სამუშაო საათები 9:00 - 22:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
კაკაოს ცხიმი კარაქი
ინდონეზიური კაკაოს კარაქი 100% ნატურალური
ფლაკონში არის 100 გრამი
1 – 22.00 ლარი
2 – 39.00 ლარი
3+1 - 66 ლ
საქართველო / მწვანე აფთიაქი

ინდონეზიიდან ჩამოტანილი კაკაოს ცხიმის დაფასოვება ხდება საქართველოში. შეკვეთის შემთხვევაში პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.
მსგავსი პროდუქტები
კაკაოს ზეთი
კაკაოს ზეთი

კაკაოს კარაქი

კაკაოს კარაქი მიიღება შოკოლადის ხის მარცვლებისგან. 16–18 გრადუსზე ცხიმი ინარჩუნებს მყარ მდგომარეობას და არის მტვრევადი, ხოლო 33–36 სხეულის ტემპერატურაზე დნება და გადადის თხევად მდგომარეობაში. ამიტომ მისი გამოყენება კოსმეტოლოგიაში საკმაოდ კომფორტულია. ცხიმს აქვს შოკოლადის სურნელი, ხოლო ფერი შეიძლება იყოს ღია–ყავისფერი ან ღია–ყვითელი. მას ფართო გამოყენება აქვს როგორც მედიცინაში ასევე კოსმეტოლოგიაში. კაკაოს ცხიმს ასევე იყენებენ საკონდიტრო და საკვებ მრეწველობაში.

კაკაოს ცხიმის ქიმიური შემადგენლობა

100 გრამი ცხიმი შეიცავს 884 კკალ

ვიტამინები: D, A, E.

მაკრო და მიკრო ელემენტები: სპილენძი, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი, რკინა, ფოსფორი, თუთია, მანგანუმი.

ცხიმები: უჯერი ცხიმები, მონო უჯერი ცხიმები, გაჯერებული ცხიმები.

სტეარინის მჟავა, ოლეინის მჟავა, პალმიტინის მჟავა, ლინოლინის მჟავა. ამ მჟავებს შორის ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ოლეინის მჟავას (თითქმის ნახევარი), ის სასარგებლოა იმით, რომ შეუძლია დაწიოს ქოლესტერინის დონე.

გარდა ამ ნივთიერებებისა კაკაოს ცხიმი შეიცავს სხვა ნივთიერებებსაც: კოფეინს, დიდი რაოდენობით ტანინებს და ქსანტინებს. ეს სასარგებლო ნივთიერებები განსაკუთრებით დადებითად მოქმედებენ კანის ჯანმრთელობაზე. ასევე კარგი შედეგები აქვს მის გამოყენებას კოსმეტოლოგიაში სახის და ტანის კანისთვის, ასევე თმებისთვის და ფრჩხილებისთვის.


კაკაოს კაკაოს ფარმაკოლოგიური თვისებები

კაკოს კარაქის ასეთი მდიდარი ქიმიური შემადგენლობა და ამ ნივთიერებების განსაკუთრებული სამკურნალო და დადებითი თვისებები უკვე საკმარისია, რომ ის ჩაითვალოს სამკურნალო პროდუქტად. მისი რაციონში გამოყენებით შესამჩნევად მცირდება ისეთი დაავადებებით დაავადების რისკი როგორიც არის: ინსულტი და ათეროსკლეროზი. ასევე ის ეხმარება ორგანიზმს სასუნთქი გზების და ორგანოების ინფექციურ და ქრონიკულ დაავადებებთან გამკლავებაში.

კოსმეტოლოგია.
კაკაოს ცხიმს წარმატებულად იყენებენ კოსმეტოლოგიაში. ის შესანიშნავ შედეგებს იძლევა მშრალი და მტვრევადი თმების მკურნალობისას. ის კარგად კვებავს თმებს, უბრუნებს მათ ბზინვარებას და ელასტიურობას, ამას მისი გამოყენების პირველი დღიდანვე შეამჩნევთ. ასევე ცხიმი კარგად აღადგენს გამომშრალ, დახეთხილ, გაღიზიანებულ და დანაოჭებულ კანს. ის გამოიყენება ასევე ფრჩხილებისთვის სიმტკიცის და ჯანმრთელი იერის დასაბრუნებლად.


