სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ვიტამინი A (ბეტა-კაროტინი, რეტინოლი)
ვიტამინი A (ბეტა-კაროტინი, რეტინოლი)
100 კაფსულა / 1 კაფსულა არის 25 000 IU
30   – 16.00 ლარი
60   – 26.00 ლარი
1 – 39.00 ლარი
ამერიკის შეერთებული შტატები / კომპანია – Piping Rock

60 კაფსულის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.

ვიტამინი A აღწერა

A ვიტამინს კიდევ უწოდებენ (ანტიინფექციურ ვიტამინს), რეტინოლი, დეგიდრორეტინოლი. ვიტამინი A შედის ცხოველური წარმოშობის საკვებში. მცენარეულ პროდუქტებში A პროვიტამინი შედის მოყვითალო-წითელი პიგმენტის სახით. ის მიეკუთვნება კაროტინოიდების ჯგუფს რომლებიც, გარდაიქმნებიან A ვიტამინად წვრილი ნაწლავის კედლებში. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა ბეტა-კაროტინი და ლიკოპინი. ზოგიერთ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში მაგალითად, კვერცხის გულში, არაჟანში ვიტამინი A არის როგორც კაროტინი. ღვიძლი A ვიტამინის დეპო ორგანოა, რადგან ის ღვიძლში დიდი რაოდენობით გროვდება. ამის გამო არ არის საჭირო ორგანიზის A ვიტამინით ყოველდღიური შევსება.

A ვიტამინი არ იხსნება წყალში, თუმცა ხარშვის პროცესში, მდუღარით დამუშავებისას და დაკონსერვირებულ პროდუქტებში იკარგება მისი 15-35 %. ის კარგად უძლებს თბილ დამუშავებას. ასევე იშლება ჰაერზე დიდი ხნით გაჩერების შემთხვევაში.

რა იწვევს ა ვიტამინის მოთხოვნილების ზრდას?

  1. სხეულის მასის მატება.
  2. მძიმე ფიზიკური დატვირთვა.
  3. ნერვული დაძაბულობა.
  4. დაბალი განათების, ან პირიქით მკვეთრი შუქის პირობებში მუშაობა.
  5. თვალების დაძაბულობა.
  6. ორსულობა და ძუძუთი კვება.
  7. ნაწლავების, კუჭქვეშა ჯირკვლის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებები.
  8. ინფექციური დავადებები.

ვიტამინის ათვისება: - იმისათვის რომ A ვიტამინი წვრილი ნაწლავის კედლიდან გადავიდეს სისხლში აუცილებელია რომ, ის როგორც სხვა დანარჩენი ცხიმში ხსნადი ვიტამინები შეუერთდეს ნაღვლის წვენს. მაგრამ თუ საკვები შეიცავს მცირე რაოდენობით ცხიმს, შესაბამისად ნაღვლის წვენიც გამოიყოფა მცირე რაოდენობით, რის შედეგადაც მცირდება ვიტამინის შეწოვა და ხდება მისი დაკარგვა.

ბეტა-კაროტინის მოქმედება და დადებითი თვისებები.

A ვიტამინის დადებითი თვისებები და მოქმედება.

  1. უზრუნველყოფს ორგანიზმის ზრდას.
  2. ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას.
  3. კანს და თმას უნარჩუნებს ელასტიურობას.
  4. აძლიერებს იმუნიტეტს.
  5. ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ.
  6. არეგულირებს სასქესო ჯირკვლების ფუნქციას.
  7. აუცილებელია სპერმის წარმოქმნისთვის და კვერცხუჯრედის ჩამოყალიბებისთვის.
  8. იცავს მხედველობას ქათმის სიბრმავის გაჩენისაგან, (ჰემორადოპათია).

A ვიტამინის მოქმედება სხვა ელემენტებთან. სისხლში მოხვედრილი A ვიტამინი, იწყებს სწრაფად დაშლას თუ ორგანიზმი განიცდის E ვიტამინის დეფიციტს, ხოლო თუ B4 ვიტამინის ნაკლებობაა A ვიტამინი საერთოდ არ დეპონირდება.

რატომ წარმოიქმნება A ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში. კაროტინების რაოდენობა მცენარეებში დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გარემოშია გაზრდილი. მაგალითად სტაფილოში შეიძლება საერთოდ არ იყოს კაროტინი, ნიადაგში სასუქიდან მოხვედრილი ნიტრატები შლიან კაროტინს და A ვიტამინს მცენარეებში. შესაბამისად ვიტამინის ნაკლებობას განიცდის ასეთი მცენარით ნაკვები ცხოველიც და ადამიანიც. ზამთარში როდესაც ძროხები ვერ იკვებებიან ახალი მწვანე საკვებით, რძეში A ვიტამინის და ბეტა პროტეინის შემცველობა მცირდება 4-ჯერ ზაფხულთან შედარებით. რძეში კაროტინი არ იქნება თუ საკვებში არ იქნა საკმარისი რაოდენობით E ვიტამინი, რომელიც იცავს A ვიტამინს.

A ვიტამინის უკმარისობის ნიშნები.

  1. ჭრილობები ნელა და ცუდად ხორცდება.
  2. გამოხატულია კანის საფარველის დაზიანება, რომელიც ვლინდება კანზე გამონაყარით, პაპულებით და კანის აქერცვლით.
  3. კანის ადრეული დაბერება.
  4. მხედველობის დაქვეითება, განსაკუთრებით დაბალი განათების დროს.
  5. ადამიანი ვერ ახერხებს ცისფერი და ყვითელი ფერების გარჩევას.
  6. მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.
  7. თვალის სიმშრალე და სილის შეგრძნება თვალებში.
  8. კონიუნქტივიტის განვითარება.
  9. თმის ცვენა და ქერტლი.
  10. კბილის ემალის მგრძნობელობის მომატება და კბილის დაზიანება.
  11. მადის დაქვეითება და გახდომა.

A ვიტამინის მიღების წესი

ზრდასრულებისთვის 1 კაფსულა დღეში 1-ხელ ჭამის დროს.

A ვიტამინთან დაკავშირებული გაფრთხილება

თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი. გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.