
2+1 - 30 ლ
მოკლე აღწერა
კავკასიური ხარისძირას ფესვები ხელით არის შეგროვებული ეკოლოგიურად სუფთა ადგილას და არის 100% ნატურალური. შეგროვებიდან დაფქვამდე, ფესვებმა გაიარეს ყველა აუცილებელი პროცესი, მათ შორის სათანადოდ გაშრობა და დამუშავება. ფესვები იფქვება სპეციალური მეთოდით, რის შედეგადაც ფხვნილში შენარჩუნებულია ყველა სასარგებლო ნივთიერება. პროდუქტი განკუთვნილია ფიტოთერაპიული მიზნებისთვის.
ფხვნილის ფორმა: ფხვნილის ფორმა უზრუნველყოფს მარტივ დოზირებას და გამოყენების მრავალფეროვნებას (ნაყენი, ჩაი).
ბუნებრივი არომატი: ფხვნილს აქვს კავკასიური ხარისძირას ფესვების დამახასიათებელი ბუნებრივი არომატი.
კავკასიური ხარისძირას ფესვები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, როგორიცაა ანტრაგლიკოზიდები, ფლავონოიდები, მთრიმლავი ნივთიერებები და ა.შ. ეს ნივთიერებები ხელს უწყობენ გულის მუშაობის ნორმალიზებას, სისხლძარღვების გაძლიერებას, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. ასევე, ხელს უწყობენ მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას და ნაწლავების ფუნქციონირების რეგულირებას, რაც ხელს უწყობს წონის კლებას.
კურსის ხანგრძლივობა: მკურნალობის კურსი 12 თვეა. კურსი უნდა გაიყოს 2 ნაწილად: პირველი 6 თვის შემდეგ უნდა შეისვენოთ 1 თვე და შემდეგ ისევ გააგრძელოთ 6 თვე.
50 მილილიტრი (გრამი) ანადუღარი თბილი წყალი, დაასხით ხარისძირას ფხვნილს და დატოვეთ მთელი ღამე. დილით ჭამამდე 30 ან 45 წუთით ადრე, შეანჯღრიეთ ან მოურიეთ ნაყენს და დალიეთ მთელი მასა ისე, რომ არ დატოვოთ ჭიქაში არაფერი. თუმცა შეგიძლიათ არ გადაყლაპოთ ფხვნილი.
კავკასიური ხარისძირას ფესვების გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. განსაკუთრებით გაამახვილეთ ყურადღება ქრონიკული დაავადებების, მედიკამენტების მიღების ან განსაკუთრებული მდგომარეობების (მაგ., ორსულობა) დროს.