სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
სპერმაცეტი ვეშაპის ქონი
სპერმაცეტი – ვეშაპის ქონი
შეკვეთის მიხედვით
100 – 25.00 ლარი
200 – 48.00 ლარი
300 – 69.00 ლარი
400 – 88.00 ლარი
500 – 99.00 ლარი
რუსეთი

რუსეთიდან ჩამოტანილი ვეშაპის ქონის დაფასოვება ხდება საქართველოში. შეკვეთის შემთხვევაში პროდუქტი მოგეწოდებათ ჰერმეტულად დახურული პარკში, რომელზეც არ არის არანაირი ანოტაცია და წარწერები.

სპერმაცეტი – ვეშაპის ქონის აღწერა

სპერმაცეტის ამოღება და დამუშავება ხდება ვეშაპიდან. სპერმაცეტი მოთავსებულია განსაკუთრებულ ტომარაში რომელსაც სპერმაცეტული ტომარა ეწოდება. ეს ტომარა მოთავსებულია ვეშაპის თავში. როგორც ჩანს ის ეხმარება ვეშაპს თავი შეიკავოს წყლის ზედაპირზე. რაც შეეხება მის დასახელებას სპერმაცეტს, ის მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან "სპერმა" და ნიშნავს ვეშაპის სპერმას. როგორც ჩანს თავდაპირველმა ვეშაპებზე მონადირეებმა შეცდომით დაასკვნეს, რომ ეს იყო ვეშაპის სპერმა.

სპერმაცეტი მართალია ქონია, მაგრამ ის განსხვავდება ვეშაპის სხეულში არსებული სხვა ცხიმოვანი ქსოვილისგან. ის არის კრემისფერი ან მოთეთრო ფერის ცვილისებრი ნივთიერება. ფიზიკური მონაცემების მიხედვით ის არის მყარი და მტვრევადი მასა. არ აქვს მკვეთრად გამოხატული გემო და სუნი.

სპერმაცეტის ფარმაკოლოგიური თვისებები

სპერმაცეტი არის ძლიერი სარეგენერაციო (აღმდგენი) საშუალება. მან კარგი გამოხმაურება და გამოყენება ჰპოვა კოსმეტოლოგიაში. ის გამოიყენება როგორც ძირითადი ასევე როგორც დამმხმარე საშუალება კრემებში. ის უზრუნველყოფს პროდუქტის სიგლუვეს, კრემს ეხმარება თანაბრად და ადვილად განაწილდეს კანის ზედაპირზე. ამასთან ერთად მას აქვს დამარბილებელი და მკვებავი ეფექტი. ახორცებს ნახეთქებს და ნაკაწრებს. ეხმარება კანს წრაფ რეგენერაციაში. კრემები და მაზები რომლებიც დამზადებულია სპერმაცეტზე განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. ზამთარში გარეთ გასვლამდე სპერმაცეტზე დამზადებული კრემების წასმა დაიცავს თქვენ კანს გაუწყლოების, აქერცვლისა და გამოშრობისგან. ის გამოიყენება ყველა ტიპის მგრძნობიარე კანისთვის.

დადებითი მოქმედება:

  1. კანის ანთებითი პროცესები.
  2. მზისა და სხვა დამწვრობები.
  3. ჭრილობები და დაზიანებები.
  4. კანის გაუწყლოვება, სიმშრალე და აქერცვლა.
  5. გაღიზიანება და სიწითლე.
  6. არბილებს ქარისგან გამომშრალ ტუჩებს და ხელის კანს
  7. ნორმაში მოჰყავს ცხიმის გამოყოფის პროცესი კანზე.
  8. კანს იცავს ნაოჭების გაჩენისგან.
  9. ამაღლებს კანის ელასტიურობას.
  10. ამაღლებს კანის წინააღმდეგობის უნარს გარე ფაქტორების მიმართ.

ვეშაპის ქონის გამოყენება

სპერმაცეტი არ იხნება წყალში. მისი ლღობის ტემპერატურაა 53–54 გრადუსი. ის კარგად იხსნება ცხელ სპირტში და აცეტონში. ცივ სპირტში მისი გახსნა შეუძლებელია.

რადგან ჩვეულებრივ მდგომარეობაში სპერმაცეტი არის მყარი, მისი შერევა სხვა ნივთიერებებთან შეუძლებელია. ამიტომ ის ჯერ უნდა გაალღოთ (გაადნოთ) წყლის აბაზანაზე და ისე შეურიეთ მათ. გამდნარი სპერცეტი კარგად აურიეთ თქვენთვის საჭირო ინგრედიენტებს. მიღებული მასსა მზად არის გამოყენებისთვის.

უკუჩვენება

პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.