  1. ინსულტი, ათეროსკლეროზი.
  2. ხველება, ფილტვების ანთება, ბრონქიტი, ასთმა.
  3. ბუასილი.
  4. ეგზემა, დამსკდარი კანი ძუძუს დვრილებზე, ქუსლებზე და თითებზე.
  5. კანის ქავილი, გაღიზიანება, კანის სიმშრალე.
  6. ქარისგან გამომშრალი ტუჩის და სახის კანი.
  7. ნაოჭები, ნაადრევი ნაოჭების გაჩენის რისკი.
  8. მოშვებული და გამოფიტული კანი, მატონიზირებელი და შეხორცების მკვეთრად გამოხატული ეფექტი.
  9. ჭიმავს და ამკვრივებს კანს.
  10. ანელებს დაბერების პროცესს.
  11. მტვრევადი და მშრალი თმები.
  12. პიგმენტური ლაქები.
  13. კაპილარული ვარსკვლავები.

კაკაოს კარაქის გამოყენების რეცეპტები

პნევმონია, ხველება, ბრონქიტი, ასთმა – გარეგანი გამოყენება.
ავადმყოფს უნდა გაუკეთდეს გულმკერდის არეში და ზურგზე კაკაოს კარაქის შეზელით. ეს გააქტიურებს სისხლის მიწოდებას ფილტვებში და ნორმაში მოიყვანს სისხლის მიმოქცევის სისტემას. ამ სახით გაუმჯობესდება ფილტვების და ბრონქების კაპილარული სისტემა, სასუნთქი გზები და სისტემა განთავისუფლდება ტოქსინებისა და ინფექციებისგან.

პნევმონია, ხველება, ბრონქიტი, ასთმა – შინაგანი გამოყენება.
1 ფინჯან ცხელ რძეში გახსენით 0.5 ჩაის კოვზი კაკაოს ცხიმი, დააცადეთ გაგრილდეს და შემდეგ დაალევინეთ ავადმყოფს.

ბუასული.
ბუასილის გამწვავების დროს ყოველი კუჭში გასვლის შემდეგ, ჩაიტარეთ ჰიგიენური პროცედურა, შემდეგ ერთი ჩაის კოვზის მოცულობის მყარ მდგომარეობაში მყოფი კაკაოს კარაქი შეიყვანეთ სწორ ნაწლავში. პროცედურა გააგრძელეთ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

ათეროსკლეროზი.
დღეში 2 – ჯერ ჭამის წინ 30 წუთით ადრე მიიღეთ 0.5 ჩაის კოვზი კაკაოს ცხიმი. მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

სახის კანი.
კაკოს ცხიმი მოგაშორებთ პიგმენტურ ლაქებს და კაპილარულ ვარსკვლავებს. სამკურნალო კარაქი თავის სამკურნალო თვისებებს ავლენს სხვადასხვა კოსმეტიკური პროცედურის დროს.
რეცეპტი.
1 ჩაის კოვზი ცხიმი გაადნეთ წყლის აბაზანაზე, შეურიეთ 1 ჩაის კოვზ რძეს და 1 ჩაის კოვზ ხილის ან ბოსტნეულის წვენს. მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10–15 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით. რეცეპტი გამოიყენება ყველა ტიპის კანისთვის.

თმა.
კაკაოს ცხიმის სამკურნალო ეფექტი ასევე განუმეორებელია თმების მკურნალობის დროს.
რეცეპტი.
2–3 სუფრის კოვზი ცხიმი გაალღვეთ წყლის აბანაზე და პროპორციებით 1:1 შეურიეთ ოროვანდის ზეთს, A და E ვიტამინები ჩააწვეთეთ ხუთ–ხუთი წვეთი და ასევე შეურიეთ 3 წვეთი გრეიფრუტის ეთერზეთი. მიღებულ მასას გაანაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე და 1.5–2 საათის განმავლობაში გაიჩერეთ თავზე. შემდეგ ჩამოიბანეთ. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 1–2 ჯერ. კურსი შეადგენს 12–14 პროცედურას.

გაფრთხილება

პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.

არ მიიღოთ კაკაოს ცხიმი (კარაქი) საღამოს რადგან იწვევს აღგზნებადობას.

თუ გამოვლინა რომელიმე გვერდითი მოვლენა შეწყვიტეთ მისი მიღება და გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 9:00 - 22:00
საბანკო რეკვიზიტები
საქ • GE58BG0000000702204300GEL
თბს • GE10TB7321245061100066
საკონტაქტო ინფორმაცია
Mail: [email protected] TEL: +995597760989 TEL: +995597989878
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დეგეკისრებათ პასუხისმგებლობა.