სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ხორბლის ჩანასახების კოსმეტიკური ზეთი
ხორბლის ჩანასახების კოსმეტიკური ზეთი
ბოთლში არის 100 მილილიტრი
1 – 24.00 ლარი
2 – 44.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

ხორბლის ჩანასახების კოსმეტიკური ზეთი

ხორბლის ჩანასახების კოსმეტიკური ზეთის წარმოება ხდება იტალიაში და აქ ხდება მისი დაფასოვება. ზეთი არის მაღალი ხარისხის პროდუქტი.

ხორბლის ჩანასახების ზეთი აახალგაზრდავებს, კვებავს და ატონიზირებს ნებისმიერი ტიპის კანს. ფლობს კანის დაბერების საწინააღმდეგო ეფექტს, ხელს უწყობს კუნთების ფუნქციას და ასწორებს მიმიკურ ნაოჭებს. საგრძნობლად აუმჯობესებს სახის ფერს, უნარჩუნებს კანის ელასტიურობას სიბერეშიც კი (ცხელი ზეთის ნიღბები). იგი შეიცავს ბუნებრივ ვიტამინ E-ს, ამიტომ ეფექტურად გამოიყენება კანის მოვლის საშუალებად. თვალის გარშემო: ამცირებს შეშუპებას, სიწითლეს, გამორიცხავს სიმშრალესა და აქერცვლას, აფერხებს ნაადრევ დაბერებას, ხდის ნაოჭებს ნაკლებად შესამჩნევს. აღმოფხვრის ქავილს, ნახეთქებსა და გაუხეშებულ კანს. ხორბლის ზეთი რეკომენდირებულია აკნეს გამონაყარის დროს (კომპრესები).

ხორბლის ზეთით გაკეთებული მასაჟი თქვენ კანს უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს, გაახალგაზრდავებს და შესძენს ჯანმრთელ ელფერს. გამოიყენება როგორც ცელულიტის პროფილაქტიკისთვის ასევე მის მოსაცილებლად. აგრეთვე გამოიყენება სხეულის მოცულობის შესამცირებლად. ზეთი ასევე წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან (ცხელი ზეთის სხეულზე დატანით). ნუშის ზეთი გამოიყენება როგორც ძირითადი წამყვანი ზეთი არომათერაპიის დროს 2-5 წვეთი თქვენთვის სასურველი ეთერზეთის დამატებით.

ზეთის კოსმეტიკური თვისებები

  1. კვებავს და ტონუსში მოჰყავს ნებისმიერი ტიპის კანი.
  2. ხელს უშლის კანის დაბერების პროცესს.
  3. ასწორებს მიმიკურ ნაოჭებს.
  4. აუმჯობესებს სახის ფერს.
  5. კანს უნარჩუნებს ელასტიურობას.
  6. ამცირებს შეშუპებას, სიწითლეს, გამორიცხავს სიმშრალესა და აქერცვლას.
  7. აღმოფხვრის ქავილს, ნახეთქებსა და გაუხეშებულ კანს.
  8. ასევე კარგია აკნეს დროს.
  9. წმენდს ტოქსინებისგან.
  10. აქრობს ცელულიტებს.

გამოყენების წესები.

მასაჟი:
გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი სახით ისე ეთერზეთებთან ერთად. ანტიცელულიტური მასაჟის დროს დაუმატეთ 4-6 წვეთი გრეიფრუტის ან ფორთოხლის ეთერზეთი 20 მლ ხორბლის ჩანასახების ზეთში.

კომპრესი, აბაზანები:
კანის პრობლემურ ადგილას დაიდეთ ხორბლის ზეთით გაჟღენთილი ქსოვილი.

ცხელი ზეთოვანი ნიღაბი:
ცხელი წყლით გაჟგენთილ ქსოვილზე ან (სალფეტკზე) დაიტანეთ 7-10 წვეთი ხორბლის ზეთი, დაიდეთ სახეზე და კისერზე 20-30 წუთით, დაიფარეთ პირსახოცი. პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია თვეში 1-2 ჯერ.

ცხელი ზეთის სხეულზე დატანა:
50 მლ ხორბლის ჩანასახების ზეთში აურიეთ 3-4 წვეთი თქვენთვის სასურველი ეთერზეთი (ფორთოხალი, ლიმონი, ლავანდა, ვარდი, და ა.შ.) მიღებული ნარევი შეათბეთ დახურულ ჭურჭელში ორთქლის აბაზანაზე 38-40 ° C მდე და დაიტანეთ კანზე. ამის შემდეგ დამუშავებული ადგილები შეიხვიეთ ცელოფნით. სითბოს შენარჩუნებისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი ტანსაცმელი ან საბანი. პროცედურის ხანგრძლივობა 15-30 წუთი. აღნიშნული პროცედურის ჩატარება არ არის მისაღები მათთვის, ვისაც აქვს ვარიკოზული ვენები ან გულსისხლძარღვთა პრობლემები.

ზრუნვა თვალის გარშემო:
რამდენიმე წვეთი ხორბლის ზეთი შეიზილეთ თვალის გარშემო.

გაფრთხილება

პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.