წყალმცენარეები ისევე როგორც ხმელეთის მცენარეები გამოირჩევა ქიმიური შემდგენლობით. ამიტომ ისინი გამოიყენება არაერთი სისუსტის და დაავადების განსაკურნავად.
წყალმცენარეები დაახლოებით იგივე ცნებაა, როგორც ბალახი. იგი მოიცავს ზღვის მცენარეების მრავალ სახეობას, რომელთაგან ზოგიერთი დიდი ხანია ცნობილია და გამოიყენება კულინარიასა და მედიცინაში. აზიის სანაპიროებზე წყალმცენარეებს უხსოვარი დროიდან ჭამდნენ და ამ მცენარეებმა ევროპაში გზა მე – 16 – მე –17 საუკუნეებიდან დაიწყეს.
წყალმცენარეების სამი დიდი ჯგუფია: წითელი, ყავისფერი და მწვანე. მათ იყენებენ როგორც დამოუკიდებელ კერძებში, როგორც მრავალი კერძის ძირითად ინგრედიენტს და ასევე, როგორც სუნელს. ამიტომ, მათი ყოველდღიურ მენიუში შეტანა უფრო ადვილია, ვიდრე ფიქრობთ. მათი მცირე რაოდენობით და რეგულარული მიღებით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას.
წყალმცენარეებს აქვთ მცენარეებისთვის წარმოუდგენელი სასარგებლო თვისებები. ისინი ხელს უწყობენ იმუნიტეტის განმტკიცებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას კერძებს კი სძენენ უნიკალურ შეუდარებელ გემოს. ნებისმიერი წყალმცენარე არის იოდის მდიდარი წყარო. იოდი არის ჩვენთვის აუცილებელი მიკროელემენტი, რომლის დეფიციტისგან ხშირად ვიტანჯებით. მაგრამ თითოეულ სახეობას აქვს საკუთარი უნიკალური თვისებები და გამოყენების მახასიათებლები.
შეგიძლიათ გაეცნოთ თითოეული მათგანის ანოტაციას და ნახოთ რომელი წყალმცენარეს კიდევ რა დამატებით სასარგებლო თვისებებს ფლობს.