სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
გულყვითელას ნაყენი - (კალენდულა)
გულყვითელას ნაყენი - (კალენდულა)
ფლაკონში არის 100 მილილიტრი
1 – 16.00 ლარი
2+1 - 32ლ
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით. ფლაკონზე მითითებულია ინსტრუქცია და ვადა.

გულყვითელას ნაყენი

გულყვითელას ნაყენი დამზადებულია მხოლოდ ბუნებრივი პროდუქტებისგან. კალენდულას ყვავილებისგან და 70% ხორბლის სპირტისგან. კონცენტრაცია არის 1:10. ნაყენი არის საკმაოდ კონცენტრირებული და იძლევა კარგ შედეგებს. არსებობს ამ პროდუქტის გამოყენების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელმაც დაამტკიცა თავისი შედეგებით, რომ მისი გამოყენება ნამდვილად სასარგებლოა.

გულყვითელას სასარგებლო თვისებები

გულყვითელას აქვს ძლიერი რეგენერაციული, ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. გულყვითელას გამომშრალი ყვავილების ნაყენს აქვს ჰიპოტენზიური მოქმედება, ასტაბილურებს გულის კუნთის მუშაობას და გააჩნია მსუბუქი დამამშვიდებელი ეფექტი. ეს სასარგებლო მცენარე მოგიხსნით სიცხეს, აღადგენს კანის და ლორწოვანი ქსოვილის დაზიანებულ არეს, მოაწესრიგებს საჭმლის მონელების და ნაღვლის ორგანიზმიდან გამოდევნის პროცესს. გულყვითელას ნახარშს შეუძლია გაუმკლავდეს კლიმაქსის არასასიამოვნო გამოვლინებებს.

გულყვითელას გამოყენების სპექტრი ფართოა და მოიცავს არა მარტო მედიცინას. ის დამხმარეა შემდეგი სახის პრობლემების დროს:

  1. მწვავე გასტრიტი, კუჭის ქრონიკული წყლული;
  2. ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები;
  3. ქოლელითიაზი;
  4. ბრონქო-ფილტვის სისტემის დაზიანება;
  5. გაციება, გრიპი;
  6. სტენოკარდია, ლარინგიტი, ფარინგიტი;
  7. პირის ღრუს დაზიანებები და დაავადებები;
  8. ანგინა;
  9. ჩირქოვანი ჭრილობები, დამწვრობა, კანის დაზიანებები;
  10. აკნე;
  11. გინეკოლოგიური პათოლოგიები;
  12. გულის უკმარისობა;
  13. ჰიპერტონიული სინდრომი;
  14. ბუასილი.

ნაყენის გამოყენების წესი

შინაგანი გამოყენება. 20–25 წვეთი გახსენით 30 მლ ანადუღარ ცივ წყალში, მიიღეთ დღეში 1 ხელ ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა 3 – 4 კვირა.

გარეგანი გამოყენება. ნაყენი შეგიძლიათ შეიზილოთ პრობლემურ ადგილებში, ან დაასველოთ დოლბანდი და გაიკეთოთ კომპრესი.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი. ორსულებს მისი გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ ყელის ტკივილის დროს სავლებ საშუალებად. გულყვითელას ხსნარის დალევამ ან აბაზანის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მოცილება.

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მომართეთ მკურნალ ექიმს.

ასევე თუ გაქვს ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურანლო პრეპარატებს გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

გულყვითელას გამოყენება აკრძალულია მცენარის ინდივიდუალური აუტანლობის, დაბალი წნევის და ბრადიკარდიის დროს.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.