სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ყურძნის წიპწის კოსმეტიკური ზეთი
ყურძნის წიპწის კოსმეტიკური ზეთი
ფლაკონში არის 100 მილილიტრი
1 – 19.00 ლარი
2 – 34.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

ყურძნის წიპწის კოსმეტიკური ზეთი

ყურძნის წიპწის კოსმეტიკური ზეთის წარმოება ხდება იტალიაში და აქ ხდება მისი დაფასოვება. ზეთი არის მაღალი ხარისხის პროდუქტი.

ყურძნის წიპწის ზეთი არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბუნებრივი საშუალება. ის არბილებს მშრალ კანს, ატენიანებს და კვებავს მას, ხელს უშლის მგრძნობიარე კანისთვის დამახასიათებელ გაღიზიანებასა და აქერცვლას, უნარჩუნებს კანს ტენიანობას და არეგულირებს წყლის სწორ ბალანს. ზეთი ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავების პროცესს და აღმოფხვრის ნაოჭებს. ეფექტურია, მისი გამოყენება ნიღაბის სახით.

მანიკურის გაკეთების შემდეგ: იგი ელასტიურობას სძენს ყველაზე მშრალ და სუსტ ფრჩხილებისაც კი. მასაჟი ყურძნის წიპწის ზეთის გამოყენებით, თქვენს კანს გაახალგაზრდავებს და შესძენს ჯანმრთელ ფერს. გამოიყენება როგორც ცელულიტის პროფილაქტიკისთვის ასევე მის მოსაცილებლად. აგრეთვე გამოიყენება სხეულის მოცულობის შესამცირებლად. ზეთი ასევე წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან (ცხელი ზეთის სხეულზე დატანით).

ზეთის კოსმეტიკური თვისებები

  1. არბილებს ატენიანებს და კვებავს მშრალ კანს.
  2. არეგულირებს წყლის ბალანსს.
  3. წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან.
  4. აშორებს ცელულიტებს.
  5. ასწორებს ნაოჭებს.
  6. ელასტიურობას სძენს მშრალ და სუსტ ფრჩხილებს.
  7. კანს უბრუნებს ჯანსაღ იერს.

გამოყენების წესები.

მასაჟი:
გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი სახით ისე ეთერზეთებთან ერთად.

ანტიცელულიტური მასაჟის დროს:
20 მლ ყურძნის წიპწის ზეთში დაუმატეთ 4-6 წვეთი გრეიფრუტის ან ფორთოხალის ეთერზეთი.

ცხელი ზეთოვანი ნიღაბი:
ცხელი წყლით გაჟგენთილ ქსოვილზე ან (სალფეტკზე) დაიტანეთ 7-10 წვეთი ყურძნის წიპწის ზეთი, დაიდეთ სახეზე და კისერზე 20-30 წუთით, დაიფარეთ პირსახოცი. პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია თვეში 1-2 ჯერ.

ცხელი ზეთის სხეულზე დატანა:
50 მლ ყურძნის წიპწის ზეთში აურიეთ 3-4 წვეთი თქვენთვის სასურველი ეთერზეთი (ფორთოხალი, ლიმონი, ლავანდა, ვარდი, და ა.შ.) მიღებული ნარევი შეათბეთ დახურულ ჭურჭელში ორთქლის აბაზანაზე 38-40 ° C მდე და დაიტანეთ კანზე. ამის შემდეგ დამუშავებული ადგილები შეიხვიეთ ცელოფნით. სითბოს შენარჩუნებისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი ტანსაცმელი ან საბანი. პროცედურის ხანგრძლივობა 15-30 წუთი. აღნიშნული პროცედურის ჩატარება არ არის მისაღები მათთვის, ვისაც აქვს ვარიკოზული ვენები ან გულსისხლძარღვთა პრობლემები.

ხელის მოვლა:
დაიტანეთ ყურძნის ზეთი ხელებსა და ფრჩხილებზე მსუბუქი მასაჟური მოძრაობით.

გაფრთხილება

პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.