სამუშაო საათები 9:00 - 22:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
აკაციის გუმიარაბიკი კაფსულებში
აკაცია Seyal – ის გუმიარაბიკი კაფსულებში
60 კაფსულა / 1 კაფსულა არის 500 მილიგრამი
1 – 39.00 ლარი
2 – 69.00 ლარი
3 – 99.00 ლარი
ამერიკის შეერთებული შტატები / კომპანია – Piping Rock

გუმიარაბიკის შეძენის შემთხვევაში პროდუქტი მოგეწოდებათ ქარხნულ შეფუთვაში.

აკაციის გუმიარაბიკი – აღწერილობა

აკაცია მიეკუთვნება პარკოსანთა რიგს. მისი ლათინური სახელწოდებაა "Acacia Seyal". ის იზრდება ეგვიპტიდან კენიამდე, აღმოსავლეთ სენეგალში, უდაბნო საჰარის ტენიან ადგილებში.

ზდრდასრული მცენარის სიმაღლე აღწევს 9 – 10 მეტრს. აქვს წვრილი ფოთლები. მისი ყვავილები როგორც წესი არის მოყვითალო, ხოლო მათი ფორმა არის მომგრგვალო. ის კარგად ყვავის მშრალ ადგილებში. აკაციის ნახვა ხშირად შესაძლებელია ისეთ ადგილებში სადაც არ ხარობს არც ბუჩქი და არც ხე. ის კარგად იტანს თიხნარ ნიადაგს, რომელიც ხან დატბორილია და ხან გვალვიანია.

სიტყვა Seyal წარმოშიბილია არაბული სიტყვიდან ნაკადი, რომელიც ასოცირდება წყლის ნაკადთან.

აკაცია Seyal არის გუმიარაბიკის ანუ აკაციის ფისის ძირითადი წყარო. გუმიარაბიკი არ იკრიფება ხელოვნურად დაზიანებული ხის ქერქიდან, არამედ ბუნებრივად გადატეხილი და გახეთქილი ქერქიდან.

გუმიარაბიკის ქიმიური შემადგენლობა

არის უნიკალური ბუნებრივი პოლისაქარიდი არაბინოგალაქტანის სტრუქტურით. ის არის წყალში ხსნადი პოლისაქარიდი რომელსაც აქვს მაღალი მოლეკულური მასა და ქმნის დაბალი სიბლანტის მქონე ხსნარს.

გუმიარაბიკი შედგება 3 სხვადასხვა ფრაქციისგან, ერთმანეთისგან განსხვავებული მოლეკულური მასით და ცილის შემადგენლობით. გლიკოპროტეინი - 1%; არაბინოგალაქტანის პროტეინის კომპლექსით - 1-დან 10% მდე; არაბინოგალაქტანი - 90-დან 99% მდე. Agrigum – ის ქიმიური შემადგენლობა დამოკიდებულია მცენარის სახეობაზე, მცენარის ასაკზე, კლიმატურ პირობებზე და ა.შ.

გალაქტოზა, არაბინოზა, რამნოზა, გლუკორონის მჟავა, ცილა.

გუმიარაბიკის ფარმაკოლოგიური თვისებები

აკაციის ფისი არის კარგად ცნობილი საკვებდანამატი რომლის გამოყენებასაც აქვს 4 000 წლიანი ისტორია. გამოირჩევა უნიკალური ფუნქციური თვისებებით. ის არის პოლისაქარიდი, რომელსაც აქვს შესანიშნავი თვისებები და ქმნის საოცრად დაბალი სიბლანტის ხსნარებს.

გუმიარაბიკის საკვებში დამატებით იზრდება მისი სიბლანტე, ასეთი სახით ნორმაში მოჰყავს კუჭის წვენის გამოყოფის პროცესი და ატორმუზებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამოყოფას. ეს ამცირებს საჭმლის მონელებას, შედეგად მცირდება გლუკოზის რაოდენობა და ლიპიდების კონცენტრაცია სისხლში.

გუმიარაბიკი არ იშლება არც კუჭში და არც წვრილ ნაწლავში, და არ ხდება მისი შეიწოვება. მხოლოდ მსხვილ ნაწლავში ხდება მისი მცირე დოზით მონელება.

მედიცინაში მას იყენებენ: სამკურნალოდ –
1) შარდის სადინრების.
2) გასტრიტის.
3) კოლიტის, ენტეროკოლიტის.
4) დეზინტერიის.
5) ღვიძლის.

ასევე მას აქვს ტკივილგამაყუჩებელი, შეხორცების და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. გარდა ამისა მას იყენებენ ჭარბი წონის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. ქოლესტერინის მეტაბოლიზმის დარღვევის დროს. ასევე ორგანიზმის გასაწმენდად.

გუმიარაბიკი იხსნება წყალში რის შედეგადაც წარმოიქმნება გელი, რომელიც ხელს უშლის კუჭის სწრაფ დაცლას ასევე ხელს უშლის ნაწლავებში საკვების სწრაფ გავლას და ამავე დროს ამცირებს ცხიმისა და ქოლესტერინის შეწოვას ორგანიზმში.

აკაციის გუმიარაბიკის გამოყენების წესი

1 კაფსულა 2 - ჯერ დღეში ჭამის დროს.

გაფრთხილება

უკუჩვენებები აღმოჩენილი არ არის.
არ გამოიყენოთ ფეხმძიმობის დროს.
თუ იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
ნებისმიერი არასასურველი რეაქციის შემთხვევაში შეწყვიტეთ მიღება და გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 9:00 - 22:00
საბანკო რეკვიზიტები
საქ • GE58BG0000000702204300GEL
თბს • GE10TB7321245061100066
საკონტაქტო ინფორმაცია
Mail: [email protected] TEL: +995597760989 TEL: +995597989878
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დეგეკისრებათ პასუხისმგებლობა.