სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ბროწეულის ნაყოფის ქერქის ნაყენი
ბროწეულის ნაყოფის ქერქის ნაყენი
ფლაკონში არის - 100 მილილიტრი
1 – 16.00 ლარი
2+1 - 32 ლ
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით. ფლაკონზე მითითებულია ინსტრუქცია და ვადა.

ბროწეულის ქერქის ნაყენი

ბროწეულის ქერქი დამზადებულია მხოლოდ ბუნებრივი პროდუქტებისგან. ბროწეულის ნაყოფის ქერქისა და 70% ხორბლის სპირტისგან. კონცენტრაცია არის 1:10. ნაყენი არის საკმაოდ კონცენტრირებული და იძლევა კარგ შედეგებს. არსებობს ამ პროდუქტის გამოყენების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელმაც დაამტკიცა თავისი შედეგებით, რომ მისი გამოყენება ნამდვილად სასარგებლოა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბროწეულის ქერქმა მასში არსებული ტანინების (მთრიმლავი) ნივთიერებების გამო მედიცინაში მოიპოვა ძლიერი ანტი მიკრობული მცენარის სახელი. ისინი აქტიურად ებრძვიან ორგანიზმში შეჭრილ ბაქტერიებს და პარაზიტებს.

ბროწეულის კანის 27 პროცენტი შედგება მთრიმლავი ნივთიერებებისგან. ასევე შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს (ფოსფორი, რკინა, კალიუმი კალციუმი და სხვა) და ვიტამინებს C, B1, B6 და PP.

ბროწეულის ნაყოფის ქერქს აქვს ანტისეპტიკური, შემკვრელი, სიცხის დამწევი, ნაღველმდენი, მატონიზირებელი მოქმედება. ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნის პროცესს და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას.

მედიცინაში გამოიყენება ღვიძლის, თირკმელების, მხედველობის და სმენის ორგანოების ანთებითი პროცესების შესაჩერებლად. ასევე სახსრების ტკივილის, ძვლების მოტეხილობის და საშვილოსნოდან სისხლდენის დროს.


  1. აძლიერერბს იმუნიტეს.
  2. აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება.
  3. ორგანიზმში ებრძვის ანთებით პროცესებს.
  4. არის კარგი შემკვრელი საშუალება.
  5. ორგანიზმი მოჰყავს ტონუსში.
  6. ასტიმულირებს შლაკების გამოდევნის პროცესს.
  7. აჩქარებს ჭრილობების შეხორცების პროცესს.
  8. დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
  9. ებრძვის ნაწლავურ პარაზიტებს.
  10. დადებითად აისახება კანის დაავადებების მკურნალობაზე.
  11. კარგად ებრძვის ფაღარათს (დიარეა).
  12. იყენებენ დეზინტერიის დროს.
  13. ქერქი ითვლება ბუნებრივ ანტიბიოტიკად.
  14. კარგად ებრძვის სოკო კანდიდას
  15. ხელს უშლის ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.

მიღების წესი

გახსენით 1/2 - ჩაის კოვზი ნაყენი 50 მილილიტრ ანადუღარ თბილ წყალში და მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი არაუმეტეს 7 დღისა.

გაფრთხილება

თუ იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს ან გაქვთ ქრონიკული დაავადება გამოიყენეთ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზებს.
არ გამოიყენოთ ჯუჭში შეკრულობის, ნეფრიტის და სწორნაწლავზე არსებული ბზარების დროს.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.