სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
მანგოს კარაქი
მანგოს კარაქი
ფლაკონში არის 100 გრამი
1 – 22.00 ლარი
2 – 38.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

მანგოს კარაქი

მანგოს კარაქი დამზადებულია მანგოს ნაყოფის კურკისგან. მისი მიღება ხდება სპეციალური მეთოდის წყალობით რომლის დახმარებითაც კარაქს უნარჩუნდება ყველა სასარგებლო და სამკურნალო თვისება. კარაქი არის მაღალი ხარისხის პროდუქტი და გამოიყენება მხოლოდ კოსმეტიკური დანიშნულებით.

მანგოს კარაქის ქიმიური შემადგენლობა

ვიტამინები: A, E, C, D, B1, B2, B3, B5, B6, ფოლიუმის მჟავა.

მინერალები: კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, კალიუმი.

მანგოს კარაქის კოსმეტიკური თვისებები

მანგოს კარაქს აქვს საოცარი კოსმეტიკური თვისებები. კანს ხდის რბილს, ელასტიურს, მყარს და ხავერდოვანს. არაპონიფიცირებადი ფრაქციის მაღალი შემცველობის გამო, ცხიმს აქვს შესანიშნავი რეგენერაციული და აღმდგენი თვისებები. გამორიცხავს კანის აქერცვლას, კურნავს პირის კუთხეების და ტუჩების ნახეთქებს. მანგოს კარაქის რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს მცირე ნაწიბურების და კანის სხვადასხვა წარმონაქმნების კვალის აღმოფხვრას.

გარდა ამისა, მანგოს კარაქს აქვს დამცავი თვისებები: იცავს კანს გამოშრობისგან, აუმჯობესებს უჯრედულ სუნთქვას და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. მანგოს ცხიმის შემცველი პროდუქტები განსაკუთრებით ეფექტურია ასაკთან დაკავშირებული კანის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში: ლაქები, ნაოჭები, სახის მქრალი ფერი.

მანგოს კარაქის მოქმედება კანზე:

  1. არის ძალიან კარგი დამატენიანებელი საშუალება.
  2. აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
  3. კანს არბილებს, უბრუნებს მას ელასტიურობას და სიმკრივეს.
  4. ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.
  5. კურნავს პირის კუთხეების და ტუჩების ნახეთქებს.
  6. იცავს კანს გამოშრობისგან და აქერცვლისგან.
  7. აუმჯობესებს კანის სუნთქვას უჯრედულ დონეზე.
  8. ებრძვის ასაკით გამოწვეულ ლაქებს და კანს უბრუნებს ჯანსაღ ფერს.

კოსმეტიკური დანიშნულების გარდა ის კარგად ეხმარება კანის მრავალი დაავადების მკურნალობას, მაგალითად: დერმატიტი, ფსორიაზი, კანის გამონაყარი, ეგზემა. მანგოს ცხიმი ასევე დაგეხმარებათ კუნთების ტკივილების და სპაზმების მოხსნაში. ასევე ხსნის დაღლილობას და დაძაბულობას.

კარაქის გამოყენება

მანგოს კარაქი არის მყარ მდგომარეობაში. მიუხედავად ამისა ის ლღვება სხეულის ტემპერატურაზე, აიღეთ თქვეთვის საჭირო რაოდენობის ცხიმი და ხელის გულებით შეათბეთ რამდენიმე წამის განმავლობაში. შემდეგ კი დაიტანეთ კანის იმ უბანზე რომელიც საჭიროებს დატენიანებას და კვებას.

მანგოს კარაქი სუფთა სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტიპის კანისთვის. ის ასევე შეიძლება შერეულ იქნას სხვა მცენარეულ ზეთთან (ატამი, ნუში, ჟოჟობა, გარგარი, ყურძნის წიპწა, გარგარის კურკა, ხორბლის ჩანასახები, ზეთისხილი და ა.შ.) 1: 1 თანაფარდობით.

გაფრთხილება

უკუჩვენება გამოვლენილი არ არის.

იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქცია.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.