სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ლაშქარას ნაყენი წვეთები
ლაშქარას ფესვის ნაყენი
ფლაკონში არის 100 მილილიტრი
1 – 16.00 ლარი
2+1 - 32 ლ
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით. ფლაკონზე მითითებულია ინსტრუქცია და ვადა.

ლაშქარას ნაყენი

ლაშქარას ფესვის ნაყენი დამზადებულია მხოლოდ ბუნებრივი პროდუქტებისგან. ოკოპნიკის ფესვისაგან და 70% ხორბლის სპირტისგან. კონცენტრაცია არის 1:10. ნაყენი არის საკმაოდ კონცენტრირებული და იძლევა კარგ შედეგებს. არსებობს ამ პროდუქტის გამოყენების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელმაც დაამტკიცა თავისი შედეგებით, რომ მისი გამოყენება ნამდვილად სასარგებლოა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლაშქარას სამკურნალო თვისებები ალანტოინის და როზმარინის მჟავას დამსახურებაა. ეს ნაერთები ადვილად აღწევენ კანში, აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ტკივილგამაყუჩებელი და შეშუპების დამცხრობი ეფექტი. როზმარინის მჟავას აქვს თავისუფალი რადიკალების განეიტრალების უნარი, ხოლო ალანტოინს ეპიდერმისის და ქსოვილების რეგენერაციის უნარი.

ლაშქარას გამოყენების სპექტრი ფართოა და მოიცავს არა მარტო მედიცინას. ყველაზე ხშირად ფესვისგან დამზადებულ პრეპარატებს იყენებენ რთულად შეხორცებადი ტრავმების დროს. ის დამხმარეა შემდეგი სახის პრობლემების დროს:

  1. დაჭიმულობა.
  2. ნაღრძობი.
  3. სისხლჩაქცევები.
  4. ზურგისა და კუნთების ტკივილი.
  5. რევმატიზმი.
  6. სახსრების ტკივილი.
  7. ოსტეოპოროზი.
  8. დამწვრობა.
  9. მოყინვა.
  10. კანის გაღიზიანება.
  11. კანის წყლულოვანი დაზიანება.
  12. ღია და დახურული მოტეხილობა.
  13. მყესების დაჭიმულობა და გაწყვეტა.

ლაშქარას ფესვი შეიცავს ნუტრიენტების კომპლექსს, რომელიც სწრაფად ხსნის ძვლებისა და სახსრების ტკივილს, შეშუპებას და ანთებას. ძირითადი კომპონენტია ნივთიერება ალანტოინი. ეს აჩქარებს ინერტული ქსოვილების შერწყმას, აქვს გამოხატული რეგენერაციული ეფექტი, ასტიმულირებს ახალი უჯრედების წარმოქმნას და აღადგენს დაზიანებულ ადგილებს.

გამოიყენება სავლებ საშუალებად ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს.

სპორტსმენები მას აფასებენ მისი უნარის გამო, შეამსუბუქოს ტკივილი კუნთების დაჭიმვისა და ტრავმების დროს.

ლაშქარას ექსტრაქტი შედის ბევრი ფარმაკოლოგიური პრეპარატის შემადგენლობაში.

მეცნიერული კვლევები ადასტურებს მის უნარს დადებითი ზემოქმედება მოახდინოს საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვან გარსზე, იმუნურ სისტემაზე და ლეიკოციტების გამომუშავებაზე. ივარაუდება, რომ მას შეუძლია კიბოს განკურნება.

გამოყენების ინსტრუქცია

შინაგანი გამოყენება. 15-25 წვ. გახსენით 30 მლ. თბილ ანადუღარ წყალში და მიიღეთ დღეში 3 ჯერ. ჭამამდე 30 წუთით ადრე. არაუმეტეს 10 დღისა.

გარეგანი გამოყენება. ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კომპრესების სახით ასევე შეიზილოთ პრობლემურ ადგილებში. არ გამოიყენოთ ღია ჭრილობებზე.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი.

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მომართეთ მკურნალ ექიმს.

ასევე თუ გაქვს ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურანლო პრეპარატებს გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

არ არის რეკომენდირებული ლაშქარას გამოყენება ღია ჭრილობის დროს, რადგან ასეთ შემთხვევაში ადვილად შეიძლება მოხდეს მავნე ნივთიერებების (ალკალოიდების) სისხლში შეწოვა. მისი გამოყენება უმჯობესია, როცა ჭრილობა უკვე შეხორცებულია.

ლაშქარას გამოყენება 10 დღეზე მეტ ხანს არ შეიძლება.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.