სახსრების დაშლის საწინააღმდეგო აღმგდენი კრემი. ზვიგენის ქონით, გლუკოზამინით და ხონდროიტინით
- მარაგში არ არის!
სახსრების დაშლის საწინააღმდეგო აღმგდენი კრემი. ზვიგენის ქონს + გლუკოზამინი და ხონდროიტინი
ტუბში არის / 75 მილილიტრი
1 – 19.00 ლარი
2+1 - 38 ლ
რუსეთი / ООО «ЛУЧИКС»

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.
მსგავსი პროდუქტები

კრემის აღწერა

ეს არის სახსრების დაშლის საწინააღმდეგო აღმგდენი კრემი. კრემი განკუთვნილია პრობლემურ ადგილებში წასასმელად. მის შემადგენლობაში შედის ისეთი ნივთიერებები როგორიც არის: ზვიგენის ქონი, გლუკოზამინი და ქონდროიტინი. კრემი მზადდება სპეციალური ფორმულით რომელიც განაპირობებს ამ ნივთიერებების ერთობლივი ზემოქმედების მაქსიმალურ დადებით ეფექტს. კრემი აბსოლუტურად ნატურალურია, რის გამოც ის აღწევს სწრაფ და თვალსაჩინო ეფექტს. ამაში თქვენ თვითონ დარწმუნდებით მისი გამოყენების პირველივე დღიდან.

გლუკოზამინი არეგულირებს სინოვალიური სითხის შემადგენლობაში არსებული ქონდროიტინის გამომუშავებას, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება (ამცირებს ტკივილს სახსრებსა და ხერხემალში). გლუკოზამინი მოქმედებს დაავადების გამომწვევ მიზეზზე, კვებავს ხრტილოვან ქსოვილს, აღადგენს დაზიანებული სასახსრე ხრტილის სტრუქტურას, ახდენს სახსრების გაპოხვას და აღადგენს სახსრების ამორტიზაციის უნარს. ხელს უშლის სასახსრე და ხრტილოვანი ქსოვილის ჩამოშლას.

ზვიგენის ქონი ზრდის სახსრების მოქნილობას და ხრტილოვანი ქსოვილების ელასტიურობას. კრემი აუმჯობესებს სასახსრე ხრტილში არსებულ გაცვლით პროცესებს, აუმჯობესებს ხერხემალშუა დისკების კვებას, ეწინააღმდეგება მარილების წარმოქმნას, ასტიმულირებს დაზიანებული ძვლის ხრტილოვანი ქსოვილების რეგენერაციას და აჩქარებს შეხორცების პროცესს მოტეხილობის დროს.

კრემის ჩვენებები

    დადებითი ეფექტი

  1. ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
  2. აღადგენს სახსრების ამორტიზაციის უნარს.
  3. ხელს უშლის ხრტილოვანი ქსოვილის დაშლას.
  4. ზრდის სახსრების მოქნილობას და ხრტილოვანი ქსოვილების ელასტიურობას.
  5. აუმჯობესებს ხერხემალშუა დისკების კვებას, ეწინააღმდეგება მარილების წარმოქმნას.
  6. აჩქარებს შეხორცების პროცესს მოტეხილობის დროს.

გამოყენების წესი

მცირე რაოდენობის კრემი წაისვით სხეულის პრობლემურ ადგილზე, კრემი უნდა შეიზილოთ იმდენ ხანს სანამ კანი ბოლომდე არ შეიწოვს მას. გამოიყენეთ დღეში 1–2 ჯერ.

უკუჩვენება

ინდივიდუალური შეუთავსებლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.