სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ცხენის წაბლის ყვავილის 5% ნაყენი
ცხენის წაბლის ყვავილის 5% ნაყენი
ფლაკონში არის – 100 მილილიტრი
1 – 16.00 ლარი
2+1 - 32 ლ
საქართველო

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით. ფლაკონზე მითითებულია ინსტრუქცია და ვადა.

ცხენის წაბლის აღწერა

ცხენის წაბლი არის ფოთოლმცვენი ხე. გავრცელებულია ველური სახით. მისი სიმაღლე აღწევს 30 მ–დე. ხოლო ფორმა პირამიდისებურია. მისი ნაყოფი არის ყავისფერი 8 სმ – დე დიამეტრის. ხოლო ფოთლები თათისებურია. ყვავილობს აპრილ–მაისში, ნაყოფი სიმწიფეში შედის სექტემრ – ოქტომბერში.

ყვავილის ქიმიური შემადგენლობა

ყვავილი შეიცავს: ტურინს, კვერციტრინს, იზოკვერციტრინს, და ა. შ

ცხენისწაბლას ფარმაკოლოგიური თვისებები

ცხენისწაბლას მოქმედება დაკავშირებულია გლიკოზიდ ესკულინთან და საპონინ ესცინთან. ესკულინი ამაგრებს კაპილარებს, ასტიმულირებს სისხლის შრატის ანტითრომბულ აქტივობას, ზრდის ანტითრომბინის წარმოქმნას. ცხენისწაბლას ნაყენი ამაღლებს ვენური სისხლძარღვების ტონუსს.


  1. ვენების კედლების დაზიანება.
  2. ბუასილი.
  3. ვენების ვარიკოზული გაგანიერება.
  4. წვივის წყლული.
  5. ვენების ანთება.
  6. ოპერაციის შემდგომი თრომბოზი.
  7. თვალის ბადურის გარსის ცენტრალური ვენების თრომბოზი.
  8. ფეხების სისხლძარღვების სკლეროტული ცვლილებები.
  9. სახსრების რევმატიზმი.
  10. ნაღვლის ბუშტის დაავადებები.
  11. საშვილოსნოს სისხლდენა.

ნაყენის გამოყენების წესი

30–40 წვეთი გახსენით 30 მლ ანადუღარ ცივ წყალში, მიიღეთ დღეში 3 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა 3 – 4 კვირა.

გაფრთხილება

არცერთ შეთხვევაში არ გადააჭარბოთ დოზას.

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

დაქვეითებული სისხლის შედედების უნარის დროს.

ჰიპოტონია – დაბალი წნევა.

თუ მიღების შემდეგ აღინიშნა რაიმე ალერგიული ან უარყოფითი რეაქცია შეწყვიტეთ მისი მიღება.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.