სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ბოროვაია მატკა კაფსულებში
ბოროვაია მატკა კაფსულებში (ორტილია ცალმხრივი)
ფლაკონში არის 120 კაფსულა / 1 კაფსულა 400 მილიგრამი
60 – 39.00 ლარი
1 – 72.00 ლარი
2 – 139.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

60 კაფსულის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.

ბოროვაია მატკა კაფსულებში

ბოროვაია მატკა კაფსულებში. ეს არის ნატურალური პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს არანაირ დანამატებს. კაფსულებში მოთავსებულია მცენარის ფხვნილი რომელიც ძალიან პრაქტიკულია გამოყენებაში. კაფსულირებული ცალმხრივი ორტილია გაცილებით ეფექტიანი და უსაფრთხოა გამოყენებაში. ამავე დროს იძლევა კარგ შედეგებს.

ბოროვაია მატკას ფარმაკოლოგიური მოქმედება

ორტილია (ბოროვაია მატკა) სამკურნალო მცენარეა. მისი სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ საუკუნეების წინათ იყო ფართოდ ცნობილი. ხშირად, მას უნიშნავდნენ იმ ქალბატონებს, რომელთაც ჰქონდათ მცირე მენჯის არეში ანთებითი სახის დაავადებები. თუმცა, ამის გარდა ორტილიას შეუძლია გაუმკლავდეს სხვა არა ერთ დაავადებას.

ორტილიას კაფსულებს შეუძლია სწრაფად მოაშთოს ანთებითი პროცესები, შეაჩეროს სისხლდენა და გააძლიეროს იმუნიტეტი. ეს სასარგებლო ბალახი ეფექტურად ებრძვის სოკოვან და ვირუსულ დაავადებებს, აწესრიგებს ჰორმონალურ ბალანსს და ხსნის ინტოქსიკაციას.

თუმცა, ამ სამკურანლო მცენარეს ძირითადად იყენებენ ისეთი გინეკოლოგიური დაავადებები დროს, როგორიცაა:

  1. უნაყოფობა.
  2. ანთება, საშვილოსნოს არხების გაუვალობა, ქრონიკული შეხორცებითი პროცესები.
  3. საშვილოსნოს ყელის ეროზია, ქრონიკული ცერვიციტი.
  4. მიომა, საშვილოსნოს ფიბრომა.
  5. ენდომეტრიოზი.
  6. ანთებითი პროცესები რეპროდუქციულ სისტემაში.
  7. ჰორმონალური დარღვევები, მენსტრუაციის არ ქონა, ციკლის დარღვევა.
  8. შინაგანი სისხლდენა.

კაფსულების რეგულარული მიღება ორსულობის დროს, დაგეხმარებათ ისეთი გართულებების თავიდან არიდებაში, როგორიცაა:

  1. ძლიერი ტოქსიკოზი.
  2. საშვილოსნოს ტონუსის მატება.
  3. ნაყოფის მოცილების და ნაადრევი ორსულობის რისკების შემცირება.
  4. ინფექციის განვითარების პრევენცია შარდ-სასქესო სისტემაში.

ორტილია არ ვნებს ნაყოფს. მისი მიღებისას არ ვლინდება არანაირი გვერდითი ეფექტი. მომავალი დედა, მიღებიდან მალევე იგრძნობს საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას და ეს მის განწყობაზეც აისახება.

გინეკოლოგიური დაავადებების გარდა ორტილიას გამოყენება შეიძლება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა:

  1. ქრონიკული ცისტიტი.
  2. პიელონეფრიტი.
  3. ღვიძლის პათოლოგიები.
  4. გასტრიტი, კოლიტი.
  5. ქვები შარდის ბუშტში.
  6. თირკმელების ჩირქოვანი ანთება.
  7. ქოლეცისტიტი.
  8. ქვები ნაღვლის ბუშტში.
  9. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევები.
  10. შეშუპება.
  11. რევმატიზმი, რადიკულიტი.
  12. შაქრიანი დიაბეტი.
  13. პროსტატის ჯირკვლის ანთება.

ორტილია (ბოროვაია მატკა) მართლაც, რომ უნიკალური მცენარეა, რომლიც გამოყენებაც შესაძლებელია არაერთი დაავადების სამკურნალოდ სხვა პრეპარატებთან ტანდემში. თუმცა, მთავარი მისი გამოყენება უკავშირდება გინეკოლოგიურ დაავადებებს, განსაკუთრებით კი - უნაყოფობას.

ორტილია და საკვერცხეების კისტა. ორტილიას რეგულარული მიღება ხელს უწყობს კისტებისა და შეხორცებების სწრაფ გაწოვას. მისი მიღება რეკომენდირებულია სტანდარტული დოზებით 2-3 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი შესვენება. ორტილიას (ბოროვაია მატკა) სრული კურსი ექვს თვიანია. ამის შემდეგ, პროფილაქტიკის მიზნის რეკომენდირებულია წელიწადში ერთხელ, 2-3 კვირიანი კურსის ჩატარება.

ცისტიტი. ორტილიას (ბოროვაია მატკა) აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ეს კი თავის მხრივ აადვილებს შარდვის პროცესს. პრეპარატის მიღების სირთულე მდგომარეობის იმაში, რომ მისი მიღების დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაავადება შეიძლება გამწვავდეს. თუ გამწვავება არ ცხრება 3-4 დღის განმავლობაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება.


მიღების ინსტრუქცია

მიიღეთ 1 კაფსულა დღეში 3 – ჯერ ჭამის დროს. კურსის ხანგრძლივობა 30 დღე. შემდეგ დაისვენეთ 21 დღე, საჭიროების შემთვევაში კურსი გაიმეორეთ.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი.

არ გამოიყენოთ ჰორმონალურ და ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.

იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს მცენარის ინდივიდუალური აუტანლობა.

მკურნალობის პირველი 1 კვირის განმავლობაში დაავადება შესაძლოა გამწვავდეს. ერთი კვირის შემდგომ იწყებს ორტილია დაავადების საწინააღმდეგო მოქმედებას.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.