ფლაკონში მოთავსებულია იაპონური სოფორას ნაყოფი მთელი სახით. პროდუქტი არის კარგი ხარისხის რადგან გაიარა შრობის და დამუშავების ყველა საჭირო პროცედურა და მასში სრულად არის შენარჩუნებული ყველა სასარგებლო ნივთიერება.
იაპონური სოფორას ნაყოფის რეგულარული მიღება, აძლიერებს სისხლძარღვების და კაპილარების კედლებს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ამცირებს არტერიულ წნევას, აშორებს თავის ტკივილებს და ხმაურს ყურებში.
იაპონური სოფორა რეკომენდირებულია 1 და 2 ხარისხის ჰიპერტენზიის, არითმიის, ათეროსკლეროზის და სხვადასხვა სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს. გარდა ამისა, ძალიან კარგია ინფარქტისა და ინსულტის პროფილაქტიკისთვის.
იაპონური სოფორას ნაყოფი, ნივთიერება რუტინის ბუნებრივი წყაროა, ამიტომ, ის ძალიან ეფექტურია ვიტამინ P-ს უკმარისობის დროს.
იაპონური სოფორას ნაყოფის ნახარშები და ნაყენები გამოიყენება სხვადასხვა ტიპის სისხლჩაქცევების (თვალის გუგაში, თავის ტვინში და ასე შემდეგ), შინაგანი სისხლდენის და კაპილარული ტოქსიკოზის დროს. სოფორას ნაყოფი რეკომენდირებულია შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის დროსაც.
სოფორას ნაყოფი დადებითად მოქმედებს საკვების მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებაზე, ღვიძლსა და თირკმლებზე. მისი ნახარშების და ნაყენების მიღება, რეკომენდირებულია მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტების, ქოლეცისტიტის, კოლიკის და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს.
საკმაოდ გავრცელებულია სოფორას გამოყენება გარეგანი მოხმარებისთვის. მაგალითად: რთულად შეხორცებადი ჭრილობების, ფურუნკულების, ტროფიკული წყლულების, ეგზემების, დამწვრობის, ნაწოლების, კანის სოკოვანი დაავადებების და ფსორიაზის დროს.
იაპონურ სოფორას აქვს დამამშვიდებელი, კარდიომატონიზირებელი და სისხლისწარმომქმნელი მოქმედება. სოფორას ნაყოფს აქვს ანთების ძლიერი საწინააღმდეგო და ჭრილობის შემხორცებელი მოქმედება. აქვს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგების უნარი და სათუთად ასუფთავებს ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან. გარდა ამისა, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
1 ს.კ. ნაყოფს დავასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დავახუროთ თავსახური, გავაჩეროთ 15 წუთი და გავწუროთ. უფროსებისთვის მიღება შეიძლება დღეში ორჯერ ჭამის დროს ნახევარი ჭიქა. კურსის ხანგრძლივობა 1 თვე.
სოფორას გააჩნია ბაქტერიციდული თვისება. მას აქტიურად იყენებენ ნაწლავის ჩხირის და ოქროსფერი სტაფილოკოკის სამკურნალოდ. ნაყოფისგან დამზადებული ნაყენით უნდა დაასველოთ საფენი ან ტამპონი და გამოიყენოთ ეგზემის, ქრონიკული ანთებითი პროცესის, ჭრილობების, დამწვრობის და ტროფიკული წყლულის სამკურნალოდ.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სოფორას მშრალი ფხვნილი 0,2 - 0,5 გ შინაგანი მიღებისთვის, დღეში 3-4-ჯერ, ან სპირტიანი ნაყენი 20-40 წვეთი დღეში 3-ჯერ.
ღვიძლის და თირკმლის დაავადებების შემთხვევაში თვითნებურად არ გამოიოყენოთ, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურნალო საშუალებას გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.
თუ მიღების შემდეგ აღინიშნა რაიმე ალერგიული ან უარყოფითი რეაქცია შეწყვიტეთ მისი მიღება.