მცენარეული დასაძინებელი ჩაი
მცენარეული დასაძინებელი ჩაი
შეფუთვაში არის 20 ჩაის პაკეტი
1 – 22.00 ლარი
ამერიკის შეერთებული შტატები / კომპანია – Piping Rock

ჩაი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

ჩაიში შემავალი სამკურნალო მცენარეები

1) პასიფლორას ყვავილი.

2) პიტნა.

3) ვალერიანის ფესვები.

4) ძირტკბილა.

5) გვირილა.

6) დარიჩინი.

7) სტევია.

ჩაი არის ფორთოხლის არომატით.

მცენარეული დასაძინებელი ჩაის ფარმაკოლოგიური თვისებები

დასაძინებელი მცენარეული ჩაი არის გემრიელი დასალევი. ეს მცენარეული ნაკრები ტრადიციულად გამოიყენება მშვიდი ძილის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა მას აქვს შემდეგი მოქმედება:

  1. ორგანიზმს ეხმარება რელაქსაციაში.
  2. ამცირებს სტრესს და ნევროზულ მდგომარეობას.
  3. ხსნის წუხილისა და შფოთვის განცდას.

ჩაის დაყენების და მიღების წესი

ჩაი უნდა მიიღოთ ძილის წინ. 1 ჩაის პაკეტი უნდა ჩადოთ ადუღებულ წყალში და გააჩეროთ 5 – 10 წუთი. უფრო ძლიერი ნაყენის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ 2 ჩაის პაკეტიც.

უკუჩვენება

გამოყენებამდე – აუცილებლად გაიარეთ კოსულტაცია ექიმთან. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით თუ იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, ან გაქვთ ქრონიკული დაავადება.

შემადგენელი კომპონენტების ინდივიდუალური გადაუტანლობა.

ფეხმძიმობის ან ლაქტაციის პერიოდში არ გამოიყენოთ.

ნებისმიერი უკუჩვენების შემთხვევაში შეწყვიტეთ მისი მიღება.