სამუშაო საათები 9:00 - 22:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ვიტამინი ბ2 - რიბოფლავინი - G
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი, ვიტამინი G, ლაქტოფლავინი)
180 აბი / 1 აბი არის 100 მილიგრამი
60 – 19.00 ლარი
120 – 29.00 ლარი
1 – 39.00 ლარი
ამერიკის შეერთებული შტატები / კომპანია – Piping Rock

60 ან 120 აბის შეძენის შემთხვევაში, აბები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.

ვიტამინი B2

მას სხვადასხვა დასახელებიც აქვს, რიბოფლავინი, ლაქტოფლავინი, G ვიტამინი, B2 ვიტამინი მიეკუთვნება ფლავინებს, არის ყვითელი ფერის (ყვითელი პიგმენტის გამო) გარე ფაქრორების მიმართ არის მდგრადი, კარგად იტანს გახურებას, მგრძნობიარეა მზის პირდაპირი სხივების მიმართ, მისი ზემოქმედებით კარგავს თავის თვისებებს. ადამიანის ორგანიზმში სინთეზირდება ნაწლავურ ფლორაში.

რა იწვევს B2 ვიტამინის მოთხოვნილების ზრდას?


  1. დიდი ფიზიკური დატვირთვა.
  2. ორსულობა და ძუძუთი კვება.
  3. სტრესი.

რიბოფლავინის ათვისება - მწვანე ბოსტნეული შეიცავს რიბოფლავინს, მისი კარგი ათვისებისთვის ბოსტნეული უნდა მოიხარშოს. B2 ვიტამინს ორგანიზმი კარგად აითვისებს თუ კუჭ-ნაწლავში არის საკვები, ამიტომ ვიტამინი პრეპარატის სახით უმჯობესია მიიღოთ ჭამის დროს ან მაშინვე ჭამის შემდეგ.

B2 ვიტამინის მოქმედება და დადებითი თვისებები.

B2 ვიტამინი მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების დაშლაში, ის აუცილებელია ორგანიზმის, როგორც ერთიმთლიანის ნორმალური ცხოველქმედებისთვის. რიბოფლავინი შედის ათეულობით ფერმენტის და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემადგენლობაში. რიბოფლავინი აუცილებელია ქსოვილების განახლებისათვის და ზრდისათვის. დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაძე, ღვიძლზე, კანზე, ლორწოვან გარსზე, ის აუცილებელია ორსულობის პერიოდში ნაყოფის ნორმალური ჩამოყალიბებისთვის, ბავშვის ზრდისთვის. უზრუნვეკყოფს კანის, თმის და ფრჩხილების ჯანმრთელობას.

სხვა ესენციურ ელემენტებთან მოქმედება: ვიტამინი B2 ვიტამინ A - სთან ერთად უზრუნველყოფს კარგ მხედველობას, B6, K, PP ვიტამინთან და ფოლიუმის მჟავასთან მოქმედებით ორგანიზმში გადადის აქტიურ ფორმაში.

B2 ვიტამინის დადებითი თვისებები და მოქმედება.


  1. რიბოფლავინი აქტიურად მონაწილეობს ზოგიერთი ჰორმონის წარმოქმნაში.
  2. მონაწილეობს ერითროციტების წარმოქმნაში.
  3. მონაწილეობს ატფ-ის სინთეზში.
  4. იცავს ბადურას ულტრა იისფერი სხივებისაგან.
  5. ამაღლებს მხედველობის სიმახვილეს.
  6. უზრუნველყოფს სინათლის და ფერების აღქმას.

უმნიშვნელო მაგრამ ხანგრძლივი დროით თუ ორგანიზმი განიცდის B2 ვიტამინის დეფიციტს შეიძლება ტუჩებზე კანი არ აიქერცლოს, მაგრამ ზედა ტუჩი ზომაში მცირდება, რაც ხანშიშესულებში განსაკუთრებით კარგად შესამჩნევია.

გარე ფაქტორები რომლებიც მოქმედებენ პროდუქტებში არსებულ B2 ვიტამინზე, მაგალითად თერმული დამუშავებისას პროდუქტებში B2 ვიტამინი მცირდება 5-40%-მდე. რიბოფლავინი უძლებს მაღალ ტემპერატურას და მჟავე გარემოს, მაგრამ ადვილად იშლება ტუტე გარემოში და პირდაპირი სინათლის ზემოქმედებისას.

რატომ წარმოიქმნება ორგანიზმში B2 ვიტამინის დეფიციტი, ორგანიზმში ვიტამინის ნაკლებობის მიზეზი ხშირად არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, როდესაც დარღვეულია შეწოვის პროცესები, კვების რაციონში ცილების ნაკლებობის დროს, B2 ვითამინის ანტაგონისტი მედიკამენტების მიღების შემთხვევაში. მომატებულია რიბოფლავინის ხარჯვა, სხვადასხვა ინფექციური, ფარისებური ჯირკვლის დაავადებების დროს.

B2 ვიტამინის უკმარისობის ნიშნები


  1. კანის აქერცვლა ტუჩებზე, პირის ირგვლივ, ცხვირის ნესტოებზე, ყურებზე, ცხვირ-ტუჩის მიდამოში.
  2. ნახეთქები პირის კუთხეებში.
  3. შეგრძნება თითქოს თვალებში ქვიშაა.
  4. თვალებიდან ცრემლის დენა, სიწითლე და ქავილი.
  5. ჭრილობების ნელა შეხორცება.
  6. სინათლის შიში.
  7. ენა შეშუპებული და ჰიპერემიულია.

ბ2 ვიტამინის მიღების წესი

ზრდასრულებისთვის 1 ან 2 – ჯერ დღეში ჭამის დროს.

გაფრთხილება

თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი. გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

Vitamin B2 100 mg

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 9:00 - 22:00
საბანკო რეკვიზიტები
საქ • GE58BG0000000702204300GEL
თბს • GE10TB7321245061100066
საკონტაქტო ინფორმაცია
Mail: [email protected] TEL: +995597760989 TEL: +995597989878
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დეგეკისრებათ პასუხისმგებლობა.