სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ქრონიკული კოლიტი მეტეორიზმით სამკურნალო ჩაი
ქრონიკული კოლიტი მეტეორიზმით - სამკურნალო ჩაი
კოლოფში არის 30 ფილტრ-პაკეტი / 1 პაკეტი არის 3 გრამი.
1 – 26.00 ლარი
2 – 48.00 ლარი
3 – 68.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

ქრონიკული კოლიტი მეტეორიზმით - სამკურნალო ჩაი

ჩაი დამზადებულია ქვევით მითითებული ინგრედიენტების ნაზავით. ნედლეული დოზირებულად არის შერეული ერთმანეთთან რის შედეგადაც გაძლიერებულია მათი როგორც ფარმაკოლოგიური ასევე გემოვნური თვისებები. გარდა ამისა ასეთი სახის ნაკრები მიზანმიმართულად მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე ამათუიმ პრობლემაზე და დაავადებაზე.

შემადგენლობა

სააფთიაქო გვირილა, Ромашка лекарственная, Matricaria chamomilla L.

გვირილა გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ როგორიც არის: ნაწლავური კოლიკები, გასტრიტი, პეპტიური წყლული, კოლიტი, ქოლეცისტოპათია და სხვა. ასევე ზედა სასუნთქი გზების (გაციებისა და ინფექციური) ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. ასევე მას აქვს მსუბუქი დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიალერგიული მოქმედება.

ბაღის პიტნა

ბაღის პიტნას იყენებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ როგორიც არის: კუჭ-ნაწლავის სპაზმი, ფაღარათი, გაზების დაგროვება, გულძმარვა, კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტიტი, კოლიტი, უსიამოვნო სუნი პირიდან და ა.შ. ასვე ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ. თავის ტკივილი, გაძლიერებული გულის ცემა, გულის კუნთის გაგლეჯვა, ყვითელა და საჯდომი ნერვის ანთება. იყენებენ გულისრევის საწინააღმდეგოდ ორსულთა ტოქსიკოზის დროს.

კატაბალახა ვალერიანი

კატაბალახას ფესვი (ვალერიანი) გამოიყენება ნერვული გახშირებული გულის ცემის, ნერვული აღგზნების, უძილობის რომელიც გამოწვეულია ნერვული და გონებრივი გადაღლილობით, კუჭ-ნაწლავის მუშაობის მოშლის დროს რომელიც გამოწვეულია ნერვიულობის ნიადაგზე, ეპილეფსიის, კლიმაქსის, სპასტიკური კოლიტის, სტენოკარდიის, ვეგეტონევროზის, ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული ფუნქციური მოშლილობის, ნევროზის, ისტერიის, შაკიკის, გულის და კუჭის ნევროზის და ყაბზობის დროს რომელსაც თან ახლვს მეტეორიზმი.

კვლიავი ჩვეულებრივი, Тмин обыкновенный, Carum carvi L.

კვლიავის თესლი გამოიყენება მეტეორიზმის, კუჭ-ნაწლავის კოლიკის, საჭმლის მონელების მოშლის, კუჭ-ნაწლავის კატარის მკურნალობისთვის.

დიდი კამა, фенхель, Filipendula ulmaria L.

დიდი კამა გამოიყენება კუჭის ატონიის, მეტეორიზმის, ქრონიკული შეკრულობის რომელსაც თან სდევს კოლიკები, ფაღარათის, კუჭისა და ნაწლავების სპაზმების დროს. ასევე ხველის დროს განსაკუთრებით ბავშვებში, არის კარგი ამოსახველებელი საშუალება ბრონქიტის და ყივანახველის დროს. გარდა ამისა აძლიერებს რძის სეკრეციას (გამოყოფა) მეძუძურ დედებში და არეგულირებს მენსტრუაციას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ქრონიკული კოლიტი მეტეორიზმით სამკურნალო ჩაი. მის ნაკრებში შედის ისეთი მცენარეები, რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან ისეთ თვისებებს როგორიც არის: სპაზმოლიტური, საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირკვლების სეკრეეციის მასტიმულირებელი, გაზების გამომყვანი და მსუბუქი შარდმდენი მოქმედება.

გამოყენება მედიცინაში

სამკურნალო ჩაი გამოიყენება ქრონიკული კოლიტის სამკურნალოდ რომელსაც თან ახლავს მეტეორიზმი. მისი მოქმედება მიმართული წორედ ამ დაავადების თანმდევი და გამომწვევი მიეზების მოსაგვარებლად. გარდა კოლიტისა ის გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ისეთი დაავადებების სამკურნალოდ როგორიც არის: კუჭის და ნაწლავების კოლიკები (სპაზმი), ვეგეტონევროზი, კუჭის ნევროზი, ყაბზობა რომელსაც თან ახლვს მეტეორიზმი, საჭმლის მონელების მოშლა, კუჭ-ნაწლავის კატარი, კუჭის ატონია, ქრონიკული შეკრულობა და ფაღარათი. მოკლედ რომ ვთქვათ ორგანიზმს ეხმარება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემების მოგვარებაში.

• კოლიტი • ქრონიკული კოლიტი • მეტეორიზმი

დოზირება

ჩაის პაკეტი მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით მდუღარე წყალი, ცხელ წყალში გააჩერეთ 3-5 წუთის განმავლობაში, თუ გსურთ უფრო ძლიერი ნაყენის მიღება შეგიძლიათ გააჩეროთ უფრო დიდხანს. მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მიიღეთ 14 დღის განმავლობაში შემდეგ დაისვენეთ 10-14 დღე და კურსი გაიმეორეთ. საუკეთესო შედეგის მისაღწევად ჩაიტარეთ 3 კურსი.

უკუჩვენებები

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ, ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი.

თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, გამოყენებამდე მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს.

თუ გამოყენების დროს აღინიშნა რაიმე უკუჩვენება სასწრაფოდ შეწყვიტეთ მისი გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.