სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ტუხტის სამკურნალო ფესვი, ალთეას ხმელი ფესვები
ტუხტის ხმელი ფესვები
შეფუთვაში არის 100 გრამი
1 – 19.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოგეწოდებათ მუყაოს ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაში. როგორც ასახულია სურათზე.

ტუხტის ხმელი ფესვები

მშრალი ნედლეული მოთავსებულია მუყაოს ქაღალდის შეფუთვაში. მცენარემ გაიარა შეგროვების და დამუშავების ყველა აუცილებელი პროცესი. მას შენარჩუნებული აქვს ყველა ფარმაკოლოგიური და გემოვნური თვისება. შეფუთვაზე მითითებულია ვარგისიანობის ვადა და დამზადების რეცეპტი. მუყაოს ქაღალდი იდეალურად ინახავს მცენარეს დიდი ხნის განმავლობაში. პროდუქტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. არაუმეტეს 25​°C.

ძირტკბილას ფესვი, Солодки корни, Glycyrrhiza glabra L.

ტუხტის ფესვი არის მოკლე მაგრამ საკმაოდ მსხვილი, ხორციანი და დატოტვილი. მთავარი ფესვის დიამეტრი არის 2 სმ. ფესვი გარედან არის ნაცრისფერი ხოლო შიგნიდან თეთრი.

ქიმიური შემადგენლობა

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტუხტის ფესვს აქვს დამარბილებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ნახველის გამათხელებელი, ამოსახველებელი, ლორწოს გამოსადევნი და სასუნთქი გზების ფუნქციის ამღდგენი თვისებები.

• ანთების საწინააღმდეგო • ტკივილგამაყუჩებელი • ამოსახველებელი

გამოყენება მედიცინაში

ტუხტის ფესვი გამოიყენება სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ანთების, ხველის, ყივანახველის, ტრაქეიტის, ბრონქული ასთმის, შარდგამომყვანი გზების ანთებითი დაავადებების, გაძნელებული შარდვის და შარდ-კენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ. ასევე კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ფაღარათის, დეზინტერიის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ.

ტუხტის ფესვი გარეგანად გამოიყენება ღრძილების ანთების, თვალის ლორწოვანი გარსის ანთების და კანის ანთებითი პროცესების სამკურნალოდ.

• ხველა • ყივანახველა • ტრაქეიტი • ასთმა • ფაღარათი • დეზინტერია • კუჭის წყლული • თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული

დოზირება

ცივი ნაყენი. აიღეთ დაქუცმაცებული მცენარე 10 გრამი და დაასხით 200 მლ. ანადუღარი ცივი წყალი, გააჩერეთ 8 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ ორმაგ დოლბანდში. მიღებული ნაყენი მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე, თითო ჯერზე ჭიქის 1/3 ნაწილი.

ცხელი ნაყენი. აიღეთ დაქუცმაცებული მცენარე 10 გრამი და დაასხით 200 მლ. მდუღარე წყალი, გააჩერეთ 45 წუთი (გაგრილებამდე). შემდეგ გადაწურეთ ორმაგ დოლბანდში. მიღებული ნაყენი მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე, თითო ჯერზე ჭიქის 1/3 ნაწილი.

ნახარში. აიღეთ დაქუცმაცებული მცენარე 10 გრამი და დაასხით 300 მლ. წყალი. დადგით წყლის აბაზანაზე და ადუღეთ 20-30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ გააგრილებამდე, გადაწურეთ ორმაგ დოლბანდში. მიღებული ნაყენი მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე, თითო ჯერზე ჭიქის 1/3 ნაწილი.

სველი საფენი. რამდენიმე ფენა დოლბანდი დაასველეთ ნახარშში და ოდნავ გაწურეთ, შემდეგ დოლბანდი დაიდეთ მტკივან ადგილზე. გაიჩერეთ 3-5 წუთის განმავლობაში და შეცვალეთ ახლით. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 3-4 ჯერ.

უკუჩვენებები

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ, ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი.

თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, გამოყენებამდე მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს.

შეიძლება აღინიშნოს პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.