სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ლაშქარას ფესვი კაფსულებში
ლაშქარას ფესვი კაფსულებში
ფლაკონში არის 120 კაფსულა / 1 კაფსულა 400 მილიგრამი
60 – 19.00 ლარი
1 – 35.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

60 კაფსულის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.

ლაშქარა კაფსულებში

ლაშქარა კაფსულებში. ეს არის ნატურალური პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს არანაირ დანამატებს. კაფსულებში მოთავსებულია მცენარის ფხვნილი რომელიც ძალიან პრაქტიკულია გამოყენებაში. კაფსულირებული ოკოპნიკი გაცილებით ეფექტიანი და უსაფრთხოა გამოყენებაში. ამავე დროს იძლევა კარგ შედეგებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლაშქარას სამკურნალო თვისებები ალანტოინის და როზმარინის მჟავას დამსახურებაა. ეს ნაერთები ადვილად აღწევენ კანში, აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ტკივილგამაყუჩებელი და შეშუპების დამცხრობი ეფექტი. როზმარინის მჟავას აქვს თავისუფალი რადიკალების განეიტრალების უნარი, ხოლო ალანტოინს ეპიდერმისის და ქსოვილების რეგენერაციის უნარი.

ლაშქარას გამოყენების სპექტრი ფართოა და მოიცავს არა მარტო მედიცინას. ყველაზე ხშირად ფესვისგან დამზადებულ პრეპარატებს იყენებენ რთულად შეხორცებადი ტრავმების დროს. ის დამხმარეა შემდეგი სახის პრობლემების დროს:

  1. დაჭიმულობა.
  2. ნაღრძობი.
  3. სისხლჩაქცევები.
  4. ზურგისა და კუნთების ტკივილი.
  5. რევმატიზმი.
  6. სახსრების ტკივილი.
  7. ოსტეოპოროზი.
  8. დამწვრობა.
  9. მოყინვა.
  10. კანის გაღიზიანება.
  11. კანის წყლულოვანი დაზიანება.
  12. ღია და დახურული მოტეხილობა.
  13. მყესების დაჭიმულობა და გაწყვეტა.

ლაშქარას ფესვი შეიცავს ნუტრიენტების კომპლექსს, რომელიც სწრაფად ხსნის ძვლებისა და სახსრების ტკივილს, შეშუპებას და ანთებას. ძირითადი კომპონენტია ნივთიერება ალანტოინი. ეს აჩქარებს ინერტული ქსოვილების შერწყმას, აქვს გამოხატული რეგენერაციული ეფექტი, ასტიმულირებს ახალი უჯრედების წარმოქმნას და აღადგენს დაზიანებულ ადგილებს.

სპორტსმენები მას აფასებენ მისი უნარის გამო, შეამსუბუქოს ტკივილი კუნთების დაჭიმვისა და ტრავმების დროს.

ლაშქარას ექსტრაქტი შედის ბევრი ფარმაკოლოგიური პრეპარატის შემადგენლობაში.

მეცნიერული კვლევები ადასტურებს მის უნარს დადებითი ზემოქმედება მოახდინოს საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვან გარსზე, იმუნურ სისტემაზე და ლეიკოციტების გამომუშავებაზე. ივარაუდება, რომ მას შეუძლია კიბოს განკურნება.

მიღების ინსტრუქცია

შინაგანი გამოყენებისთვის. მიიღეთ 1 კაფსულა დღეში 3 ჯერ ჭამის დროს, სასურველია მცირე წყალთან ერთად. არაუმეტეს 10 დღისა.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი.

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მომართეთ მკურნალ ექიმს.

ასევე თუ გაქვს ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურანლო პრეპარატებს გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ლაშქარას გამოყენება 10 დღეზე მეტ ხანს არ შეიძლება.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.