ნივრის ზეთი კაფსულებში

ფლაკონში არის 120 კაფსულა / 900 მგ
მარაგშია
39.00 ლარი

60 20.00 ლარი
60 კაფსულის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.

ნივრის ზეთი კაფსულებში

გთავაზობთ ნივრის ზეთს კაფსულირებული ფორმით. პროდუქტი არის ნივრის მაღალკონცენტრირებულ ექსტრაქტი, რომელიც მიღებულია ნივრის ბოლქვების და ცივად დაწურული სელის თესლის ზეთის მაცერაციის (დაყენების) გზით. ექსტრაქციის ეს მეთოდი უზრუნველყოფს ნივრის ბიოაქტიური ნაერთების, მათ შორის ალიცინის, მაქსიმალურ შენარჩუნებას, რომელიც ცნობილია თავისი ძლიერი ანტიოქსიდანტური და იმუნომასტიმულირებელი თვისებებით. სელის თესლის ზეთი, თავის მხრივ, მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რაც ამ პროდუქტს კიდევ უფრო სასარგებლოს ხდის ჯანმრთელობისთვის. პროდუქტი არ შეიცავს სხვა დანამატებს.

  • მწარმოებელი - საქართველო / მწვანე აფთიაქი.
  • კაფსულების რაოდენობა ფლაკონში - 120 ცალი.
  • კაფსულის წონა - 900 მილიგრამი.
  • კაფსულის გარსი - ჟელატინი.
  • კაფსულის შიგთავსი:
  • ნივრის 20% ზეთოვანი ექსტრაქტი.
  • საბაზისო ზეთი - ცივად დაწურული სელის ზეთი.

ნივრის ზეთი კაფსულირებული ფორმით წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს, რომელიც გამოიყენება შინაგანი მიღებისთვის. თუმცა მნიშვნელოვანია დაიცვათ რეკომენდებული დოზირება და გაითვალისწინოთ შესაძლო უკუჩვენებები.

ნივრის ზეთის კაფსულირებული ფორმა მოსახერხებელია რამდენიმე ფაქტორის გამო:

  • ზუსტი დოზირება: კაფსულები უზრუნველყოფს ზუსტ და თანმიმდევრულ დოზირებას ყოველ ჯერზე.
  • მარტივი მიღება: კაფსულების გადაყლაპვა მარტივია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უჭირს სითხეების ან ზეთების მიღება.
  • ტრანსპორტირების სიმარტივე: კაფსულები მოსახერხებელია თან წასაღებად მოგზაურობისას ან სამსახურში.
  • ნივრის სუნის თავიდან აცილება: კაფსულები ხელს უშლის ნივრის ძლიერი სუნისა და გემოს გავრცელებას პირის ღრუში, რაც ბევრისთვის უსიამოვნოა.

დოზირება

მიიღეთ დღეში 1 კაფსულა, ჭამის დროს წყალთან ერთად.

გაფრთხილება

  • არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე.
  • გამოიყენეთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურანლო პრეპარატებს, ან ხართ 18 წლამდე ასაკის მოზარდი.

მსგავსი პროდუქტები