ნივრის ზეთი თხევადი ფორმით

ბოთლში არის 100 მილილიტრი
მარაგშია
19.00 ლარი

2 34.00 ლარი
მოგეწოდებათ ფოტოზე მოცემული სახით.

ნივრის ზეთი 100 მილილიტრი

გთავაზობთ ნივრის ზეთს თხევადი ფორმით. პროდუქტი არის ნივრის მაღალკონცენტრირებულ ექსტრაქტი, რომელიც მიღებულია ნივრის ბოლქვების და ცივად დაწურული სელის თესლის ზეთის მაცერაციის (დაყენების) გზით. ექსტრაქციის ეს მეთოდი უზრუნველყოფს ნივრის ბიოაქტიური ნაერთების, მათ შორის ალიცინის, მაქსიმალურ შენარჩუნებას, რომელიც ცნობილია თავისი ძლიერი ანტიოქსიდანტური და იმუნომასტიმულირებელი თვისებებით. სელის თესლის ზეთი, თავის მხრივ, მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რაც ამ პროდუქტს კიდევ უფრო სასარგებლოს ხდის ჯანმრთელობისთვის. პროდუქტი არ შეიცავს სხვა დანამატებს.

  • მწარმოებელი - საქართველო / მწვანე აფთიაქი.
  • ბოთლის მასალა - (პეტ) პლასტმასი.
  • ზეთის მოცულობა - 100 მილილიტრი.
  • შემადგენლობა:
  • ნივრის 20% ზეთოვანი ექსტრაქტი.
  • საბაზისო ზეთი - ცივად დაწურული სელის ზეთი.

ნივრის ზეთი თხევადი ფორმით წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს, რომელიც ფართოდ გამოიყენება როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე მედიცინაში. მისი მიღება შესაძლებელია როგორც შიგნით, ასევე გარეგანი გამოყენებისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია დაიცვათ რეკომენდებული დოზირება და გაითვალისწინოთ შესაძლო უკუჩვენებები.

დოზირება

  • შიგნით მისაღებად: დაიწყეთ მცირე დოზით (1-2 წვეთი) და თანდათან გაზარდეთ საჭიროებისამებრ, მაგრამ არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას 5-6 წვეთს. ყოველთვის გახსენით ნივრის ზეთი წყალში ან წვენში მიღებამდე.
  • გარეგანი გამოყენებისთვის: დაიწყეთ მცირე რაოდენობით და თანდათან გაზარდეთ საჭიროებისამებრ. არ წაისვათ ნივრის ზეთი პირდაპირ ღია ჭრილობებზე ან დაზიანებულ კანზე.

გაფრთხილება

  • არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე.
  • გამოიყენეთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურანლო პრეპარატებს, ან ხართ 18 წლამდე ასაკის მოზარდი.

მსგავსი პროდუქტები