

ანტი ალკოჰოლი და ნარკოტიკის შემადგენლობა
1) ბეგქონდარა, მარალია, კულმუხოს ფესვები, კრაზანა, ფარსმანდუკი, მინდვრის შვიტა, სელის თესლი, ასისთავა, ასევე შედის გლიცინი, აეროსილი და C ვიტამინი.
ანტი ალკოჰოლი და ნარკოტიკის ფარმაკოლოგიური თვისებები
ეს არის ბიოლოგიურად აქტიური მცენარეული საკვებდანამატი, მას აქვს დამატებული C ვიტამინი და გლიცინის ამინომჟავები. მისი მოქმედება გამოწვეულია მცენარეების თვისებებით და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით რომლებიც მოქმედებენ როგორც ანტიდეპრესიული, სედატიური და ნივთიერებათა ცვლის დამარეგულირებლები.
მცენარეული კომლექსი უზრუნველყოფს ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას არა მხოლოდ იმ ადამიანებში რომლებსაც აქვთ ფსიქო–ფუნქციონალური დარღვევები რომლებიც გამოწვეულია ნარკოტიკების და ალკოჰოლის გამოყენებით, არამედ ჯანმრთელ ადამიანშიც რომელმაც მიიღო გადაჭარბებული დოზა ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერების. (ეს აჩვენა ამ პრეპარატის კლინიკურმა კვლევებმა)
- ეხმარება ორგანიზმს შეამციროს პათოლოგიური დამოკიდებულება სპირტიანი სასმელებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მიმართ.
- აძლიერებს ნერვულ სისტემას.
- ამცირებს გაღიზიანებას.
- აღადგენს ნორმალურ ძილს.
- ქმნის დადებით განწყობას.
- ხსნის ნაბახუსევის (პახმელია) სინდრომს
ააქტიურებს ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფის პროცესს რომელიც დაგროვდა სპირტიანი სასმელებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების სისტემატიური გამოყენების დროს. ნარკოლოგიური კვლევის ცენტრში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ამ პრეპარატის გამოყენება შეიძლება ალკოჰოლისა და ნარკოტიკებით გამოევეული ფუნქციური მოშლილობის დროს. ალკოჰოლზე დამოკიდებულების მსუბუქი და საშუალო ფორმების დროს. ასევე ნარკოტიკზე დამოკიდებულების ოპიატებზე, ჰეროინზე და ყაყაჩოზე დამოკიდებულების დროს.
ანტი ალკოჰოლი და ნარკოტიკის მიღების წესი
1 აბი დღეში 3 – ჯერ ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობა 2 კვირა. არ მიიღოთ სხვა წამლებთან ერთად.
უკუჩვენება
შემადგენელი კომპონენტების ინდივიდუალური გადაუტანლობა.
ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში არ გამოიყენოთ.
არ მიიღოთ სხვა წამლებთან ერთად.