სამუშაო საათები 9:00 - 22:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ბაბუაწვერას ფესვები
ბაბუაწვერას ფესვები
შეკვეთის მიხედვით
100 – 19.00 ლარი
200 – 36.00 ლარი
300 – 51.00 ლარი
400 – 64.00 ლარი
500 – 75.00 ლარი
რუსეთი

რუსეთიდან ჩამოტანილი ბაბუაწვერას ფესვების დაფასოვება ხდება საქართველოში. შეკვეთის შემთხვევაში ფესვები მოგეწოდებათ ჰერმეტულად დახურული პარკში, რომელზეც არ არის არანაირი ანოტაცია და წარწერები.

ბაბუაწვერას ფესვები

ბაბუაწვერა არის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე. მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახს. იზრდება 5 – 50 სმ. სიმაღლის. აქვს მსხვილი მთავარღერძა ფესვი. ფოთლები მწვანეა და აქვს დაკბილული ფორმა. მათი სიგრძე მერყეობს 10 – 25 სმ. ხოლო სიგანე 1.5 – 5 სმ.

ყვავილები გამოაქვს მაისში ან ივნისში. ყვავილის ფერი შეიძლება იყოს როგორც ყვითელი ასევე ოქროსფერი. ყვავილობის შემდეგ იკეთებს ნაყოფს (თესლურა), რომლის ფერია ღია – წაბლისფერი. ხოლო ნაყოფის სიგრძე 3 – 4 სმ.

ბაბუაწვერას ფესვების ქიმიური შემადგენლობა

შეიცავს: ინულინს, სტერინს, ნიკოტინ მჟავას, ვაშლის მჟავას, გლიკოზიდებს, ქოლინს, სტერინებს, ფისებს, კაუჩუკს, ცხიმოვან ზეთს.

ბაბუაწვერას დადებითი თვისებები

ბაბუაწვერას ფესვები გამოიყენება ხალხურ მედიცინაში ნაყენის სახით. ქვემოთ მოცემულია ფესვებისგან ცხელი ნაყენის დამზადების წესი. ასევე ქვემოთ ჩამოთვლილია მისი თვისებები და ის დაავადებები რომელთა განკურნებაშიც დაგეხმარებათ ფესვების ნაყენი.


  1. აუმჯობესებს კუჭ–ნაწლავის მოქმედებას.
  2. აძლიერებს მადას.
  3. ღვიძლის დაავადება.
  4. არის კარგი ნაღველმდენი.
  5. სიცხის დამწევი.
  6. ოფლმდენი.
  7. შარდმდენი.
  8. ბუასილი.
  9. ძირმაგარები.
  10. ფერისმჭამელები.
  11. კანზე გამონაყარი.
  12. ყაზბობის (გაუვალობა).

ბაბუაწვერა დაყენების წესი

ცხელი ნაყენის დამზადება. აიღეთ 10 გრამი (1 სუფრის კოვზი) დაქუცმაცებული ხმელი ბაბუაწვერას ფესვები, მოათავსეთ მინის ან ემალის ჭურჭელში და დაასხით 200 მილილიტრი ადუღებული (მდუღარე) წყალი. შეფუთეთ და გააჩერეთ 2 სთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 50 მლ დღეში 4 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ ორსულობის დროს.

არ მიიღოთ 18 წლის ქვევით ასაკის მქონე ბავშვებმა.

არ მიიღოთ თუ გაქვთ ალერგია ამბროზიაზე, გვირილაზე ან საერთოთ ყვავილებზე.

თუ მიღების შემდეგ აღინიშნა რაიმე ალერგიული ან უარყოფითი რეაქცია შეწყვიტეთ მისი მიღება.

Babuawveras fesvebi

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 9:00 - 22:00
საბანკო რეკვიზიტები
საქ • GE58BG0000000702204300GEL
თბს • GE10TB7321245061100066
საკონტაქტო ინფორმაცია
Mail: [email protected] TEL: +995597760989 TEL: +995597989878
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დეგეკისრებათ პასუხისმგებლობა.