისხლდენა და ა.შ.

შეშუპება. მოცვის ფოთლის დიურეზული ეფექტი ხელს შეუწყობს თუნდაც მწვავე შეშუპების სწრაფად მოცილებას. მისი გამოყენება ნებადართულია ორსული ქალებისთვისაც კი. ზოგიერთ შემთხვევაში, მოცვის ფოთლებისგან დამზადებული სასმელი ერთადერთი საშუალებაა შეშუპების მოსახსნელად, რომელიც ხშირად გვხვდება ორსულობის ბოლო პერიოდში.

ცისტიტი. მოცვის ფოთლის ნაყენი და ჩაი დაგეხმარებათ შარდის ბუშტის ანთების დაძლევაში. შარდმდენი ეფექტის მქონე სასარგებლო მცენარეული სასმელი ხელს შეუწყობს მარილების მოცილებას და შარდვის პროცესის გაუმჯობესებას. ცისტიტის თანმხლები ტკივილი ქრება უმოკლეს დროში და ყველა ანთებითი პროცესი ჩერდება.

დიაბეტი. შაქრიანი დიაბეტის დროს მოცვის ფოთოლის მიღებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს სისხლში შაქრის დონე და გააუმჯობესოს ავადმყოფის მდგომარეობა. გარდა ამისა, მოცვის ჩაი დააჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია ამ დაავადების დროს.

გაციება და ხველა. მოცვის ფოთოლი რეკომენდირებულია რესპირატორული დაავადებების დროსაც. ამ მცენარის ფოთლების გამოყენება, გაციების დროს, მედიკამენტებთან ერთად, მნიშვნელოვნად დააჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. მოცვის ჩაის აქვს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული ეფექტი და ხელს უწყობს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის განკურნებას. გარდა ამისა, მას აქვს ამოსახველებელი ეფექტი, რის გამოც მშრალი ან სველი ხველა გაცილებით სწრაფად ქრება.

პოდაგრა. მოცვის ფოთლების ნახარში ეფექტურად ებრძვის სახსრების ქსოვილებზე მოქმედ სხვადასხვა დაავადებებს. მისი რეგულარულად მიღება პოდაგრის დროს, ხელს უწყობს წყალ-მარილოვანი ბალანსის ნორმალიზებას, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს და გამოაქვს მავნე ნივთიერებები სხეულიდან. შედეგად, მტკივნეული შეგრძნებები ქრება, სახსრები კი ისევ ჯანმრთელი და მოძრავი ხდება.

მაღალი ტემპერატურა. ტემპერატურის დაწევა შესაძლებელია მოცვის ფოთლით. ბალახეული სასმელი ამცირებს ტემპერატურას და ტონუსში მოჰყავს ორგანიზმი. გარდა ამისა მოცვის საერთო გამაძლიერებელი ეფექტი ააქტიურებს ორგანიზმის ყველა დამცავ ძალას.

ჰიპერტენზია. მოცვის ფოთოლის ნახარში ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას. ასეთი სასმელი შეუცვლელია ჰიპერტონიული პაციენტებისთვის. მედიკამენტებთან ერთად, ის აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას და აწესრიგებს წნევას.

გამოყენების მეთოდები

სამკურნალო საშუალება მოცვის ფოთლისგან ორი გზით შეიძლება დამზადდეს:

ჩაი. მეტალის ჭურჭელში ჩავყაროთ 1 ს.კ. ფოთოლი და დავასხათ 300 მლ. მდუღარე წყალი. ჭურჭელი შემოვდგათ ქურაზე და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ 15-20 წთ. შემდეგ სითხე გავაცივოთ და კარგად გადავწუროთ. სითხის მიღება რეკომენდირებულია დღეში 2-3-ჯერ ნახევარი ჭიქა, ჭამის წინ 30-40 წუთით ადრე.

ნაყენი. 2 ს.კ. მოცვის ფოთოლს დავასხათ 250 მლ. მდუღარე წყალი. ჭურჭელს დავაფაროთ რამე და მივცეთ დაყენების საშუალება. 30-40 წუთის შემდეგ სასმელი გადავწუროთ. ასეთი ნაყენის მიღება შეიძლება დღეში 3-6-ჯერ. ერთ ჯერზე შეიძლება 1-2 ს.კ. ხსნარის მიღება. სასურველია ჭამის წინ.

გაფრტხილება

მოცვის ფოთლით დამზადებული საშუალების მიღება არ არის რეკომენდირებული ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში. გარდა ამისა მისი გამოყენება აკრძალულია 12 წლამდე ბავშვებში და დაბალი წნევის მატარებელ ადამიანებში.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.