მწვანე აფთიაქი ბუნებრივი და მცენარეული პროდუქტების ინტერნეტ მაღაზია

100% ნატურალური

ეკოლოგიურად სუფთა

სწრაფი მიწოდება

მთელი საქართველოს მასშტაბით

ხარისხის გარანტია

შემოწმებული პროდუქცია

ახალი დამატებული

ყველას ნახვა

ყველაზე გაყიდვადი

რას წარმოადგენს მწვანე აფთიაქი?

მწვანე აფთიაქი არის თქვენი სანდო პარტნიორი ეკოლოგიურად სუფთა, არაგენმოდიფიცირებული და 100% ნატურალური პროდუქტების სამყაროში. ჩვენი ონლაინ მარკეტი აერთიანებს უმაღლესი ხარისხის სამკურნალო მცენარეებს, ბუნებრივ ზეთებსა და ფიტოთერაპიულ საშუალებებს. დღევანდელ რეალობაში, როდესაც ნატურალური პროდუქციის პოვნა სულ უფრო რთულდება, ჩვენმა გუნდმა შეძლო შეექმნა სივრცე, სადაც ხარისხი და გამჭვირვალობა უპირველესია.

წლების გამოცდილებამ და მომხმარებელთა ნდობამ დაგვარწმუნა, რომ ბუნებრივი მკურნალობა შეუცვლელია. ჩვენი ასორტიმენტი მუდმივად ახლდება, რათა შემოგთავაზოთ საუკეთესო საშუალებები ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად.

ჩვენი ისტორია და მისია

მწვანე აფთიაქი გაიხსნა 2014 წლის 15 დეკემბერს. გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო საზოგადოების მზარდ მოთხოვნაზე — ადამიანები ეძებდნენ სანდო წყაროს ბუნებრივი სამკურნალო საშუალებებისთვის. ჩვენი მისიაა, გავხადოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი და მცენარეული მკურნალობა ხელმისაწვდომი ყველასთვის. ჩვენთვის თქვენი ჯანმრთელობა სულერთი არ არის, ამიტომ თითოეული პროდუქტი გადის მკაცრ შერჩევას.

რატომ ირჩევენ მწვანე აფთიაქს?

თანამედროვე ფარმაცევტულ ბაზარზე არჩევანი დიდია, თუმცა მწვანე აფთიაქი გამოირჩევა ნატურალური შემადგენლობით. დადასტურებულია, რომ გენეტიკურად სუფთა მცენარეები და ბუნებრივი ნივთიერებები ორგანიზმისთვის უფრო უსაფრთხო და ეფექტურია, ვიდრე სინთეზური ქიმიური პრეპარატები. ჩვენ არ უარვყოფთ ტრადიციულ მედიცინას, თუმცა გვჯერა, რომ ბუნებრივი პროფილაქტიკა და მკურნალობა საუკეთესო გზაა დღეგრძელობისკენ. ჩვენთან თქვენ იღებთ არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ სრულიად გამჭვირვალე ინფორმაციას მისი ქიმიური შემადგენლობისა და თვისებების შესახებ.

სად მდებარეობს და როგორ მუშაობს?

ხშირად გვეკითხებიან ჩვენი ფილიალების შესახებ. ხაზგასმით აღვნიშნავთ — ეს არის ინტერნეტ მწვანე აფთიაქი. ჩვენ არ გაგვაჩნია ფიზიკური მაღაზიების ქსელი, რაც საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ დაბალი ფასები და მოგაწოდოთ პროდუქცია პირდაპირ სახლში. შეკვეთის გაფორმება შესაძლებელია როგორც ვებგვერდიდან, ასევე სატელეფონო ზარით. ჩვენი პროდუქცია მოპოვებულია ეკოლოგიურად სუფთა ზონებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. თითოეული პროდუქტის გვერდზე მითითებულია ზუსტი ინფორმაცია მწარმოებელსა და მოყვანის ადგილზე.

ბლოგი და რჩევები

ყველა სტატია
მიხაკის სამკურნალო თვისებები და უკუჩვენებები
2026-03-29
მიხაკი: სამკურნალო თვისებები, სარგებელი ორგანიზმისთვის და უკუჩვენებები

აღმოაჩინეთ მიხაკის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები: მისი გავლენა წნევაზე, კანზე, თმაზე და გაეცანით გამოყენების უკუ...

სრულად ნახვა
ევკალიპტი ჩაი
2026-03-26 19:27:06
ევკალიპტის ჩაი: ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და გამაგრილებელი სასმელი

აღმოაჩინეთ ევკალიპტის ჩაის მომზადების წესი, მისი ანთების საწინააღმდეგო თვისებები და სარგებელი სუნთქვის სისტემისთვის. გაი...

სრულად ნახვა
ომეგა 3: სრული გზამკვლევი
2025-12-22
ომეგა 3

რა არის ომეგა 3 და რა სარგებელი მოაქვს მას ორგანიზმისთვის? გაიგეთ ყველაფერი ცხიმოვანი მჟავების, მათი წყაროებისა და დოზირ...

სრულად ნახვა

ხშირად დასმული კითხვები

როგორ შევიძინო პროდუქცია?

პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ, ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით. აირჩიეთ სასურველი პროდუქტი, დაამატეთ კალათაში და გააფორმეთ შეკვეთა, ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე.

აკეთებთ თუ არა მიწოდებას რეგიონებში?

დიახ, ჩვენ ვაკეთებთ სწრაფ მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით. თბილისში მიწოდება ხდება იმავე ან მეორე დღეს, ხოლო რეგიონებში 2-3 სამუშაო დღეში.

როგორ მივიღო კონსულტაცია?

კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაგვირეკოთ საიტზე მითითებულ ნომერზე ან მოგვწეროთ Facebook გვერდზე. ჩვენი ფარმაცევტები დაგეხმარებიან სწორი არჩევანის გაკეთებაში.