სამუშაო საათები 9:00 - 22:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
კომშის სიროფი 100 მლ
კომშის სიროფი / ნაყოფი და ფოთოლი
ბოთლში არის 100 მილილიტრი
1 – 14.00 ლარი
2+1 - 28 ლ
საქართველო / მწვანე აფთიაქი

სიროფი მოგეწოდებათ პლასმასის ბოთლით, როგორც არის ფოტოზე.

კომშის სიროფი / ნაყოფი და ფოთოლი

სიროფი დამზადებულია აღნიშნული ნედლეულისგან, შაქრისგან და ლიმონმჟავისგან. პროდუქტი არის 100% ნატურალური. არ შეიცავს სხვა არც ერთ დანამატს გარდა მითითებული ინგრედიენტებისა. სიროფი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც საკვებად ასევე სამკურნალო მიზნით. სიროფი არის კონცენტრირებული რის გამოც აქვს მუქი ფერი. აქვს მითითებული ნედლეულისვის დამახასიათებელი გემო და სუნი. არის ტკბილი, ამიტომ ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტი ის სიფრთხილით უნდა გამოიყენონ.

შემადგენლობა

კომშის ფოთოლი, Лист айвы, Cydonia oblonga

კომშის ფოთოლი გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ: ასთმა, ბრონქიტი, ხველა. ასევე ანემია, კუჭქვეშა ჯირკვალი ანთებითის პროცესები, შარდ გამომყვანი სისტემის დაავადებები, ჰიპერტონია, ღვიძლის პათოლოგიები. ასევე ძალიან კარგია წონის კორექციისთვის.

კომშის ნაყოფი

კომშის ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით, რომლებიც ორგანიზმს ეხმარება აღიდგინოს იმუნური სისტემა და გაზარდოს გამძლეობა. ნაყოფი კარგია ასთმის, ანემიის, გულისა და სისხლ-ძარღვების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომშის სიროფი დამზადებულია ფოთლისგან და ნაყოფისგან, ასეთი ნაკრები შეიცავს კომშის სასარგებლო ნივთიერებების სრულ სპექტრს, რის შედეგადაც გაცილებით ეფექტურია ვიდრე ცალკე აღებული ფოთოლი ან ნაყოფი. ის დადებითად მოქმედებს სასუნთქი გზების და კუჭ-ნაწლავის დაავადებებზე. არის კარგი იმუნოსტიმულატორი და სისხლაღმდგენი საშუალება. ძალიან კარგია წონის კორექციისთვის, რადგან შეიცავს სუკინის მჟავას რაც ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას.

გამოყენება მედიცინაში

კომშის სიროფი გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ: ასთმა, ბრონქიტი და ხველა. ასევე კარგია შარდ გამომყვანი სისტემის და კუჭ-ნაწავის დაავადებების სამკურნალოდ. გარდა ამისა იყენებენ: ანემიის, ჰიპერტონიის, ღვიძლის პათოლოგიების და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების სამკურნალოდ.

• ასთმა • ხველა • ბრონქიტი

დოზირება

შინაგანი მიღების ინსტრუქცია. 1 ჩ/კ სიროფი მიიღეთ დღეში 2 - 3 ჯერ ჭამის დროს ან ჭამის მერე 30 წუთის შემდეგ. სიროფი შეგიძლიათ გახსნათ მცირე წყალში (30 - 50 მლ.) და ასე მიიღოთ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია მკურნალობის კურსის გამეორება 2 კვირიანი შესვენების შემდეგ.

უკუჩვენებები

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ, ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი.

ანტიბიოტიკებთან ერთად მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

პლევრიტის შემთხვევაში მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, გამოყენებამდე მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს.

ქრონიკული ყაბზობის (შეკრულობის) შემთხვევაში მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 9:00 - 22:00
საბანკო რეკვიზიტები
საქ • GE58BG0000000702204300GEL
თბს • GE10TB7321245061100066
საკონტაქტო ინფორმაცია
Mail: [email protected] TEL: +995597760989 TEL: +995597989878
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დეგეკისრებათ პასუხისმგებლობა.