სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
მოცვის მშრალი ნაყოფი
მოცვის მშრალი ნაყოფი
შეკვეთის მიხედვით
100 – 29.00 ლარი
1 000 – 220.00 ლარი
საქართველო

მოცვის ნაყოფი დაფასოებულია საქართველოში. შეძენის შემთხვევაში მშრალი ნაყოფი მოთავსებული იქნება პოლიეთილენის ჰერმეტულად დახურულ პარკში. წარწერების და აღწერილობების გარეშე.

მოცვის აღწერა

მოცვი არის მრავალწლიანი მცენარე და მიეკუთვნება ბუჩქისებრთა რიგს. მოცვის ბუჩქი იზრდება 3 მეტრი სიმაღლის. მოცვი ბუნებაში არსებობს 100 სახეობის. ის ძირითადად იზრდება ტყეში და ტყის პირებზე. მას ასევე უყვარს კლდოვანი და ჭაობისპირა ადგილები. ისხავს მუქი ლურჯი ფერის ნაყოფს. მის ნაყოფს აქვს მოტკბო–მომჟავო გემო. მისი ნაყოფი შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას რის გამოც მას იყენებენ სამკურნალოდ. სამკურნალოდ იყენებენ არამხოლოდ მის ნაყოფს. მისი ფოთლებიც საკმაოდ სასარგებლოა, მისი ფოთლების ნაყენს (ჩაის) სვამენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

მოცვის ნაყოფის ქიმიური შემადგენლობა

100 გრამი მოცვი შეიცავს 44 კილოკალორიას

ვიტამინები:

PP, B1, B2, C, E

მიკრო ელემენტები

რკინა, ფოსფორი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი

ასევე შეიცავს მჟავებს

რძემჟავას, ლიმონმჟავას, ვაშლის მჟავას და სხვა მჟავებსაც.

უნდა აღინიშნოს, რომ მოცვი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. მოცვის ნაყოფი აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, ვისი სამუშაო დაკავშირებულია მხედველობის ორგანოების დაძაბულ მუშაობასთან. ეს პრეპარატი რეკომენდირებულია ხანდაზმული ადამიანებისთვის, რადგან ამ ასაკში ადამიანის ორგანიზმი უფრო ადვილად ხდება თავისუფალი რადიკალების დამანგრეველი მოქმედების მსხვერპლი.

მოცვის ნაყოფის ფარმაკოლოგიური თვისებები

საუკუნეების განმავლობაში ადამიანები მოცვს იყენებდნენ საჭმელად და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დროს. მე 20 საუკუნის მეორე ნახევარში ჩატარბულმა სამეცნიერო გამოკვლევებმა აღმოაჩინა მოცვის სასარგებლო თვისებები. ის დადებითად მოქმედებს გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს. მას აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება. მოცვი ასევე შეიცავს 15 სახის სვადასხვა ანტიციანოზიდებს რომლებიც იცავენ ვენებს და არტერიებს. აუმჯობესებენ უჯრედული მემბრანის მოქნილობას. ხელს უშლიან თრომბების წარმოქმნას სისხლში. ამასთან ერთად მოცვს აქვს უნიკალური ზემოქმედების უნარი, ხელი შეუშალოს კოლაგენის დაშლას რომლებიც ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს.

ბევრი ექიმ-ოფთალმოლოგი თავის პაციენტს ურჩევს საკვებ კოპლექსს რომელშიც შედის მოცვი. რადგან ის დადებითად მოქმედებს მხედველობის ორგანოებზე. მოცვი აძლიერებს სისხლის კაპილარებს. აძლიერებს სისხლის მიწოდებას თვალის ბადურაზე. მისი დახმარებით ხდება იმ ორგანოების სტიმულაცია რომლებიც გამოყოფენ საჭირო პიგმენტებს რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ ბადურამ მოახდინოს სწრაფი ადაპტაცია სიბნელესთან და სინათლესთან.

კატარაქტა წარმოიქმნება ბროლის წვრილი ცილების თავისუფალი რადიკალების დაზიანების შედეგად. კატარაქტის განვითარება უჩერდებათ პაციენტების 97% - ს ვინც იღებს მოცვის ნაყოფს.

დიაბეტი. ბევრი ალბათ ვერც კი წარმოიდგენს, რომ მოცვი სისხლში შაქრის დონეს საკმაოდ დაბლა წევს. გარდა ამისა ის ამცირებს დიაბეტის თანმდევ გლიკოპროტეინებს რომლებიც იწვევენ ნეიროპათიას და რეტინოპათიას.

ტკივილები მენსტრუაციის დროს. მოცვის ერთერთი თვისებაა გლუვ კუნთებში დაძაბულობის მოხსნა. ამავე დროს ის აფართოვებს სისხლძარღვებს. ამიტომ ის დიდ დახმრებას გაუწევს იმ ქალებს ვისაც ავადმყოფური მენსტრუაცია აწუხებთ.

ფლავონოიდები რომლებსაც შეიცავს მოცვი, დიდი წარმატებით ებრძვიან ანთებით პროცესებს. რაც დამტკიცებულია მრავალი ლაბორატორიული ცდით. გარდა ამისა ფლავონოიდები იცავენ კუჭის ლორწოვან გარსს დაზიანებისგან იმით, რომ ხელს უწყობენ ლორწოს გამოყოფას საჭირო რაოდენობამდე. შედეგად კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანების რისკი მცირდება. მომატებული მჟავიანობის, ასპირინის და ალკოჰოლის ზემოქმედების შემთხვევაშიც კი. მოცვი ასევე კარგად მოქმედებს დიარეის სინდრომის დროს.

    საერთო თვისებები

  1. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.
  2. ეხმარება საკვებით მხედველობის ორგანოებს.
  3. ამაგრებს სისხლძარღვებს.
  4. ხელს უშლის კოლაგენის დაშლას.
  5. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი.
  6. აუმჯობესებს მხედველობას სიბნელეში.
  7. საჭმლის მომნელებელი ტრაქტი

  8. ენტეროკოლიტი.
  9. კუჭის წყლული.
  10. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
  11. გულ–სისხლძარღვთა სისტემა

  12. ათეროსკლეროზი.
  13. კაპილარების გაზრდილი გამტარიანობა.
  14. სისხლძარღვების ვარიკოზული გაფართოვება.

მოცვის მშრალი ნაყოფი / მიღება / გამოყენება

მოცვის ნაყოფისგან ცივი ნაყენის დამზადება.
აიღეთ მოცვის მშრალ ნაყოფი 20 გრამი, დააქუცმაცეთ და ჩაყარეთ მინის ან ემალირებულ ჭურჭელში, შემდეგ დაასხით 200 მილილიტრი ცივი ( ანადუღარი ) წყალი. ასე გააჩერეთ 8 საათის განმავლობაში. მიღებული ნაყენი გაანაწილეთ 3 ნაწილად და მიიღეთ დღეში 3 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მოცვის ნაყოფისგან ცხელი ნაყენის დამზადება.
აიღეთ მოცვის მშრალ ნაყოფი 20 გრამი, დააქუცმაცეთ და ჩაყარეთ მინის ან ემალირებულ ჭურჭელში, შემდეგ დაასხით 200 მილილიტრი ადუღებული წყალი შეფუთეთ და ასე გააჩერეთ 45 წუთის განმავლობაში. მიღებული ნაყენი გაწურეთ დოლბანდში, გაანაწილეთ 3 ნაწილად და მიიღეთ დღეში 3 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

უკუჩვენება

არ გამოიყენოთ კუჭში შეკრულობის დროს.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.