სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ჯიჯლაყა

ამარანტი მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეების რიგს. მას მრავალი სასარგებლო თვისება გააჩნია, ასევე მდიდარი და უნიკალური ქიმიური შემადგენლობა.

ამარანტის აღწერა

ჯიჯლაყა (ამარანტი) - ხალხურ მედიცინაში საკმაოდ პოპულარული მცენარეა. მისი სამკურნალო თვისებები ფართოდ გამოიყენებოდა სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ ბევრ ქვეყანაში. არატრადიციულ მედიცინაში მცენარის ნაყოფს იყენებდნენ ნეოპლაზმების (მეტასტაზური ძვლის დაავადება) სამკურნალოდ, დაბერების თავიდან ასაცილებლად, სხეულის გასაახალგაზრდავებლად, ტოქსინებისა და შლაკების მოსაშორებლად და ა.შ.

ჯიჯლაყას შემადგენლობა

მცენარეს აქვს მდიდარი ქიმიური შემადგენლობა, რაც განაპირობებს მის სამკურნალო თვისებებს. ჯიჯლაყას (ამარანტის) ნაყოფი შეიცავს შემდეგ აქტიური ნივთიერებებს:

სკვალინი. აქტიური ბუნებრივი ელემენტი სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტით. ხელს უწყობს ნეოპლაზმების რეზორბციას და აჯერებს უჯრედებს ჟანგბადით.

ცილა. მცენარე მას დიდი რაოდენობით შეიცავს და ის ჯიჯლაყაში (ამარანტში) გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა მცენარეებში.

ამინომჟავები. ხელს უწყობს გაახალგაზრდავებას და ხელს უშლის დაბერებას, ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს და აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.

ვიტამინი С. აძლიერებს და აღადგენს ორგანიზმის თავდაცვის ბუნებრივ უნარს.

რკინა. მაღლა წევს სისხლში ჰემოგლობინს, აჩერებს ანემიას.

მინერალური ნივთიერებები. კალციუმი, კალიუმი, მანგანუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, სპილენძი, ნატრიუმი, სელენიუმი და ა.შ.

ვიტამინები. დიდი რაოდენობითაა С, А, და В ჯგუფის ვიტამინები.

ტანინები. აუმჯობესებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას, გამოირჩევიან გამაძლიერებელი ეფექტით და ხსნიან დიარეის სიმპტომებს.

ქიმიური სტრუქტურის თავისებურებებიდან გამომდინარე, ჯიჯლაყას (ამარანტის) თესლი კარგი საშუალებაა ქიმიოთერაპიის შემდეგ ორგანიზმის აღსადგენად. ისინი აძლიერებენ უჯრედების რეგენერაციის უნარს და ორგანიზმს აჯერებენ ჟანგბადით.

ჯიჯლაყას გამოყენება

საუკუნეების განმავლობაში ჯიჯლაყას (ამარანტის) თესლს იყენებდნენ მრავალი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით. ხალხური მედიცინა გვირჩევს გამოვიყენოთ მცენარე შემდეგ შემთხვევებში:

  • გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები - ათეროსკლეროზი, იშემია, სისხლდენა, ქოლესტერინის მაღალი დონე, ბუასილი.
  • საშარდე სისტემის დაავადებები, შარდსასქესო ორგანოების ანთებითი პროცესები.
  • ღვიძლის დაავადებები, ჰეპატიტი.
  • დიაბეტი.
  • ჭარბი წონა, სიმსუქნე, ორგანიზმში შლაკების დაგროვება.
  • ავიტამინოზი, ანემია, ენერგიის დაკარგვა.
  • ნერვული სისტემა - ნევროზები, გუნება-განწყობილების უეცარი ცვლა.
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები - წყლული, გასტრიტი.
  • პირის ღრუს ინფექციური დაავადებები.
  • ქალთა დაავადებები - მტკივნეული მენსტრუაცია, ენდომეტრიოზი, ეროზია.
  • კანის დაავადებები - ჭრილობები, ბზარები, დამწვრობა, სოკოები, ეგზემა, გამონაყარი, ფსორიაზი, დერმატიტი და ა.შ.

ჯიჯლაყას (ამარანტის) თესლი არის ძლიერი იმუნომასტიმულირებელი საშუალება. რეკომენდებულია სეზონური დაავადებების დროს გამოყენება მათი თავიდან აცილების მიზნით. მცენარეს აქვს ორგანიზმის გამაძლიერებელი მოქმედება.

ჯიჯლაყას სასარგებლო თვისებები

მდიდარი და მრავალფეროვანი ქიმიური შემადგენლობის გამო, მცენარის ნაყოფს აქვს მრავალმხრივი ეფექტი. ნატურალურ პროდუქტს აქვს შემდეგი სახის ზემოქმედება ორგანიზმზე:

  • მკვებავი.
  • სისხლდენის შემაჩერებელი.
  • ანთების საწინააღმდეგო.
  • გამაძლიერებელი.
  • ანტიბაქტერიული.
  • გამაყუჩებელი.
  • ჰემატოგენური.
  • კიბოს საწინააღმდეგო.
  • აღადგენს მეტაბოლურ პროცესებს ორგანიზმში.
  • ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.
  • ახდენს სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას, აძლიერებს სისხლძარღვებს.
  • ზრდის ლიპოლიზის პროცესებს.

ამარანტი ზრდის ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვის უნარს და ხელს უშლის მთელი რიგი დაავადებების განვითარებას. ხალხური მედიცინა, გვირჩევს გამოვიყენოთ მცენარე ორგანიზმში ცილების, ვიტამინებისა და მინერალური ნაერთების მარაგების შესავსებად.

ჯიჯლაყას გამოყენება

ნაყენის დასამზადებლად საჭიროა 10 გრ. ჯიჯლაყას თესლი. დავასხათ 200-250 მლ. მდუღარე წყალი, გავაჩეროთ ნახევარი საათი და გადავდოთ გვერდზე. ნაყენის მიღება შეიძლება დღეში სამჯერ ჭამის წინ.

კანის დაავადებების სამკურნალოდ (ეგზემა, ფსორიაზი, დერმატიტი), ჯიჯლაყას ნაყენი გამოიყენება გარეგანად.

გაფრთხილება

არ მიიღოთ თუ გაქვთ ინდივიდუალური აუტანლობა.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.