სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
გინკო ბილობას ნაყენი
გინგკო ბილობას ფოთლების ნაყენი
ფლაკონში არის 100 მილილიტრი
1 – 16.00 ლარი
2+1 - 32 ლ
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით. ფლაკონზე მითითებულია ინსტრუქცია და ვადა.

გინკო ბილობას ნაყენი

გინკო ბილობას ნაყენი დამზადებულია მხოლოდ ბუნებრივი პროდუქტებისგან. გინგკო ბილობას ფოთლებისგან და 70% ხორბლის სპირტისგან. კონცენტრაცია არის 1:10. ნაყენი არის საკმაოდ კონცენტრირებული და იძლევა კარგ შედეგებს. არსებობს ამ პროდუქტის გამოყენების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელმაც დაამტკიცა თავისი შედეგებით, რომ მისი გამოყენება ნამდვილად სასარგებლოა.

გინგკო ბილობას სასარგებლო თვისებები

გინკგო ბილობა ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. მცენარე დამხმარეა გადატანილი ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციისას, სისხლის მიმოქცევის დარღვევისას, ვენების დაავადებებისას, მეხსიერების პრობლემების დროს, ნეიროსენსორული დარღვევებისა და კანის დაავადებები დროს.

გინკგო ბილობას ფოთლებისგან დამზადებულ პრეპარატებს აქვს სისხლძარღვების გამაფართოებელი, სპაზმოლეტიკური და ბაქტერიოციდული მოქმედება. ხელს უწყობს სისხლის სწრაფ მიწოდებას სხეულის პერიფერიაში და ტვინის უბნებში, ამავე დროს არ აქვს გვერდითი ეფექტი.

ექიმების აზრით, გინკგო ბილობა მიეკუთვნება ყველაზე ეფექტურ სამკურნალო მცენარეთა რიცხვს. ის დადებითად მოქმედებს სისხლძარღვების სისტემასა და სისხლის მიმოქცევაზე.

საუკეთესო საშუალებაა მეხსიერებისათვის და თავის ტვინის სისხლძარღვების სკლეროზის დროს.

აუმჯობესებს რა სისხლის მიწოდებას თავის ტვინში, გინკგო ბილობა ასტიმულირებს მეხსიერებას, ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრირებას, განსაკუთრებით მოხუცებში და ახდენს გამაახალგაზრდავებელ ეფექტს ტვინის ფუნქციაზე. რეკომენდირებულია ალცჰეიმერის დაავადების დროს.

ყურში ხმაური და სმენის დაქვეითება. რადგანაც უმჯობესდება ტვინში სისხლის მიწოდება, ამ დაავადების სიმპტომებიც სრულად ქრება მისი მიღების დაწყებიდან, დაახლოებით 6-8 კვირაში.

არტერიული წნევა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ გინკგო ბილობა კარგი დამხმარეა ჰიპერტენზიასთან ბრძოლაში. საინტერესოა, რომ ის შველის წნევის უეცარი ცვლილების დროსაც, რაც გამოწვეულია მომატებული ემოციური მგრძნობელობით. რეკომენდირებულია 10-12 თვიანი კურსის ჩატარება. კურსის განმავლობაში ყოველი სამი თვის შემდეგ, აუცილებელია გაკეთდეს შესვენება 25 დღით.

თავის ტკივილი. გინკგო ბილობა კარგია თავის ტკივილთან გასამკლავებლად.

ვარიკოზი, ვენების უკმარისობა და ბუასილი. გინკგო ბილობას გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პრეპარატის მიღების დაწყებიდან ორ კვირაში შეიმჩნევა სისხლძარღვების კედლების აღდგენა. მცენარის გამოყენება შეიძლება ქირურგიული ოპერაციის შემდეგაც, რადგან ის დამხმარეა აღდგენით პროცესში. თერაპიის კურსი ერთი თვე გრძელდება.

ბავშვებში. გინკგო ბილობას იყენებენ ბავშვებში ხერხემალზე კისრის ნაწილის (ატლასი) დისლოკაციის დროს. მცენარე აჯერებს სისხლს ჟანგბადით, ახდენს ჟანგბადის უკმარისობის განვითარების პრევენციას და ხელს უწყობს ბავშვის ტვინის ნორმალურ განვითარებას.

კაცებში ძვირფასო მამაკაცებო, ნუ შეხედავთ ეჭვის თვალით მისი იაფი ღირებულების გამო. რეგულარული გამოყენება ორ-სამ კურსიან ეტაპებად, საგრძნობლად ზრდის პოტენციას.

გამოყენების წესი

შინაგანი გამოყენება. 25-40 წვ. გახსენით 30 მლ. თბილ ანადუღარ წყალში და მიიღეთ დღეში 3 ჯერ. ჭამამდე 30 წუთით ადრე. არაუმეტეს 10 დღისა.

გარეგანი გამოყენება. ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კომპრესების სახით ასევე შეიზილოთ პრობლემურ ადგილებში. არ გამოიყენოთ ღია ჭრილობებზე.

გაფრთხილება

გამოიყენეთ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

თუ იღებთ სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.