სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
თაგვისარას მშრალი ფესვები
თაგვისარას მშრალი ფესვები
შეკვეთის მიხედვით
200 – 19.00 ლარი
300 – 27.00 ლარი
400 – 39.00 ლარი
1 000 – 69.00 ლარი
საქართველო

ფესვების დამზადება და დაფასოვება ხდება საქართველოში. შეკვეთის შემთხვევაში ფესვები მოგეწოდებათ ჰერმეტულად დახურული პარკში, რომელზეც არ არის არანაირი ანოტაცია და წარწერები.

თაგვისარას აღწერა

თაგვისარა არის მრავალწლიანი მარადმწვანე ნახევრადბუჩქისებრი მცენარე. აქვს ეკლიანი ტოტები. იზრდება 50 იშვიათად 70 სმ. სიმაღლის. მისი ფოთლები წვრილია და წაგრძელებული. ყვავის აპრილი – მაისი, ყვავილი საკმაოდ წვრილია. მისი ნაყოფი მრგვალია და მუქი წითელი. ნაყოფის დიამეტრი შეადგენს 2 სმ.

თაგვისარას ფესვების ქიმიური შემადგენლობა

მჟავები

ასკორბინის მჟავა, ბეტა–კაროტინი, ნიკოტინმჟავა

მიკრო ელემენტები

კალციუმი, ქრომი, მანგანუმი, რუტინი, სელენი, კალა, თუთია.

უნდა აღინიშნოს, რომ მცენარის ფესვები შეიცავს ნივთიერება რუსკოგენინს. რუსკოგენინი აუმჯობესებს უჯრედების მეტაბოლიზმს, გამოჰყავს კუნთოვანი ქსოვილიდან ტოქსინები, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის ანთებით პროცესებს ორგანიზმში.

თაგვისარას ფარმაკოლოგიური თვისებები

თაგვისარას ფესვები ორგანიზმში ერთდროულად ახდენს ორ სისტემაზე ზემოქმედებას, ესენია: 1) გულ–სისხლძარღვთა სისტემა. 2) შემაერთებელი ქსოვილები და მყესები.

მისი განსაკუთრებული თვისება გამოწვეულია მასში შემავალი ალკალოიდ საპარტეინით, რომელიც ორგანიზმში არსებულ კვანძებზე ახდენს ტუტე ზემოქმედებას. რის შედეგადაც ის ამცირებს მათ ზომებს და საბოლოოდ საერთოდ შლის. მცენარე ეხმარება ორგანიზმს დაზიანებული უჯრედების და ქსოვილების გამაგრებაში და აღდგენაში.


გამოიყენება:
  1. სისხლძარღვების დაზიანება.
  2. ვენების ვარიკოზული გაფართოვება და შეშუპება.
  3. ვენური უკმარისობა.
  4. კრუნჩხვები.
  5. ათეროსკლეროზი.
  6. მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
  7. საშვილოსნოს დაწევა.
  8. პრემენსტრუალური სინდრომი.
  9. ბუასილი.
  10. ართრიტი, რევმატიზმი.
  11. ოპერაციის შემდეგ თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკა.
  12. სუნთქვის გაძლიერება ბრონქიალური ასთმის დროს.
  13. დიაბეტური რეტინოპათიის პრევენცია.

ნაყენის დამზადება მიღების წესი

მშრალი ფესვების ფხვნილი. მიიღეთ დღეში 2 – ჯერ ჭამის დროს 750 მილიგრამი ფხვნილი. სულ დღიური ნორმა შეადგენს 1 500 მილიგრამს (1.5 გრამი).

ცხელი ნაყენის დამზადება. თაგვისარას 2 გრამ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 200 მლ ცხელი წყალი არაუმეტეს 75 გრადუსისა და გააჩერეთ 15 – 20 წუთი. მიღებული ნაყენი გაყავით 2 ნაწილად და მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

უკუჩვენება

გამოყენებამდე – აუცილებლად გაიარეთ კოსულტაცია ექიმთან. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით თუ იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, ან გაქვთ ქრონიკული დაავადება.

არ გამოიყენოთ ორსულობის დროს.

არ გამოიყენოთ შარდის ბუშტისა და საშარდე გზების ანთების დროს.

თუ მიღების შემდეგ აღინიშნა რაიმე ალერგიული ან უარყოფითი რეაქცია შეწყვიტეთ მისი მიღება.

თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა შეამცირეთ მისი მიღების დოზა 2 – ჯერ.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.