სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ვიტამინი B1 თიამინი
ვიტამინი B1 თიამინი
250 აბი / 1 აბი არის 100 მილიგრამი
60 – 29.00 ლარი
120 – 42.00 ლარი
250 – 72.00 ლარი
ამერიკის შეერთებული შტატები / კომპანია – Piping Rock

60 ან 120 აბის შეძენის შემთხვევაში, აბები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.

ვიტამინი B1 თიამინი

ბ1 ვიტამინის ზოგადი დახასიათება. თიამინი (თიამინს ანტინევრიტულ ვიტამინსაც უწოდებენ) თიამინს არ ახასიათებს ორგანიზმში დაგროვება, ამიტომ აუცილებელია ის ორგანიზმში მოხვდეს ყოველდღიურად. B1 ვიტამინი თერმოსტაბილურია, ის 140 გრადუსამდე გათბობას უძლებს მჟავე გარემოში, ხოლო ტუტე და ნეიტრალურ გარემოში მაღალ ტემპერატურაზე მისი მდგრადობა მცირდება.

რა იწვევს B1 ვიტამინის მოთხოვნილების ზრდას?


  1. ფიზიკური დატვირთვა.
  2. სპორტით დაკავებისა.
  3. ცივი კლიმატური პირობები(მოთხოვნა იზრდება 30-50 %-მდე).
  4. ნერვულ-ფსიქიკური დაძაბულობა.
  5. ორსულობა და ძუძუთი კვება.
  6. ზოგიერთ ქიმიკატებთან მუშაობა (ვერცხლის წყალი, დარიშხანი).
  7. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები.
  8. შაქრიანი დიაბეტი.
  9. მწვავე და ქრონიკული ინფექციები.
  10. ანტიბიოტიკებით მკურნალობა.

B1 ვიტამინის მოქმედება და დადებითი თვისებები

B1 ვიტამინი დიდ როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლაში, განსაკუთრებით ნახშირწყლების ცვლაში, ხელს უწყობს საკვები პროდუქტების დაშლას, მონაწილეობს ამინომჟავების ცვლაში. ნახშირწყლები გადაჰყავს ცხიმში.

ბ1 ვიტამინი აუცილებელია ორგანიზმში არსებული ყოველი უჯრედის ნორმალური ფუნქციის შესრულებისთვის, განსაკუთრებით ნერვული ქსოვილისათვის, ის ასტიმულირებს ტვინის მოქმედებას, ენდოკრინულ და გულსისხლძარღვთა სისტემას, აუცილებელია აცეტილქოლინის ცვლისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ნერვული აგზნების გადაცემას. თიამინი აწესრიგებს კუჭის წვენის მჟავიანობას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას სხვადასხვა ინფექციების მიმართ, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, გულისა და კუნთების მუშაობას, უზრუნველყოფს ორგანიზმის ზრდას, მონაწილეობს ცხიმების, ცილების და წყლის ცვლაში.

B1 ვიტამინის უკმარისობის ნიშნები.


  1. მეხსიერების დაქვეითება.
  2. დეპრესია.
  3. დაღლილობა.
  4. შფოთვა.
  5. ხელების კანკალი.
  6. მომატებული გაღიზიანებადობა.
  7. მოუსვენრობა.
  8. თავის ტკივილი.
  9. უძილობა.
  10. ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობა.
  11. კუნთების სისუსტე.
  12. მადის დაქვეითება.
  13. მცირე ფიზიკური დატვირთვისას ქოშინი.
  14. კუნთების კრუნჩხვები და ტკივილი.
  15. კანის წვის შეგრძნება.
  16. სუსტი გახშირებული მაჯისცემა.

რატომ წარმოიქმნება ორგანიზმში B1 ვიტამინის დეფიციტი?
ორგანიზმში თიამინის ნაკლებობის მიზეზი შეიძლება გახდეს ნახშირწყლებით მდიდარი საკვები, ალკოჰოლის, ყავის, ჩაის მიღება, თიამინის რაოდენობა მკვეთრად მცირდება ორგანიზმში ნერვულ-ფსიქიკური დაძაბულობისას.

B1 ვიტამინის მიღების წესი

ზრდასრულებისთვის 1 ან 2 – ჯერ დღეში ჭამის დროს.

გაფრთხილება

თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი. გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.