სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ანწლის ნაყოფი კაფსულებში
ანწლის ნაყოფი კაფსულებში
ფლაკონში არის 120 კფ / 1 კაფსულა არის 350 მგ.
საქართველო / მწვანე აფთიაქი

60 კაფსულის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.

ანწლის ნაყოფი კაფსულებში

კაფსულებში მოთავსებულია წმინდად დაფქული მცენარის ფხვნილი. ფხვნილის სახით მცენარის მიღება ამარტივებს მის დოზირებულ მიღებას. მცენარის ასეთი სახით მიღებას აქვს თავისი უპირატესობა რადგან ორგანიზმში ხვდება მთლიანი სახით. შედეგად ორგანიზმი საკვებთან ერთად ითვისებს მასში შემავალ ყველა სასარგებლო ნივთიერბას. ამავე დროს კაფსულირებული ნედლეული გაცილებით დიდხანს ინარჩუნებს ფარმაკოლოგიურ და სამკურნალო თვისებებს ვიდრე პირდაპირი სახით.

ანწლის ნაყოფი, Ягоды бузины травянистой, Sambucus ebulus L.

ანწლის ნაყოფი არის სფეროსებური ფორმის, აქვს მუქი იისფერი ან შავი ფერი. ნაყოფის გულში არის პატარა წიპწა. ნაყოფი არის რბილი და აქვს არასასიამოვნო არომატი. ნაყოფი მცენარეზე განთავსებულია ქოლგისებური ფორმის მტევანზე. სიმწიფეში შედის სექტემბერ-ოქტომბერში.

ქიმიური შემადგენლობა

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანწლის ნაყოფი არის ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული საშუალება. ის ასტიმულირებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის პროცესს და აუმჯობესებს იმუნიტეტს. გარდა ამისა ხელს უშლის და ასევე ებრძვის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის პროცესს. დადებითად მოქმედებს სასუნთქი სისტემის ჯანმრთელობაზე. ორგანიზმიდას გამოდევნის შარდმჟავას, აქვს მსუბუქი დამაშვიდებელი ეფექტი. დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობაზე: აქვს ფაღარათის საწინააღმდეგო ძლიერეად გამოხატული მოქმედება (შემკვრელი თვისება) და ა.შ.

• ანთების საწინააღმდეგო • ანტიბაქტერიული • შარდმდენი • ანტივირუსული • შემკვრელი

გამოყენება მედიცინაში

ანწლის ნაყოფი გამოიყენება სასუნთქი სისტემის სამკურნალოდ: ტუბერკულოზი, ხველა, პლევრიტი. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ: ფაღარათი, ბუასილი, საჭმლის გაძნელებული მონელება. უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის კარგად ებრძვის ნებისმიერი სახის სისმსივნურ დაავადებას. გარდა ამისა არის კარგი იმუნოსტიმულატორი. გამოიყენება რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ: გაციება, გრიპი და ვირუსული ინფექციები.

• ხველა • პლევრიტი • ფაღარათი • ბუასილი • სიმსივნე (კიბო)

დოზირება

მიიღეთ 1 კაფსულა დღეში 3 ჯერ ჭამის დროს მცირე წყალთან ერთად.

უკუჩვენებები

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ, ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი.

თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, გამოყენებამდე მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს.

შეიძლება აღინიშნოს პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.

არ გადაჭარბოთ მითითებულ დოზებს.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.