სამკურნალო ჩაის შემადგენლობაში შემავალი მცენარეების კომბინაცია და სპეციალური დოზირება, ამ მცენარეებს ანიჭებს გაცილებით უფრო ძლიერ ეფექტს, ვიდრე მათი გამოყენება იძლევა ცალ-ცალკე. პროფესოინალი ფიტოთერაპევტის მიერ შერჩეული სპეციალური დოზირება, რომელიც უკვე გამოცდილია პრაქტიკაში წლების განმავლობაში, ორგანიზმზე ახდენს საერთო გამაძლიერებელ და მატონიზირებელ ეფექტს. ის ეხმარება ორგანიზმს აღადგინოს ნერვული და კუნთოვანი სისტემის მუშაობა. გარდა ამისა სამკურნალო ნაკრებში შემავალი მცენარეები გამაჯანსაღებლად მოქმედებენ მთელ ორგანიზმზე. პარალიჩის სამკურნალო ჩაი ხსნის დაღლილობას, კუნთების დაძაბულობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ამაღლებს დადებით განწყობას, აუმჯობესებს ძილს და მადას, ასტაბილურებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.
ჩაის მიღება რეკომენდირებულია ყველა სახის დამბლის (პარალიჩის) დროს.
ცხელი ნახარშის დამზადება – მცენარეული ნაკრები 1 სუფრის კოვზი ჩაყარეთ ემალირებულ ჭურჭელში და დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი. შემდეგ დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ, ადუღების შემდეგ ადუღეთ 2 წუთი დაბალ ცეცხლზე და გადმოდგით. 30 წუთის შემდეგ გადაწურეთ. მიღებული ნახარში გაყავით 3 ნაწილად და მიირეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
შემადგენელი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა