მწვანე აფთიაქი

ნეგო ( უკვდავა )

100 გრ
მარაგშია
25 ₾

ნეგო ( უკვდავა ) 100 გ

მოკლე აღწერა

ნეგოს ( უკვდავა ) ყვავილები ხელით არის შეგროვებული ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე და არის 100% ნატურალური. შეგროვებიდან შეფუთვამდე მცენარემ გაიარა ყველა აუცილებელი პროცესი, მათ შორის სათანადოდ გაშრობა და დამუშავება. პროდუქტი განკუთვნილია ფიტოთერაპიული მიზნებისთვის.

პროდუქტის შესახებ

  • მწარმოებელი: მწვანე აფთიაქი (საქართველო).
  • შეფუთვა: მოსახერხებელი მუყაოს პაკეტი ზიპ შესაკრავით.
  • ვარგისიანობის ვადა: მითითებულია ეტიკეტზე.
  • შიგთავსი: სამკურნალო მცენარე ნეგოს ( უკვდავა ) ყვავილები
  • წონა: 100 გ.
  • მდგომარეობა: მთელი, დაუფქვავი.

პროდუქტის სპეციფიკა

ბუნებრივი სახით: პროდუქტი წარმოდგენილია მთელი, დაუფქვავი სახით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურად მეტი სასარგებლო ნივთიერების შენარჩუნებას.

გამოყენების მრავალფეროვნება: შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდის არჩევა (მაგ. ნაყენი, ჩაი).

გამოყენების ჩვენებები

ნეგოს ( უკვდავა ) ყვავილები გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს:

  • ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს;

მოქმედების მექანიზმი

მცენარის გავლენით ძლიერდება ნაღვლის გამოყოფა, იცვლება ნაღვლის შემადგენლობა, მცირდება სისხლში ბილირუბინისა და ქოლესტერინის რაოდენობა, ამასთან იზრდება კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეცია.

გამოყენება

10 გრ (3 სუფრის კოვზი) ნეგოს დაქუცმაცებული ყვავილი, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭქა) ოთახის ტემპერატურის წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წთ-ის განმავლობაში, თან ხშირად ურიეთ. გადმოდგით, გააცივეთ, გაწურეთ. დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე.

ზოგადი რეკომენდაციები:  მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ 10-15 წთ-ით ადრე.


უკუჩვენებები

  • ორსულობა;
  • ლაქტაცია;
  • 18 წლამდე ასაკის ბავშვები;
  • მომატებული მგრძნობელობა მცენარის მიმართ;

გაფრთხილება

გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. განსაკუთრებით გაამახვილეთ ყურადღება ქრონიკული დაავადებების, მედიკამენტების მიღების ან განსაკუთრებული მდგომარეობების (მაგ., ორსულობა) დროს.