კავკასიური ხარისძირა კაფსულებში
მსგავსი პროდუქტები
ხარისძირა კაფსულებში
გთავაზობთ კავკასიურ ხარისძირას ფესვს კაფსულირებული სახით. ყოველი კაფსულა შეიცავს ხარისძირას ფესვის ნატურალურ მშრალ ფხვნილს, ყოველგვარი დანამატების გარეშე.
- მწარმოებელი - საქართველო / მწვანე აფთიაქი.
- კაფსულების რაოდენობა ფლაკონში - 90 ცალი.
- კაფსულის გარსი - ჟელატინი.
- კაფსულის შიგთავსი:
- კავკასიური ხარისძირას ფესვის მშრალი ფხვნილი - 200 მილიგრამი.
ყოველი მიღებული კაფსულით თქვენი ორგანიზმი მიიღებს ხარისძირას ფიქსირებულ დოზას, რაც საკმაოდ კომფორტულია, რადგან ასეთი სახით თქვენ შეგიძლიათ ზუსტად არეგულიროთ დღიური დოზა.
დოზირება
კურსის ხანგრძლივობა: შეადგენს 12 თვეს. კურსი უნდა გაიყოს 2 ნაწილად, პირველი 6 თვის შემდეგ უნდა შეისვენოთ 1 თვე და შემდეგ ისევ გააგრძელოთ 6 თვე.
მიიღეთ დღეში 1 კაფსულა ჭამის დროს წყალთან ერთად.
კაფსულები მიიღეთ რეგულარულად და არ აჩქარდეთ. შედეგი აუცილებლად დადგება, მთავარია თქვენ არ დაკარგოთ იმედი. ხშირად შედეგები იწყება 2 თვის მერე, იშვიათად 1 თვიდან. თუმცა შედეგები მაინც მიიღწევა. რაც მთავარია წონაში კლება ხდება ნელა, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო კლებას ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე.
გაფრთხილბა
- არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე.
- გამოიყენეთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, ან ხართ 18 წლამდე ასაკის მოზარდი.
- არ გამოიყენოთ თუ გაქვთ გლიკოზიდებისადმი მაღალი მგრძნობელობა, ადრე გადატანილი მიოკარდის ინფარქტი, აორტისა და გულის დეფექტები, გულის მანკი, ნაღვლის ბუშტში ქვები თუ მათი დიამეტრი შეადგენს 7–8 მმ.
