ლამინარია კაფსულებში მრავალი ადამიანისთვის არის პრაქტიკული პროდუქტი, რადგან მცენარის პირდაპირი სახით მიღება ბევრი ადამიანისთვის არ არის სასიამოვნო პროცესი. ზღვის კომბოსტო არის რუსული წარმოების და საქართველოში ხდება მისი დაფასოვება. პროდუქტი არის მაღალი ხარისხის და შეიცავს ყველა სასარგებლო და სამკურნალო ნივთიერებას.
ზღვის კომბოსტო წარმოადენს ნატურალური იოდის წყაროს, რომელიც ბუნებრივი გზით ავსებს იოდის ნაკლებობას ორგანიზმში, ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელ ფუნქციონირებას და აღადგენს ორგანიზმის ფიზიკურ და ფსიქიკურ აქტივობას.
იოდი წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიკროელემნტს. მის გარეშე შეუძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება. იოდი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ძირითადი კომპონენტია, რომელიც მონაწილეობს: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ორგანიზმის ენერგეტიკული ცვლებების დარეგულირებაში.
მონაწილეობს ყველა ორგანოსა და სისტემის განვითარებაში. იოდი არეგულირებს თავის ტვინის, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის, რეპროდუქციული და სარძევე ჯირკვლების ფუნქციონირებას.
პატარებში ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდა–განვითარებას, ხოლო სკოლის ასაკში მათი ინტელექტუალური შესაძლებლობების ჩამოყალიბებას.
ლამინარიის რეგულარული მიღება აღადგენს იოდის დეფიციტს ორგანიზმში და ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ჯანსაღ ფუნქციონირებას.
მიიღეთ 1 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობა 2-3 თვე. მიღება შეიძლება განმეორდეს წელიწადში 3-4 ჯერ. დასაშვებია ასევე მუდმივი გამოყენებაც.
პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.
ფეხმძიმობის და ლაქტაციის დროს მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს
.ასევე 18 წლამდე ბავშვებისთვის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.