სამუშაო საათები 9:00 - 22:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ავოკადოს კოსმეტიკური ზეთი
ავოკადოს კოსმეტიკური ზეთი
ფლაკონში არის 100 მლ
1 – 19.00 ლარი
2 – 34.00 ლარი
3+1 - 57 ლ
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

ავოკადოს კოსმეტიკური ზეთის

ავოკადოს კოსმეტიკური ზეთის წარმოება ხდება იტალიაში და აქ ხდება მისი დაფასოვება. ზეთი არის მაღალი ხარისხის პროდუქტი.

ავოკადოს კოსმეტიკური ზეთი განკუთვნილია, ნორმალური და მშრალი ტიპის ნაზი კანისთვის. რადგანაც ავოკადოს თვისებები ძალიან ახლოს არის ცხიმთან, რომელსაც ადამიანის კანი შეიცავს, ის ძალიან კარგად შეიწოვება სახის კანის მიერ და არ ქმნის უსიამოვნო ცხიმოვან წარმონაქმნებს. ავოკადოს ზეთი ატენიანებს, კვებავს კანს, შედეგად კანი ხდება რბილი და გლუვი (ყოველდღიური ზრუნვა, ცხელი ზეთის ნიღბები). წარმოადგენს კანის ყოველდღიური მოვლის საუკეთესო საშუალებას.

ავოკადოს ზეთით გაკეთებული მასაჟი თქვენ კანს უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს, გაახალგაზრდავებს და შესძენს ჯანმრთელ ელფერს. გამოიყენება როგორც ცელულიტის პროფილაქტიკისთვის ასევე მის მოსაცილებლად. აგრეთვე გამოიყენება სხეულის მოცულობის შესამცირებლად. ზეთი ასევე წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან (ცხელი ზეთის სხეულზე დატანით).

ავოკადოს ზეთის კოსმეტიკური თვისებები

  1. კარგად შეიწოვება სახის კანის მიერ და არ ქმნის უსიამოვნო ცხიმოვან წარმონაქმნებს.
  2. ატენიანებს და კვებავს კანს.
  3. კანი ხდება რბილი და გლუვი.

ავოკადოს ზეთის გამოყენების წესები.

მასაჟი:
გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი სახით ისე ეთერზეთებთან ერთად. ანტიცელულიტური მასაჟის დროს დაუმატეთ 4-6 წვეთი გრეიფრუტის ან ფორთოხლის ეთერზეთი 20 მლ ავოკადოს ზეთში.

ცხელი ზეთოვანი ნიღაბი:
ცხელი წყლით გაჟღენთილ ქსოვილზე ან (სალფეტკზე) დაიტანეთ 7-10 წვეთი ავოკადოს ზეთი, დაიდეთ სახეზე და კისერზე 20-30 წუთით და დაიფარეთ პირსახოცი. პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია თვეში 1-2 ჯერ.

კანის მოვლა:
მსუბუქი მასაჟური მოძრაობით წაისვით ავოკადოს ზეთი სახის კანსა და კისერზე. რეკომენდირებულია მისი ყოველდღიური გამოყენება.

თვალის გარშემო კანზე ზრუნვა:
რამდენიმე წვეთი ავოკადოს ზეთი შეიზილეთ თვალის გარშემო კანზე.

ცხელი ზეთის სხეულზე დატანა:
50 მლ ავოკადოს ზეთში აურიეთ 3-4 წვეთი თქვენთვის სასურველი ეთერზეთი (ფორთოხალი, ლიმონი, ლავანდა, ვარდი, და ა.შ.) მიღებული ნარევი შეათბეთ დახურულ ჭურჭელში ორთქლის აბაზანაზე 38-40 ° C მდე და დაიტანეთ კანზე. ამის შემდეგ დამუშავებული ადგილები შეიხვიეთ ცელოფნით. სითბოს შენარჩუნებისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი ტანსაცმელი ან საბანი. პროცედურის ხანგრძლივობა 15-30 წუთი. აღნიშნული პროცედურის ჩატარება არ არის მისაღები მათთვის, ვისაც აქვს ვარიკოზული ვენები ან გულსისხლძარღვთა პრობლემები.

გაფრთხილება

პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 9:00 - 22:00
საბანკო რეკვიზიტები
საქ • GE58BG0000000702204300GEL
თბს • GE10TB7321245061100066
საკონტაქტო ინფორმაცია
Mail: [email protected] TEL: +995597760989 TEL: +995597989878
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დეგეკისრებათ პასუხისმგებლობა.