სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ტუხტის ფესვის ჩაი
ტუხტის ფესვის ჩაი
კოლოფში არის 30 ფილტრ-ქაღალდი / 1 ფილტრ-ქაღალდში არის 2 გრამი.
1 – 25.00 ლარი
2 – 45.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

ტუხტის ფესვის ჩაი

კოლოფში მოთავსებულია ერთჯერადი ფილტრ-ქაღალდები რომლებშიც მოთავსებულია წვრილად დაქუცმაცებული ნედლეულის მშრალი ფხვნილი. ამ სახით ცხელი ნაყენის დამზადება გაცილებით კომფორტული და პრაქტიკულია. ამავე დროს ნაყენის დასაყენებლად დაგჭირდებათ გაცილებით ნაკლები დრო ვიდრე მცენარის ან ფხვნილის გამოყენების შემთხვევაში.

ძირტკბილას ფესვი, Солодки корни, Glycyrrhiza glabra L.

ტუხტის ფესვი არის მოკლე მაგრამ საკმაოდ მსხვილი, ხორციანი და დატოტვილი. მთავარი ფესვის დიამეტრი არის 2 სმ. ფესვი გარედან არის ნაცრისფერი ხოლო შიგნიდან თეთრი.

ქიმიური შემადგენლობა

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტუხტის ფესვს აქვს დამარბილებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ნახველის გამათხელებელი, ამოსახველებელი, ლორწოს გამოსადევნი და სასუნთქი გზების ფუნქციის ამღდგენი თვისებები.

• ანთების საწინააღმდეგო • ტკივილგამაყუჩებელი • ამოსახველებელი

გამოყენება მედიცინაში

ტუხტის ფესვი გამოიყენება სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ანთების, ხველის, ყივანახველის, ტრაქეიტის, ბრონქული ასთმის, შარდგამომყვანი გზების ანთებითი დაავადებების, გაძნელებული შარდვის და შარდ-კენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ. ასევე კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ფაღარათის, დეზინტერიის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ.

ტუხტის ფესვი გარეგანად გამოიყენება ღრძილების ანთების, თვალის ლორწოვანი გარსის ანთების და კანის ანთებითი პროცესების სამკურნალოდ.

• ხველა • ყივანახველა • ტრაქეიტი • ასთმა • ფაღარათი • დეზინტერია • კუჭის წყლული • თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული

დოზირება

ჩაის პაკეტი მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით მდუღარე წყალი, ცხელ წყალში გააჩერეთ 3-5 წუთის განმავლობაში, თუ გსურთ უფრო ძლიერი ნაყენის მიღება შეგიძლიათ გააჩეროთ უფრო დიდხანს. მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

უკუჩვენებები

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ, ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი.

თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, გამოყენებამდე მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს.

შეიძლება აღინიშნოს პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.