სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ვაშლის ძმარი 100% ნატურალური
ვაშლის ძმარი 100% ნატურალური
1 ლიტრი
1 – 15.00 ლარი
2 – 28.00 ლარი
საქართველო

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ვაშლისგან (მაჟალოსგან). ვაშლი მოგროვილია აღმოსავლეთ საქართველოში, მაღალმთიან ადგილებში. სწორედ ამის გამო ძმარი გამოირჩევა თავისი სამკურნალო და დადებითი თვისებებით. ძმარი მზადდება ყველაზე საუკეთესო მეთოდით (გამოიყენება მთლიანი ვაშლი), ამიტომ ის შეიცავს ვაშლში არსებულ ყველა საკვებ ნივთიერებას. ის გამოყენება როგორც შინაგანი ასევე საკვები და კოსემეტიკური სახით.

ქიმიური შემადგენლობა

ვიტამინები: А, ბეტა-კაროტინი В, С, Е, Р.

მიკროელემნტები: რკინა, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი, ნატრიუმი, გოგირდი, ფოსფორი.

ასევე შეიცავს ორგანულ მჟავებს. ძმარმჟავას, ვაშლის მჟავას და კიდევ 5 სახის მჟავებს, რაც კიდევ უფრო ეფექტურს ხდის მის მოქმედებას ორგანიზმზე.

გარდა ამისა მასში შედის პექტინები. პექტინები პასუხს აგებენ სისხლში აურყოფითი ქოლესტერინის დაწევაზე და საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობაზე.

ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებები

ვაშლის ძმარი ძალიან დიდი ხანია რაც გამოიყენება სხავადასხვა დაავადებასთან საბრძოლველად და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. არსებობს უძველესი ჩანაწერები თუ როგორ იყენებდნენ მას ჩვენი წინაპრები. ქვევით არის ჩამოთვლილი რამდენიმე დახვეწილი და პრაქტიკული რეცეპტი თუ როგორ გამოიყენოთ ის ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით.


  1. აძლიერებს იმუნიტეტს.
  2. კურნავს ხველას.
  3. აცხრობს ყელის ტკივილს.
  4. ამცირებს სისხლში უარყოფითი ქოლესტერინის დონეს.
  5. ებრძვის ათეროსკლეროზსს.
  6. აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას.
  7. ეხმარება ორგანიზმს ჭარბი წონის მოცილებაში.
  8. ნორმაში მოჰყავს ნაწლავური მიკროფლორა.
  9. აუმჯობესებს მონელების სისტემას.
  10. აღადგენს ნივთიერებათა ცვლას.
  11. ასუფთავებს ორგანიზმსს ტოქსინებისგან.
  12. კარგია ჰიპერტონიის პროფილაქტიკისთვის.
  13. ხსნის ტკბილ საკვებზე დამოკიდებულებას.
  14. ეხმარება ორგანიზმს ახალგარდობის გახანგრძლივებაში.
  15. კარგია ვარიკოზის სამკურნალოდ.
  16. აშორებს ფეხის ოფლიანობას.
  17. ახორცებს ჭრილობებს და მწერების ნაკბენს.
  18. აუმჯობესებს კანის და თმის მდგომარეობას.
  19. კურნავს კანის დაავადებებს.
  20. ათეთერებს კანს.
  21. თმებს აძლევს ბზინვარებას.

ვაშლის ძმრის გამოყენების რეცეპტები

წონაში დაკლების მიზნით. 1 ჩ. კ. ვშლის ძმარი გახსენით 200 მლ. ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებულ ანადუღარ წყალში. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ 1-2 ჩ. კ. ნატურალური თაფლი (თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ თაფლი ნატურალური არ დაამატოთ). მიიღეთ ყოველდღე ჭამის წინ 30 წუთით ადრე. სასურველი შედეგის მიღწევამდე.

ყელის ტკივილი. 1 ჩ. კ. ვშლის ძმარი გახსენით 200 მლ. თბილ წყალში. გამოივლეთ ყოველ 1 საათში.

ხველება. 1 ჩ. კ. ვშლის ძმარი და 2 ჩ. კ. თაფლი გახსენით 100 მლ. თბილ წყალში. დალიეთ დღეში 5-ჯერ. ცარიელ კუჭზე.

დიარეა, სპაზმები, დისბაქტერიოზი, გულძმარვა. 1 ჩ. კ. ვშლის ძმარი გახსენით 200 მლ. თბილ წყალში. მიიღეთ დღეში 1-ხელ ჭამის წინ 30 წუთით ადრე.

კანის დაავადებები. გახსენით ვაშლის ძმარი და წყალი ერთმანეთში პროპორციებით 1:2. მიღებული ხსნარით ყოველდღე დაიმუშავეთ პრობლემური კანის უბნები.

კანის დაზიანება და სილურჯეები. 2 ს. კ. ვაშლის ძმარში გახსენით 1 ს. კ. სუფრის მარილი. მიღებული ხსნარი დაიტანეთ ნაჭერზე და დაიდეთ დაზიანებულ კანზე.

ვარიკოზი. 1 ჩ. კ. ვშლის ძმარი და 2 ჩ. კ. თაფლი გახსენით 200 მლ. თბილ წყალში. მიღებული ხსნარი გაყავით 2 ნაწილად და მიიღეთ დღეში 2-ჯერ ჭამის წინ 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა 1 თვე.

ასევე ვარიკოზის მკურნალობა შესაძლებელია: კომპრესებით, შეზელვით და შეხვევით.

შეხვევა. დაასველეთ ნაჭერი ვაშლის ძმარში და შეიხვიეთ პრობლემური ზონები. შემდეგ გადაიხვიეთ ზედ პოლიეთილენის პლიონკა, ხოლო ზევიდან გადაახვიეთ პირსახოცი. ასე გააჩერეთ 1 საათი. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 3-ჯერ.

კომპრესი. პროცესი ანალოგიურია უბრალოდ ნაჭერი რამდენიმე ფენად უნდა დაიხვიოთ ფეხებზე. ფეხები გეჭიროთ მაღლა აწეული, მანამ არ გაშრება ძმარი.

შეზელა. დაასველეთ ვაშლის ძმარში ბამბის ტამპონი და შეიზილეთ კანში. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 6-ჯერ.

თმების მბზინვარებისთვის. 1 ს. კ. ვაშლის ძმარი გახსენით 1 ლ. გრილ წყალში. თუ გეშინიათ, რომ დარჩება სუნი დაამატეთ 2 წვეთი რომელიმე ეთერზეთი. გადაივლეთ უკვე დაბანილ თმებზე. ოღონდ არ ჩამოიბანოთ, უბრალოდ გაწურეთ თმის წვერები პირსახოცით. 2-3 გამოყენების შემდეგ ნახავთ მისი გამოყენების შესანიშნავ შედეგებს.

პიგმენტური ლაქები, ნაოჭები და შავი წერტილები. ძილის წინ გაიწმინდეთ სახე ვაშლის ძმარში დასველებული ბამბით. 7 დღეში კანი გაცილებით სუფთა გახდება.

გაფრთხილება

არ გადააჭარბოთ დოზებს.

არ გამოიყენოთ კუჭის წყლულის, გასტრიტის, მწვავე ცისტიტის, პანკრეატიტის, ჰეპატიტის და ცეროზის დროს.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.