სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ვარიკოზის სამკურნალო კომპლექსი
ვარიკოზის სამკურნალო კომპლექსი
ფლაკონში არის 120 კაფსულა / 1 კაფსულა 400 მილიგრამი
60 – 21.00 ლარი
120 – 33.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

60 კაფსულის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.

ვარიკოზის სამკურნალო კომპლექსი

ვარიკოზის სამკურნალო მცენარეული კომპლექსის უნიკალურობა მდგომარეობს მის შემდგენლობაში. ის შედგება 4 ნატურალური კომპონენტისგან ესენია:

  1. ცხენისწაბლას ნაყოფი.
  2. გინგკო ბილობას ფოთოლი.
  3. თაგვისარას ფესვები.
  4. კოჭა (იმბირი).

მცენარეები არის დაფქულ მდგომარეობაში და დოზირებულად არის შერეული ერთმანეთთან. მიღებული ფხვნილი მოთავსებულია კაფსულებში და მზად არის გამოსაყენებლად. ასეთი სახით მისი მიღება კომფორტულია და ასევე მარტივად შეგიძლიათ დაიცვათ დოზირება. ამავე დროს ასეთი სახით ადვილად გადამუშავდება და შეიწოვება.

ვარკოზის კომპლექსის მოქმედება

ვარიკოზის სამკურნალო კომპლექსის დადებითი თვისებების საიდუმლო არის ამ 4 მცენარის ერთობლივ და დოზირებულ მოქმედებაში. როგორც უკვე ცნობილია ამ მცენარეებს ცალკეულადაც იყენებენ ვარიკოზის პრობლემების მოსაგვარებლად. მაგრამ ამ ოთხი მცენარის მეშვეობით გავაერთიანეთ და გავაძლიერეთ მათი სამკურნალო და გამაჯანსაღებებლი მოქმედება. შედეგად მივიღეთ კომპლექსურად მოქმედი პროდუქტი რომელიც მთლიანობაში დადებითად მოქმედებს როგორც ვარიკოზულ ვენებზე ასევე მთლიანად გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

კოჭა უკვე დიდი ხანია გამოიყენება ბევრი დაავადების სამკურნალოდ. მისი ბაქტერიოციდული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების შესახებ ბევრი მეცნიერული სტატია დაიწერა. ის ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მისი გამოყენების დროს სისხლში იკლებს ქოლესტერინის დონე. რაც ძალიან დადებითად აისახება როგორც სისხლზე ასევე მთელ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

ცხენისწაბლას ნაყოფი გამოიყენბა ოპრაციის შემდგომი თრომბოზების, ტრავმის შემდგომი შეშუპების პროფილაქტიკისთვის. ნაყოფი აქვევითებს სისხლის შედედების უნარს რითაც ხელს უწყობს სისხლის თავისუფალ მოძრაობას თრომბების წარმოქმნას და უკვე წარმოქმნილი თრომბების გაწოვაში. ამაგრებს ვენების და კაპილარების კედლებს. მასში არსებული საპონინები სისხლის წნევას წევენ დაბლა. თრომბოფლებიტის დროს პაციენტებს უმცირებს ტკივილს და შეშუპებას და დაავადებულ ადგილებში მცირდება ანთებითი პროცესები. ბუასილის მკურნალობის შემთხვევაშიც აღინიშნება იგივე შედეგები.

გინგკო ბილობას ფოთოლი შეიცავს ფლავონურ გლიკოზიდებს, მათ აქვთ საოცარად ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისება. მათი ორგანიზმზე ზემოქმედების შედეგად სისხლში კლებულობს ქოლესტერინის დონე, აცხრობს შეშუპებებს, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და ნორმაში მოჰყავს მეტაბოლური პროცესები.

თაგვისარას ფესვები შეიცავს ნივთიერება რუსკოგენინს. რუსკოგენინი აუმჯობესებს უჯრედების მეტაბოლიზმს, გამოჰყავს კუნთოვანი ქსოვილიდან ტოქსინები, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის ანთებით პროცესებს და მათ განვითარებას ორგანიზმში. ასევე მისი განსაკუთრებული თვისება გამოწვეულია მასში შემავალი ალკალოიდ საპარტეინით, რომელიც ორგანიზმში არსებულ კვანძებზე ახდენს ტუტე ზემოქმედებას. შედეგად ის ამცირებს მათ ზომებს და საბოლოოდ საერთოდ შლის. მცენარე ეხმარება ორგანიზმს დაზიანებული უჯრედების და ქსოვილების გამაგრებაში და აღდგენაში.


  1. ებრძვის ანთებით პროცესებს.
  2. ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევის პროცესს.
  3. სისხლში დაბლა წევს უარყოფითი ქოლესტერინის დონეს.
  4. აქვევითებს სისხლის შედედების უნარს.
  5. ამცირებს შეშუპებას და ტკივილს.
  6. ხელს უწყობს არსებული თრომბების გაწოვას და ხელს უშლის ახალი თრომბების გაჩენას.
  7. ქსოვილიდან გამოყავს ტოქსინები.
  8. ამაგრებს სისხლძარღვების და კაპილარების კედლებს.
  9. მთლიანობაში დადებითად აისახება მთელ გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე.

ვარიკოზის კომპლექსი ძალიან ეფეტურია მალამოსთან ერთად რომელიც სპეციალურად არის შექმნილი ვარიკოზის პრობლემასთან საბრძოლველად. კოპლექსი მოქმედებს მთელ სისტემაზე ხოლო მალამო მოქმედბს ლოკალურად რის შედეგადაც ჩქარდება აღდგენითი პროცესები.


მიღების წესი

მიიღეთ დღეში 2 ან 4 კაფსულა ჭამის დროს.

კურსის ხანგრძლივობა 1 თვე.

გაფრთხილბა

არცერთ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას.

არ უნდა მიიღონ 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა.

თუ იღებთ რაიმე სამკურნალო საშუალებას სანამ გამოიყენებთ პროდუქტს გაიარეთ კონსულტაცია თქვენ მკურნალ ექიმთან.

არ გამოიყენოთ: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

თუ იღებთ სისხლის გამათხელებლებს კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.